შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩში 2 გოლი გაიტანა

შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩში 2 გოლი გაიტანა

14 ნოემბერს, რომის პაპის ინიციატივით, "სტადიო ოლიმპიკოზე" დიეგო მარადონას საპატივცემულოდ ლეგენდების შეხვედრა გაიმართა.

შოთა არველაძემ ხრისტო სტოიჩკოვთან და რონალდინიოსთან ერთად "თეთრ გუნდში" "ცისფერების" წინააღმდეგ პირველი ტაიმი (25-წუთიანი) ითამაშა, მე-8 წუთზე ანგარიში გახსნა, მე-2 გოლი კი 21-ე წუთზე გაიტანა და პირველი ტაიმი მისმა გუნდმა 3:2 მოიგო.

მეორე ტაიმში უკრაინელმა ანდრეი ვორონინმა დუბლი შეასრულა და "ცისფერმა გუნდმა" 4:3 გაიმარჯვა.
61 ნახვა
15-11-2022, 10:11