2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი ქალწულებისთვის

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი ქალწულებისთვის

პლა­ნე­ტე­ბი აქე­დან­ვე გახ­სე­ნე­ბენ, რომ 2023 წელს უძ­რა­ვად ყოფ­ნას არ გა­პა­ტი­ე­ბენ და თუ რა­მის მიღ­წე­ვა გსურთ, უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ. ეს რაც უფრო ხში­რად გა­გახ­სენ­დე­ბათ, მით უკე­თე­სია. არ იზარ­მა­ცოთ, იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებთ, თქვენ­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. შან­სი მო­გე­ცე­მათ, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ კა­რი­ე­რა, აი­მაღ­ლოთ ავ­ტო­რი­ტე­ტი, შე­იქ­მნათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად და­გეგ­მეთ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, რამე ახ­ლის შეს­წავ­ლა.

რას გიმ­ზა­დებთ იუ­პი­ტე­რი 2023 წელს
გა­მარ­ჯვე­ბი­სა და დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი და­გეხ­მა­რე­ბათ, რომ მო­აგ­ვა­როთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ნა­ხოთ და­მა­ტე­ბი­თი სამ­სა­ხუ­რი. კარ­გი იქ­ნე­ბა ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა, თუ უკვე გაქვთ, - გა­ფარ­თო­ე­ბა, ფუ­ლის და­ბან­დე­ბა სარ­ფი­ან საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ მემ­კვიდ­რე­ო­ბა, მსხვი­ლი თან­ხა სა­ჩუქ­რად. გა­გი­მარ­თლებთ, თუ თქვე­ნი ბიზ­ნე­სი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უცხო­ე­ლებ­თან, მუ­შა­ობთ უცხო­ურ კომ­პა­ნი­ა­ში ან გაქვთ ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია. წარ­მა­ტე­ბუ­ლი წელი გე­ლო­დე­ბათ იუ­რი­დი­უ­ლი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს და ფსი­ქო­ლო­გებ­საც. მი­ი­ღებთ სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს, და­ფას­დე­ბა თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა. ამას­თან, არ გირ­ჩევთ, სა­შიშ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვას, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა და­გი­ზი­ა­ნოთ ჯან­მრთე­ლო­ბა ან მო­გა­ყე­ნოთ მო­რა­ლუ­რი ზა­რა­ლი. ახლა განგსტე­რის რო­ლის თა­მა­ში არა­ფერ­ში გჭირ­დე­ბათ. სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დრო­საც. იყა­ვით მე­ტად მომთმე­ნი, არ გირ­ჩევთ ეჭ­ვი­ა­ნო­ბას და ემო­ცი­ურ ბო­ბოქ­რო­ბას. ქალ­წუ­ლე­ბი რე­ა­ლის­ტი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რე­ბი ხართ, მაგ­რამ 2023 წელს ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა თა­ვით გა­და­ეშ­ვათ შავი მა­გი­ის შეს­წავ­ლა­ში.

რას გიმ­ზა­დებთ სა­ტურ­ნი 2023 წელს
აკ­რძალ­ვე­ბის, შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი მო­გი­წო­დებთ, მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ პარტნი­ო­რულ სა­კი­თხებს. თუ ერ­თგულ ადა­მი­ანს გა­მო­ნა­ხავთ, ბიზ­ნესს გა­ნა­ვი­თა­რებთ, საქ­მი­ა­ნო­ბა წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ. იმა­ვეს გე­ტყვით პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც, თუ სათ­ქვე­ნო ადა­მი­ანს მი­აგ­ნებთ, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც მო­მენ­ტა­ლუ­რად და­გი­ლაგ­დე­ბათ. წელს გაქვთ შან­სი, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წინ­დეთ და სა­მა­გა­ლი­თო მე­ო­ჯა­ხე გახ­დეთ. უკვე არ­სე­ბულ კავ­ში­რებს კი მე­ტად გა­ა­სე­რი­ო­ზუ­ლებთ, მო­გე­მა­ტე­ბათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. საქ­მი­ა­ნი ქალ­წუ­ლე­ბი გა­ა­ფორ­მებთ ხან­გრძლივ და სე­რი­ო­ზულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს. მე­ტად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ამ თვი­სე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და­გეხ­მა­რე­ბათ, იო­ლად გა­უმკლავ­დეთ უსი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ებს, რაც პე­რი­ო­დუ­ლად წარ­მო­იშ­ვე­ბა ხოლ­მე. ამას­თან, სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნით მო­ი­ცი­ლებთ მა­ნი­პუ­ლა­ტორ ადა­მი­ა­ნებს. გირ­ჩევთ, საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში წა­მოჭ­რი­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­აგ­ვა­როთ, - ან დარ­ჩეთ ერ­თად, ან და­შორ­დეთ. მარ­ტო­ხე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს ასა­კით ან თა­ნამ­დე­ბო­ბით უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნი.

2023 წლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი
წელს მიხ­ვდე­ბით, რომ "ვარ­დის­ფე­რი სათ­ვა­ლე" მო­და­ში აღა­რაა. რე­ა­ლის­ტუ­რად შე­ხე­დეთ მოვ­ლე­ნებს. გა­და­ხე­დეთ თქვენს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას, თუ ყვე­ლა­ფე­რი გაკ­მა­ყო­ფი­ლებთ, იზ­რუ­ნეთ კავ­ში­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, თუ არა, შე­იც­ვა­ლეთ თა­ვად ან და­შორ­დით. იყა­ვით აქ­ტი­უ­რი, თა­ვი­სით არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. არ გირ­ჩევთ მა­ნი­პუ­ლა­ტო­რი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით ცხოვ­რე­ბას. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში დეპ­რე­სი­ი­დან დიდ­ხანს ვერ გა­მოხ­ვალთ. მარ­ტო­ხე­ლებ­მა მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა სე­რი­ო­ზულ და ჭკვი­ან ადა­მი­ა­ნებს. ქა­რაფ­შუ­ტუ­ლი კავ­ში­რე­ბი კარ­გს არა­ფერს მო­გიტ­ნათ.

2023 წლის ფი­ნან­სუ­რი პროგ­ნო­ზი
უნდა იშ­რო­მოთ რომ მი­აღ­წი­ოთ მა­ტე­რი­ა­ლურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას. გახ­შირ­დე­ბა მივ­ლი­ნე­ბა სა­ზღვარ­გა­რე­თაც, უნდა გა­ა­ფორ­მოთ სარ­ფი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. ივ­ლი­სამ­დე ნუ აი­ღებთ სესხს, ვალს; გან­სა­კუთ­რე­ბით სხვის გამო. ეცა­დეთ, მო­ზო­მი­ლად ხარ­ჯოთ თან­ხა. თუ ზედ­მე­ტი თან­ხა გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ, და­ა­ბან­დეთ სწავ­ლა­ში, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში, რაც მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას.

2023 წლის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი
მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის პლა­ნე­ტა ურა­ნი უცხო­ე­თის სახ­ლში გყავთ, გახ­შირ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან, მივ­ლი­ნე­ბე­ბი და მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ. ამას­თან, იყა­ვით მზად მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბებ­თვი­საც. კარ­დი­ნა­ლუ­რად შე­გეც­ვლე­ბათ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და გე­მოვ­ნე­ბაც კი. სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია ყვე­ლა იმ მოყირ­ჭე­ბუ­ლი ჩვე­ვის, კომ­პლექ­სე­ბი­სა და ში­შე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად, რაც წინსვლა­სა და გან­ვი­თა­რებ­ში გიშ­ლით ხელს. გე­ლო­დე­ბათ უამ­რა­ვი გა­მარ­ჯვე­ბა, აღ­მო­ჩე­ნა. ჩა­ერ­თეთ მსხვილ პრო­ექ­ტებ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა უცხო­ე­თი გა­ემ­გზავ­როთ სწავ­ლის ან მუ­შა­ო­ბის გამო. წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ პრო­ექ­ტებს. მო­გინ­დე­ბათ საქ­მი­ა­ნო­ბის, პრო­ფე­სი­ის კარ­დი­ნა­ლუ­რი შეც­ვლა. წარ­მა­ტე­ბა ელის მას, ვინც არ შე­უ­შინ­დე­ბა გა­რის­კვას, უყ­ვარს თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, მოგ­ზა­უ­რობს და უყ­ვარს აღ­მო­ჩე­ნე­ბი. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა უცხო­ეთ­ში შეხ­ვდეთ ადა­მი­ანს, ვინც თავ­და­ვი­წყე­ბით შე­გიყ­ვარ­დე­ბათ.

2023 წელს სად იპო­ვით შთა­გო­ნე­ბას
გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ისა­უბ­რეთ სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­ზე, გა­ნი­ხი­ლეთ მიზ­ნე­ბი, მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი იდე­ე­ბი გა­გი­ჩი­ნოთ. სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი იქ­ნე­ბა, თუ საქ­მი­ან ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან ერ­თად გა­მო­ნა­ხავთ გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინსვლის ახალ გზებს. სხვა­თა შო­რის, შე­იძ­ლე­ბა კონ­კუ­რენ­ტე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბაც კი გახ­დეს თქვე­ნი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა, რაც წინსვლის­კენ სა­ვალ გზა­ზე და­გა­ყე­ნებთ. ჩა­ი­ფიქ­რეთ, რომ 2023 წელს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად იმოგ­ზა­უ­როთ. ეს აღ­მო­ჩე­ნე­ბი­სა და გა­მარ­ჯვე­ბის წელი უნდა იყოს თქვენ­თვის. მარ­ტო­ხე­ლე­ბი ახალ სიყ­ვა­რულს შე­იძ­ლე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს შეხ­ვდეთ. თა­ვი­დან­ვე ნუ გა­და­ვარ­დე­ბით თა­ვით გრძნო­ბებ­ში, ჯერ კარ­გად გა­ი­ცა­ნით ადა­მი­ა­ნი.

2023 წლის ჯან­მრთე­ლო­ბა
ქალ­წუ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით გიყ­ვართ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა და ეს კარ­გი­ცაა. ასე გა­არ­ძე­ლეთ 2023 წელ­საც. თუ რე­გუ­ლა­რუ­ლად ჩა­ი­ტა­რებთ გა­მოკ­ვლე­ვას, კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­ივ­ლით ექიმ­თან და მი­ი­ღებთ სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტებს, არა­ფე­რი გე­მუქ­რე­ბათ. იყა­ვით ფრთხი­ლი გა­ზა­ფხულ­ზე. თუ თავ­და­უ­ზო­გა­ვად იმუ­შა­ვებთ, დას­ვე­ნე­ბი­სა და სწო­რი კვე­ბის გა­რე­შე, გარ­თუ­ლე­ბე­ბი ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ. გო­ნებ­რი­ვი გა­დატ­ვირ­თვაც არ მო­გი­ტანთ სი­კე­თეს. და­ი­წყეთ ყო­ვე­ლი დილა მსუ­ბუ­ქი ვარ­ჯი­შით, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ კვე­ბი­სა და ძი­ლის რე­ჟი­მი, რე­გუ­ლა­რუ­ლად ისე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე. კვი­რა­ში ერთხელ აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ვე­ნეთ რამ­დე­ნი­მე დღე პა­სი­უ­რად.

წყარო: ambebi.ge/astrology/
45 ნახვა
16-11-2022, 11:46