2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი მშვილდოსნებისთვის

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი მშვილდოსნებისთვის

უნდა აჩ­ქარ­დეთ, წარ­მა­ტე­ბას რომ მი­აღ­წი­ოთ; საქ­მე­ე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბით და სწრა­ფად უნდა მო­აგ­ვა­როთ. გა­აქ­ტი­ურ­დით, უამ­რა­ვი ცვლი­ლე­ბა გე­ლო­დე­ბათ. წი­ნას­წარ უნდა გა­მო­იც­ნოთ შე­დე­გე­ბი და ისე იმოქ­მე­დოთ, რომ არ და­ზა­რალ­დეთ. იმოქ­მე­დეთ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად, არ გირ­ჩევთ სა­კუ­თა­რი თა­ვის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას, თვითკრი­ტი­კას. თუ გრძნობთ, რომ ნერ­ვე­ბი გე­ძა­ბე­ბათ და ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დით, ეს­ტუმ­რეთ მე­გობ­რებს ან სპორტდარ­ბაზს. შვე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. სა­უ­კე­თე­სო წე­ლია მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. მთა­ვა­რია, ილუ­ზი­ებ­ში არ იფ­რი­ნოთ, გა­მო­ავ­ლი­ნოთ ინი­ცი­ა­ტი­ვა, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა და ჯან­სა­ღი ამბცი­ე­ბი. არა­ფერს შე­უ­შინ­დეთ, ზოგ­ჯერ არა­ორ­დი­ნა­რულ მე­თო­დებ­საც უნდა მი­მარ­თოთ. კურ­დღლის წელ­ში გაქვთ ყვე­ლა შან­სი, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ კა­რი­ე­რა­ში და ბედ­ნი­ე­რე­ბას - პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. მო­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას, ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ნუ უგუ­ლე­ბელ­ყოფთ თა­ვა­დაც­ვით ზო­მებს. მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლი გმარ­თებთ და უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, თუ ექ­სტრიმ­ზე უარს იტყვით.

რას გიმ­ზა­დებთ იუ­პი­ტე­რი 2023 წელს
გა­მარ­ჯვე­ბი­სა და დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი თქვენს სიყ­ვა­რუ­ლის და შე­მოქ­მე­დე­ბის სახ­ლში გყავთ. მო­გე­ცე­მათ გარ­თო­ბი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ხში­რად გა­გა­ნე­ბივ­რებთ რო­მან­ტი­კუ­ლი სი­ურპრი­ზე­ბით და თა­ვა­დაც უნდა იყოთ მო­მარ­თუ­ლი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. მარ­ტო­ხე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა. გა­იც­ნობთ ადა­მი­ანს, ვის გვერ­დი­თაც თავს მშვი­დად და სა­სი­მოვ­ნოდ იგ­რძნობთ. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი ჰარ­მო­ნი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ისეთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უნდა ჩა­ერ­თოთ, რაც ფულს და წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ. ნუ გა­ი­რის­კავთ, ნუ ჩა­ერ­თვე­ბით აფე­რის­ტულ მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში. თუ შო­რე­უ­ლი მგზავ­რო­ბა გაქვთ და­გეგ­მი­ლი, დე­ტა­ლუ­რად გათ­ვა­ლეთ თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი. სა­უ­კე­თე­სო წე­ლია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰო­ბი­მაც გა­გი­უმ­ჯო­ბე­სოთ. მო­გე­ცე­მათ პი­რა­დი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბის შან­სი. მეტი დრო და­უთ­მეთ შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, ისი­ნი პო­ზი­ტი­ვით აგავ­სე­ბენ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, 2023 წელს ოჯახ­ში პა­ტა­რა შე­გე­ძი­ნოთ.

რას გიმ­ზა­დებთ სა­ტურ­ნი 2023 წელს
აკ­რძალ­ვე­ბის, შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი მო­გი­წო­დებთ, მე­ტად იზ­რუ­ნოთ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. ხში­რად შე­ეხ­მი­ა­ნეთ ოჯა­ხის წევ­რებს, ასა­კით უფ­როს ნა­თე­სა­ვებს. თუ აქამ­დე ოჯახ­ში და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ, უნდა გა­მო­ას­წო­როთ და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ. მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ. უნდა გა­მო­ნა­ხოთ დრო სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მო­გინ­დეთ ოჯა­ხის შექ­მნა. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ახა­ლი ბუ­დის აშე­ნე­ბა. ამას­თან, არ­სე­ბულ კავ­შირ­ში სი­ცი­ვე რომ არ შე­მო­ი­პა­როს, მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გმარ­თებთ მე­უღ­ლის მი­მართ. ოჯა­ხის უმ­ცროს წევ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას უნდა აკონ­ტრო­ლოთ ემო­ცი­ე­ბი, მათ­თვის ჭკუ­ის და­რი­გე­ბა შერ­ბი­ლე­ბუ­ლად და იუ­მო­რით გმარ­თებთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბით თქვე­ნი წარ­მო­მავ­ლო­ბით, შე­ად­გენთ გე­ნე­ა­ლო­გი­ის ხეს. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი შე­იც­ვა­ლოთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ქა­ლა­ქი ან სუ­ლაც ქვე­ყა­ნა. სა­უ­კე­თე­სო წე­ლია მშე­ნებ­ლო­ბის­თვის. ბი­ნა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, გა­და­სა­ფორ­მებ­ლად. მაგ­რამ ამ უკა­ნას­კნე­ლის გამო არ გა­არ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან.

2023 წლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი
ჰარ­მო­ნია და­ი­სად­გუ­რებს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში; კავ­ში­რი მყა­რი და მგრძნო­ბი­ა­რე გახ­დე­ბა. მარ­ტო­ხე­ლებს კი უკვე ზა­ფხულ­ში გე­ლო­დე­ბათ და­წყვი­ლე­ბა. ვი­ცით, რომ საქ­მე­ე­ბით ხართ დატ­ვირ­თუ­ლი, მაგ­რამ უნდა მო­ი­ცა­ლოთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. ახალ­გაც­ნო­ბილ­თან ნუ აჩ­ქარ­დე­ბით, ჯერ კარ­გად გა­ი­ცა­ნით, იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი მყა­რი კავ­ში­რის შექ­მნა­ზე და არა მსუ­ბუქ ფლირტზე. არ გირ­ჩევთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დის შექ­მნას და არც სა­სიყ­ვა­რუ­ლო ხა­ფან­გში თა­ვის შე­ყო­ფას.

2023 წლის ფი­ნან­სუ­რი პროგ­ნო­ზი
უნდა იშ­რო­მოთ, მა­ტე­რი­ა­ლურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას რომ მი­აღ­წი­ოთ. და­ი­წყეთ ბიზ­ნე­სი, გა­მო­ნა­ხეთ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო. თუ პა­ტი­ო­სან და ფი­ნან­სუ­რად სარ­გებ­ლი­ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მი­ი­ღებთ, უარი არ თქვათ. არ გირ­ჩევთ კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, სა­ნამ გა­მოც­დილ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან არ გა­ივ­ლით კონ­სულ­ტა­ცი­ას. კა­ნო­ნის დაც­ვით იმოქ­მე­დეთ, მო­ა­წეს­რი­გეთ დო­კუ­მენ­ტე­ბი, აკონ­ტრო­ლეთ ხარ­ჯი და რაც მთა­ვა­რია, არ გირ­ჩევთ აფე­რის­ტებ­თან საქ­მი­ა­ნო­ბას. ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის შექ­მნის სურ­ვი­ლით არ თქვათ უარი დას­ვე­ნე­ბა­ზე, არ გა­და­ი­ღა­ლოთ ფი­ზი­კუ­რად და ემო­ცი­უ­რად. ნუ და­გე­ნა­ნე­ბათ ფული სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. თუ ხვდე­ბით, რომ სამ­სა­ხურ­ში ბევ­რს მუ­შა­ობთ და ცო­ტას იღებთ ხელ­ფასს, უნდა შეც­ვა­ლოთ.

2023 წლის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი
მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის პლა­ნე­ტა ურა­ნი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის სახ­ლში გყავთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­გე­მა­ტოთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. ცვლი­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია სამ­სა­ხურ­შიც. სამ­სა­ხურ­ში შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ დღის გან­რი­გი, კო­ლე­გე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, უფ­რო­სი. მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა გმარ­თებთ ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ. ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად უნდა გა­მო­ნა­ხოთ დრო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ჰობი სი­ა­მოვ­ნე­ბას­თან ერ­თად ფულ­საც მო­გი­ტანთ და პო­პუ­ლა­რო­ბა­საც.

2023 წელს სად იპო­ვით შთა­გო­ნე­ბას
ოჯა­ხი ის ად­გი­ლია, სა­დაც მი­ი­ღებთ სიყ­ვა­რულ­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბას. სა­დაც და­გე­ბა­დე­ბათ ახა­ლი იდე­ე­ბი და მო­გე­ცე­მათ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მო­უს­მი­ნეთ მათ და და­ეხ­მა­რეთ სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში. ისი­ნი კი თა­ვის მხრივ და­გეხ­მა­რე­ბი­ან თქვენ. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ, მაგ­რამ თუ გრძნობთ, რომ გა­ტყუ­ებთ, ნუ ენ­დო­ბით, შე­უმ­ჩნევ­ლად გა­და­ა­მოწ­მეთ. ნუ მო­ა­ტყუ­ე­ბი­ნებთ თავს.

2023 წლის ჯან­მრთე­ლო­ბა
გა­დაღ­ლი­ლო­ბის გამო ნუ გა­ი­ფუ­ჭებთ ჯან­მრთე­ლო­ბას. იზ­რუ­ნეთ იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბა­ზე. მეტი დრო და­უთ­მეთ დას­ვე­ნე­ბას, სუფ­თა ჰა­ერ­ზე სე­ირ­ნო­ბას, ზო­მი­ერ ვარ­ჯიშს, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ კვე­ბის რე­ჟი­მი. გა­ზა­ფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ მა­სა­ჟი; ორ­გა­ნიზ­მის (ღვიძ­ლის, ლიმ­ფის) გაწ­მენ­და წი­დე­ბის­გან. 2023 წელს უნდა მო­ი­წეს­რი­გოთ კბი­ლე­ბი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ იზ­რუ­ნებთ ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის მო­ცი­ლე­ბა­ზე.

წყარო: ambebi.ge/astrology/
48 ნახვა
18-11-2022, 13:25