როგორ გავხდეთ ბედნიერი ჩვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე

როგორ გავხდეთ ბედნიერი ჩვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე

ამა­ოდ და­ე­ძებს ცხოვ­რე­ბა­ში ბედ­ნი­ე­რე­ბას. თუმ­ცა, თა­ვად სი­ტყვა ბედ­ნი­ე­რე­ბის დე­ფი­ნი­ცი­აც ხომ ერ­თობ პი­რო­ბი­თია. ვი­ღა­ცის­თვის სიყ­ვა­რულ­შია ბედ­ნი­ე­რე­ბა, სხვა კი ბედ­ნი­ე­რე­ბას მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და ფი­ნან­სურ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ში ხე­დავს. თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი და მის­თვის კოს­მო­სის მიერ ჩა­ნა­სახ­ში­ვე მი­ნი­ჭე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბი, და­გეხ­მა­რე­ბათ იმა­ში, რომ მარ­ტი­ვად იპო­ვოთ ბედ­ნი­ე­რე­ბა ან სულ მცი­რე - ცხოვ­რე­ბით კმა­ყო­ფი­ლე­ბა.

ვერ­ძი თუ ხართ ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბით საქ­მის კე­თე­ბით. თქვენ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია იყოთ მუ­დამ მოძ­რა­ო­ბა­ში, ახა­ლი აკე­თოთ რამე, და­ი­ხარ­ჯოთ.

კურო თუ ხართ თქვენ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­სა­ღე­ბი სტა­ბი­ლუ­რო­ბა­შია. იშ­რო­მეთ, გა­მო­ი­მუ­შა­ვეთ ფული და შე­იქ­მე­ნით პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხვა­ლინ­დე­ლი დღე.

ტყუ­პი თუ ხართ თქვენ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბაა კო­მუ­ნი­კა­ცია და ახლი სწავ­ლა-შე­მეც­ნე­ბა. გა­ი­ცა­ნით ახალ-ახა­ლი ხალ­ხი, იკონ­ტაქ­ტეთ ადა­მი­ა­ნებ­თან.

კირჩხი­ბი თუ ხართ თქვენ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტა­ნია ოჯა­ხის წევ­რებ­ზე ზრუნ­ვა და მათ­თვის სი­ხა­რუ­ლის მო­ტა­ნა. იზ­რუ­ნეთ ახლო ნა­თე­სა­ვებ­ზე, შე­ის­წავ­ლეთ თქვე­ნი გე­ნე­ო­ლო­გია, და­ინ­ტე­რეს­დით ის­ტო­რი­ით. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ იმა­ში, რომ იპოვ­ნოთ ბედ­ნი­ე­რე­ბა.

ლომი თუ ხართ თქვენ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­სა­ღე­ბი ლი­დე­რო­ბა­შია. აი­ღეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­ზე, და­ეხ­მა­რეთ თქვენ­ზე სუს­ტებ­სა და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს. ეს სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნას გა­გი­ორ­მა­გებთ.

ქალ­წუ­ლი თუა თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა თქვენ­თვის წეს­რიგ­სა და ზრუნ­ვა­შია. როცა იცით, რომ ქა­ო­სის და­ლა­გე­ბა შე­გიძ­ლი­ათ ზუს­ტად ეს გა­ბედ­ნი­ე­რებთ. და­ეხ­მა­რეთ ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის ან თუნ­დაც სა­ცხოვ­რებ­ლის და­ლა­გე­ბა­ში. ეს მოგ­ცემთ ბედ­ნი­ე­რე­ბის რე­ა­ლურ შეგ­რძნე­ბას.

სას­წო­რი თუ ხართ ბედ­ნი­ერს ემო­ცი­ე­ბის ღიად გა­მო­ხატ­ვა მო­გა­ნი­ჭებთ. ხში­რად ჩა­ე­ხუ­ტეთ და მო­ე­ფე­რეთ ადა­მი­ა­ნებს. და­ეხ­მა­რეთ მათ ის­წავ­ლონ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სით­ბოს აშ­კა­რად გა­მო­ხატ­ვა.

მო­რი­ე­ლი თუ ხართ თქვენ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა ექ­სტრიმ­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­შია. აირ­ჩი­ეთ ცხოვ­რე­ბის წესი, რომ­ლი­თაც სხვა ადა­მი­ა­ნებს და­ეხ­მა­რე­ბით რის­კი­სა და თავ­გან­წირ­ვის ფა­სად. გახ­დით ექი­მი, მე­ხან­ძრე ან სუ­ლაც მაშ­ვე­ლი. ეს ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

მშვილ­დო­სა­ნი თუ ხართ თქვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­სა­ღე­ბი მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში. იმოგ­ზა­უ­რეთ ხში­რად. გა­ი­ცა­ნით ახალ-ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და და­ა­კავ­ში­რეთ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს. იმე­გობ­რეთ სა­ზღვრე­ბის, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი წარ­მო­შო­ბი­სა და ეთ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლას­თან.

თხის რქა თუ ხართ თქვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა შრო­მა და კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლაა. და­ი­სა­ხეთ მი­ზა­ნი, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­ყე­ვით მას და ია­მა­ყეთ შემ­დგომ­ში თქვე­ნი მიღ­წე­ვე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი­თა და გა­ნათ­ლე­ბით.

მერ­წყუ­ლი თუ ხართ ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტა­ნი თქვენ­თვის მე­გობ­რო­ბა და მე­გობ­რე­ბია. რაც მეტ ადა­მი­ანს შე­მო­იკ­რებთ გარ­შე­მო, მით უფრო გან­ვი­თარ­დე­ბით სუ­ლი­ე­რად და მენ­ტა­ლუ­რად. და­ეხ­მა­რეთ ადა­მი­ა­ნებს, გა­უ­ნა­წი­ლეთ მათ თქვე­ნი ცოდ­ნა.

თევ­ზე­ბი თუ ხართ თქვენ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა სუ­ლი­ე­რი სი­ახ­ლო­ვე და რო­მან­ტი­კაა. და­კავ­დით მუ­სი­კით, მხატ­ვრო­ბით, თე­ატ­რით, ფო­ტოგ­რა­ფი­ით. თქვენ­თვის სუ­ლი­ე­რი საზ­რდოა ხე­ლოვ­ნე­ბა. მხო­ლოდ ასე იგ­რძნობთ თავს ბედ­ნი­ე­რად.

წყარო: ambebi.ge/astrology/
98 ნახვა
17-11-2022, 09:48