2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი მერწყულებისთვის

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი მერწყულებისთვის

წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ნა­ყო­ფი­ე­რი წელი გე­ლო­დე­ბათ. მო­გინ­დე­ბათ ცვლი­ლე­ბე­ბი, სი­ახ­ლე­ე­ბის გაც­ნო­ბა, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მე­ტად გა­მოვ­ლე­ნა. თა­მა­მად მო­კი­დეთ ხელი ახალ პრო­ექ­ტებს, ჩა­ერ­თეთ ახალ საქ­მე­ებ­ში; მი­ი­ღებთ ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბას. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ახა­ლი იდე­ე­ბი. თუ მო­ინ­დო­მებთ, წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევთ პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში. პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც გე­ლო­დე­ბათ სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი. მარ­ტო­ხე­ლე­ბი შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ანს, რო­მელ­საც დიდ­ხანს ელო­დით. მაგ­რამ აქვე უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, ერ­თია შეხ­ვდე ადა­მი­ანს, გაჩ­ნდეს ურ­თი­ერ­თსიმ­პა­თი­ე­ბი და მე­ო­რეა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო ეს კავ­ში­რი. ნუ იქ­ნე­ბით ეგო­ის­ტუ­რი, ჩა­ციკ­ლუ­ლი სა­კუ­თარ მო­თხოვ­ნებ­ზე. ხან­და­ხან გარ­შე­მო მყო­ფებ­ზეც უნდა იზ­რუ­ნოთ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ მათი რჩე­ვე­ბი და თხოვ­ნე­ბი. სა­უ­კე­თე­სო წე­ლია ახ­ლის შე­სას­წავ­ლად; ახა­ლი საქ­მი­ა­ნი კონ­ტაქ­ტე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად.

რას გიმ­ზა­დებთ იუ­პი­ტე­რი 2023 წელს
გა­მარ­ჯვე­ბი­სა და დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი და­გეხ­მა­რე­ბათ ახა­ლი მე­გობ­რე­ბის შე­ძე­ნა­ში. გახ­შირ­დე­ბა მი­მოს­ვლა, მივ­ლი­ნე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ჩა­ე­წე­რე­ბით ახალ სას­წავ­ლო ან უცხო ენის კურ­სებ­ზე; მას­ტერ-კლა­სებ­სა და ტრე­ნინ­გებ­ზე. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი პრო­ფე­სია აით­ვი­სოთ. მე­ტად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ სო­ცი­უმ­ში. წარ­მა­ტე­ბა გე­ლო­დე­ბათ, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან, მეც­ნი­ე­რე­ბას­თან. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და-ძმებ­თან, გავ­ლე­ნი­ან მე­ზობ­ლებ­თან. გახ­შირ­დე­ბა ცოდ­ნის, ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა, კო­მუ­ნი­კა­ცია. ჩა­ერ­თეთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა შე­მო­სა­ვალ­საც მო­გი­ტანთ და ავ­ტო­რი­ტეტ­საც აგი­მაღ­ლებთ. საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის დროს იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პარტნი­ო­რებ­თან. სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბებს მი­ი­ღებთ უცხო­ე­თი­დან.

რას გიმ­ზა­დებთ სა­ტურ­ნი 2023 წელს
აკ­რძალ­ვე­ბის, შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი მო­გი­წო­დებთ, რომ ნა­ყო­ფი­ე­რად იმუ­შა­ოთ, მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი. იყოთ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას; ფული გა­აზ­რე­ბუ­ლად ხარ­ჯოთ. უნდა გა­მო­ნა­ხოთ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ფულს და­ა­ბან­დებთ სარ­ფი­ან ბიზ­ნეს­ში. სა­ტურ­ნი ცვლი­ლე­ბებ­საც გპირ­დე­ბათ. ნუ შე­იქ­მნით ილუ­ზი­ებს, რე­ა­ლის­ტუ­რად იმოქ­მე­დეთ. უნდა მო­ი­ცი­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც აღარ გა­ნი­ჭებთ სი­ა­მოვ­ნე­ბას, და­ემ­შვი­დო­ბოთ კომ­პლექ­სებს ში­შებს. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, გა­და­წყვი­ტოთ ზედ­მე­ტი წო­ნის დაკ­ლე­ბა.

2023 წლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი
რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბობ ამ­თე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გე­ლო­დე­ბათ, მაგ­რამ თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია, ვის და­ი­ტო­ვებთ გვერ­დით და ვის­თან დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბით ფლირ­ტით, ვნე­ბი­ა­ნი რო­მა­ნით. თა­ვა­დაც უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. ეს მარ­ტო­ხე­ლებ­საც გე­ხე­ბათ და და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­საც. იყა­ვით რო­მან­ტი­კუ­ლი და მზრუნ­ვე­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. ხში­რად ესა­უბ­რეთ, და­ინ­ტე­რეს­დით მისი ცხოვ­რე­ბით. მო­უ­წყვეთ რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი, სი­ურპრი­ზე­ბი. ერ­თად გა­ემ­გზავ­რეთ შვე­ბუ­ლე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად. თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად თა­ვად თუ არ გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით, ვე­რა­ვინ გიშ­ვე­ლით.

2023 წლის ფი­ნან­სუ­რი პროგ­ნო­ზი
თუ მონ­დო­მებთ და ბე­ჯი­თად იმოქ­მე­დებთ, ფულ­ში გა­ჭირ­ვე­ბა არ გე­ლო­დე­ბათ. ნუ და­ე­ლო­დე­ბით, რომ ვი­ღაც შე­გიქ­მნით ფი­ნან­სურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას, არა, თა­ვად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ. უნდა გა­მო­ნა­ხოთ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო, უნდა და­ა­ბან­დოთ ფული. გა­იხ­სე­ნეთ ჰობი ან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ახა­ლი იდე­ე­ბი, რაც ფულს მო­გი­ტანთ. ამას­თან, გირ­ჩევთ, მე­ტად პრაქ­ტი­კუ­ლი და ეკო­ნო­მი­უ­რი გახ­დეთ. თუ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა გაქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი, აპ­რი­ლის­თვის და­გეგ­მეთ. შე­მოდ­გო­მა­ზე მი­ი­ღებთ მა­ტე­რი­ა­ლურ ჯილ­დოს, პრე­მი­ას.

2023 წლის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი
მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის პლა­ნე­ტა ურა­ნი ცვლი­ლე­ბებს მო­გი­ტანთ ოჯახ­ში, მშობ­ლებ­თან და ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. არ და­ძა­ბოთ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ­სახ­ლში ხში­რად გა­მო­ვა წყო­ბი­დან ელექტრო­ნივ­თე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა. ზო­გი­ერთ ნა­თე­სავ­თან შე­იძ­ლე­ბა გა­წყვი­ტოთ კავ­ში­რი, გან­ქორ­წინ­დეთ მე­უღ­ლეს­თან. ხოლო, თუ ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გსურთ, უნდა იზ­რუ­ნოთ კავ­ში­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ხში­რად მო­ა­წყვეთ ოჯა­ხუ­რი პიკ­ნი­კე­ბი, გა­ემ­გზავ­რეთ უცხო­ეთ­ში. გა­მო­ნა­ხეთ გა­სარ­თო­ბი, რა­შიც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ჩა­ერ­თვე­ბით.

2023 წელს სად იპო­ვით შთა­გო­ნე­ბას
მო­ე­რი­დეთ ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში ჩარ­თვას; აფე­რისტ ადა­მი­ა­ნებს არ ან­დოთ ფული. ონ­ლა­ინ­გა­და­რი­ცხვე­ბის დრო­საც კი გმარ­თებთ სიფრ­თხი­ლე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეთ, თუ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას აპი­რებთ ან თა­ვად ყი­დით. ზო­მი­ე­რე­ბა გმარ­თებთ ფუ­ლის ხარ­ჯვი­სას. ზო­გი­ერთს ფული შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ტა­ნოთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ფუ­ლის და­ბან­დე­ბამ. და­ი­წყეთ ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა, გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი მუ­სი­კა­ში, მხატ­ვრო­ბა­ში. ამას­თან, აქვე უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ იყოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი და და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად და­ას­რუ­ლოთ.

2023 წლის ჯან­მრთე­ლო­ბა
გა­ზა­ფხულ­ზე იზ­რუ­ნეთ იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბა­ზე, გა­ი­კა­ჟეთ სხე­უ­ლი. ჩა­ი­ტა­რეთ სამ­კურ­ნა­ლო კვლე­ვა. არ და­არ­ღვი­ოთ კვე­ბი­თი რე­ჟი­მი, მო­ე­რი­დეთ ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას. თუ კუჭ-ნაწ­ლავ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი გა­წუ­ხებთ, გა­ე­სინ­ჯეთ გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლოგს. გახ­სოვ­დეთ, რომ კუ­ჭთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა ზედ­მე­ტი ნერ­ვი­უ­ლო­ბით, სტრე­სით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი. პე­რი­ო­დუ­ლად უნდა და­ის­ვე­ნოთ, უარი არ თქვათ შვე­ბუ­ლე­ბა­ზე. მსუ­ბუ­ქი ვარ­ჯი­ში კარ­გია, ია­რეთ ფე­ხით, ჩა­ე­წე­რეთ აუზ­ზე. გაფრ­თხილ­დით ტრავ­მე­ბი­სა­გან და ფრთხი­ლად, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ტექ­ნი­კას­თან.და­ი­ცა­ვით უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი.

წყარო: ambebi.ge/astrology/
44 ნახვა
15-11-2022, 13:35