2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი თხის რქებისთვის

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი თხის რქებისთვის

თქვენ ყვე­ლა­ზე შრო­მის­მოყ­ვა­რე ნი­შა­ნი ხართ, და­სა­ხულ მი­ზანს ყო­ველ­თვის აღ­წევთ, არც კურ­დღლის წელი იქ­ნე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლი და მო­ემ­ზა­დეთ, რომ სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბი გქონ­დეთ. მო­გი­წევთ მიზ­ნე­ბის გა­და­ხედ­ვა, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შეც­ვლა. მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ, ნუ აჰ­ყვე­ბით ემო­ცი­ებს. ნუ გექ­ნე­ბათ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის იმე­დი; ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბა და საქ­მე თა­ვად უნდა მო­აგ­ვა­როთ. და­გეგ­მეთ და გათ­ვა­ლეთ თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი, რათა წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ კა­რი­ე­რა­ში, ფი­ნან­სებ­სა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. წინსვლი­სა და გა­მარ­ჯვე­ბის წელი გე­ლო­დე­ბათ. მარ­ტო­ხე­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა დიდ სიყ­ვა­რულს შეხ­ვდეთ და არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, ზო­გი­ერ­თმა რო­მა­ნი ყო­ფილ­თა­ნაც კი აღად­გი­ნოთ. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბის დრო­საც კი უნდა იყოთ დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი და გეგ­მა­ზო­მი­ე­რი.

რას გიმ­ზა­დებთ იუ­პი­ტე­რი 2023 წელს
გა­მარ­ჯვე­ბი­სა და დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი და­გეხ­მა­რე­ბათ მო­აგ­ვა­როთ სა­ო­ჯა­ხო და უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. გა­გი­უმ­ჯო­ბე­სე­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სი­ხა­რუ­ლო გახ­დე­ბა თქვენ­თვის. თქვენ მე­ტად ბრძე­ნი ხართ და შეძ­ლებთ უსი­ა­მოვ­ნო სა­კი­თხე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მოგ­ვა­რე­ბას. მშობ­ლე­ბი რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბი­ან. მა­თი­ვე დახ­მა­რე­ბით და­იძ­ვრეთ თავს ფი­ნან­სუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რის­გან. სა­უ­კე­თე­სო წე­ლია ბი­ნის კე­თილ­მო­სა­წყო­ბად, ინ­ტე­რი­ე­რის გა­სა­ახ­ლებ­ლად, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად. ზო­გი­ერ­თი გა­დახ­ვალთ ძვი­რად ღი­რე­ბულ ბი­ნა­ში, პრეს­ტი­ჟულ უბან­ში. ბიზ­ნეს­მე­ნი თხის რქე­ბი შეძ­ლებთ პი­რა­დი ბიზ­ნე­სის გახ­სნას და არ­სე­ბუ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბას. იუ­პი­ტე­რი და­გეხ­მა­რე­ბათ, გა­ბევ­რდეს თქვე­ნი ოჯა­ხი. თუ სურ­ვი­ლი გაქვთ, ბავ­შვი შე­გე­ძი­ნე­ბათ. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, გა­მო­გიჩ­ნდეთ აქამ­დე უც­ნო­ბი ნა­თე­სა­ვე­ბი. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­გობ­რებ­თა­ნაც, ხში­რად უმას­პინ­ძლეთ მათ შინ.

რას გიმ­ზა­დებთ სა­ტურ­ნი 2023 წელს
აკ­რძალ­ვე­ბის, შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი და­გეხ­მა­რე­ბათ, ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბით და ზედ­მე­ტი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­რე­შე მო­აგ­ვა­როთ. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ სწავ­ლის, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის დრო­საც. გა­ნა­ვი­თა­რებთ ახალ შე­მოქ­მე­დე­ბით იდე­ებს. და­ი­წყეთ იმის შეს­წავ­ლა, რაც მო­მა­ვალ­ში წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ. უარი არ თქვათ წვრილ-წვრი­ლი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. გა­და­ხე­დეთ და­წყე­ბულ პრო­ექ­ტებს და და­ი­წყეთ მათი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა. დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ მოგ­ზა­უ­რო­ბის და მგზავ­რო­ბი­სას. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­გობ­რებ­თან, დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან, საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან, ვის­თან ერ­თა­დაც აპი­რებთ მუ­შა­ო­ბას. აი­მაღ­ლეთ ავ­ტო­რი­ტე­ტი გარ­შე­მო მყო­ფებ­ში. და­უმ­ტკი­ცეთ გარ­შე­მო მყო­ფებს, რომ სა­უ­კე­თე­სო ხართ თქვენს სფე­რო­ში. არ გირ­ჩევთ ზედ­მე­ტად ლა­პა­რაკს, უმ­ჯო­ბე­სია, დრო საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბას და­უთ­მოთ.

2023 წლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი
ეცა­დეთ, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რი, როცა ეს სფე­რო და­ლა­გე­ბუ­ლი გექ­ნე­ბათ, სხვა სფე­რო­ე­ბის და­ლა­გე­ბა­საც მეტი პო­ზი­ტი­ვით შე­უდ­გე­ბით. არ გირ­ჩევთ ემო­ცი­უ­რო­ბა­სა და ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გა­მო­ხატ­ვას საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ხში­რად გა­ა­ნე­ბივ­რეთ სი­ურპრი­ზე­ბით, სა­ჩუქ­რე­ბით. უნდა შე­იც­ვა­ლოთ უკე­თე­სო­ბის­კენ, გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, 2023 წელს შეხ­ვდეთ ყო­ფილ პარტნი­ორს. მო­უ­ლოდ­ნე­ლი შეხ­ვედ­რა შე­იძ­ლე­ბა ისევ თავ­ბრუ­დამ­ხვევ რო­მან­ში გა­და­ი­ზარ­დოს. იბ­რძო­ლეთ, სა­კუ­თა­რი სიყ­ვა­რუ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად. უკვე გყავთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, ყო­ვე­ლი დღე გა­უ­ლა­მა­ზეთ, მო­უ­წყვეთ რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ე­ნე­ბი. სა­ღა­მო­ე­ბი და უქ­მე­ე­ბი ერ­თად და სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ა­ტა­რეთ. მარ­ტო­ხე­ლე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, მხო­ლოდ საქ­მე­ებ­ზე ნუ ხართ მო­მარ­თუ­ლი, ხან­და­ხან პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბა­ზეც უნდა იზ­რუ­ნოთ. რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა იან­ვარ­ში, მა­ის­ში, სექ­ტემ­ბერ­სა და ნო­ემ­ბერ­ში. გირ­ჩევთ ზო­მი­ე­რე­ბა და­იც­ვათ, არც საქ­მე­ე­ბის გამო ჩა­მო­შორ­დეთ პარტნი­ორს და არც პარტნი­ო­რის გამო ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ი­წყებთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. და­წერთ ლექ­სებს, ჩა­ნა­ხა­ტებს, ია­რეთ ცეკ­ვა­ზე, ხატ­ვა­ზე.

2023 წლის ფი­ნან­სუ­რი პროგ­ნო­ზი
თუ მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვე­ბით და ყუ­რა­დღე­ბით იქ­ნე­ბით, კურ­დღლის წელ­ში ფი­ნან­სუ­რი გარ­ღვე­ვა არ გე­ლო­დე­ბათ. უფრო მე­ტიც, ზა­ფხუ­ლის­თვის საკ­მა­ოდ კარგ თან­ხას და­აგ­რო­ვებთ. ამ პე­რი­ოდ­ში თქვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­დე­ბა მივ­ლი­ნე­ბა, მგზავ­რო­ბა. შე­ი­ძენთ სა­ჭი­რო ნივ­თებს. კარ­გი იქ­ნე­ბა ფუ­ლის და­ბან­დე­ბა უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში. თუ ბიზ­ნე­სის და­წყე­ბას აპი­რებთ, ზა­ფხულ­ში გა­აქ­ტი­ურ­დით. ნო­ემ­ბერ­ში კი ფრთხი­ლად უნდა იყოთ, აფე­რის­ტე­ბის მსხვერ­პლი რომ არ გახ­დეთ. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში არ გირ­ჩევთ ფუ­ლის ფლან­გვას.

2023 წლის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი
მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის პლა­ნე­ტა ურა­ნი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის სახ­ლში გყავთ. არ გირ­ჩევთ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყევ­ტას საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. ბო­ბო­ქა­რი ურა­ნის გავ­ლე­ნით ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გვერ­დზე გა­ი­ხე­დოთ და პარტნი­ორს უღა­ლა­ტოთ. ეცა­დეთ, მეტი დრო გა­ა­ტა­როთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რის, მე­უღ­ლის გვერ­დით, თა­ვი­დან უნდა შე­გიყ­ვარ­დეთ ერ­თმა­ნე­თი. გა­მო­ნა­ხეთ დრო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. მო­ა­წყვეთ ოჯა­ხუ­რი შეკ­რე­ბე­ბი. მარ­ტო­ხე­ლე­ბი შეხ­ვდებთ თქვენს სიყ­ვა­რულს და ურ­თი­ერ­თო­ბა სწრა­ფად გან­ვი­თარ­დე­ბა. ნუ იფიქ­რებთ მო­მა­ვალ­ზე. მთა­ვა­რია, რომ დღეს იყოთ ბედ­ნი­ე­რი. არ იჩ­ქა­როთ და­ქორ­წი­ნე­ბა, უფრო მე­ტიც, ვინც ხართ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ისი­ნიც კი გან­ქორ­წინ­დეთ. 2023 წელი და­გა­მახ­სოვ­რდე­ბათ, რო­გორც რო­მან­ტი­კის, ფლირ­ტი­სა და პა­ემ­ნე­ბის წელი. ერ­თდღი­ა­ნი რო­მა­ნე­ბიც კი მო­გა­ნი­ჭებთ სი­ა­მოვ­ნე­ბას. სი­ურპრი­ზე­ბი გე­ლო­დე­ბათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბი­სას. თუ სპორ­ტსმე­ნი ხართ მი­ი­ღებთ კარგ შე­დე­გებს, შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს.

2023 წელს სად იპო­ვით შთა­გო­ნე­ბას
და­აკ­ვირ­დით ახ­ლობ­ლებს, ვის­თა­ნაც გაქვთ ყო­ველ­დღი­უ­რი შე­ხე­ბა. მათ­თან კონ­ტაქ­ტმა შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ტა­ნოთ ახა­ლი იდე­ე­ბი. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი ნიჭი აღ­მო­გაჩ­ნდნენ და გან­სა­ზღვროთ, რა საქ­მი­ა­ნო­ბა მო­გი­ტანთ წარ­მა­ტე­ბას, რო­მელ ბიზ­ნეს­ში უნდა და­ა­ბან­დოთ ფული. მთა­ვა­რია, არ იყოთ სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლი და ხში­რად ენ­დოთ ინ­ტუ­ი­ცი­ას. ამას­თან, გაფრ­თხილ­დით მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის დროს, რომ ვი­ღა­ცამ ტყუ­ი­ლე­ბით თავ­ბრუ არ და­გახ­ვი­ოთ. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მგზავ­რო­ბი­სას და რაც მთა­ვა­რია, შე­ამ­ცი­რეთ ან სა­ერ­თოდ ამო­ი­ღეთ დღის წეს­რი­გი­დან ალ­კოჰო­ლი. აგ­რეთ­ვე, გაფრ­თხილ­დით, რომ ვი­ღა­ცამ გან­ზრახ არ გა­გაბ­რუ­ოთ მათ­რო­ბე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და მერე თა­ვის სა­სი­კე­თოდ თქვენ­თვის მავ­ნებ­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლი არ ჩა­გა­დე­ნი­ნოთ.

2023 წლის ჯან­მრთე­ლო­ბა
უნდა იზ­რუ­ნოთ ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე და სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­საც. მეტი დრო და­უთ­მეთ სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბის შეს­რუ­ლე­ბას: მე­დი­ტა­ცია, ლოც­ვა. ჩა­წე­რეთ იო­გა­ზე, ცურ­ვა­ზე. შე­ამ­ცი­რეთ ან სა­ერ­თოდ გა­წყვი­ტეთ ურ­თი­ერ­თო­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს თქვენ­ზე. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მუდ­მი­ვად ნე­გა­ტი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ავად გახ­დე­ბით და ექი­მე­ბი ვერ მიხ­ვდე­ბი­ან, რა გჭირთ. კურ­დღლის წელ­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მი­მოს­ვლა, მივ­ლი­ნე­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბა, უამ­რა­ვი საქ­მე და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გექ­ნე­ბათ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი და აქე­დან­ვე გაფრ­თხი­ლებთ, რომ არ და­ი­ვი­წყოთ დას­ვე­ნე­ბა. შვე­ბუ­ლე­ბის დროს არ იმუ­შა­ოთ, პა­სი­უ­რად და­ის­ვე­ნეთ. იზ­რუ­ნეთ იმუ­ნი­ტე­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, ნუ გა­და­ვარ­დე­ბით დეპ­რე­სი­ა­ში. მი­ი­ღეთ ვი­ტა­მი­ნე­ბი, ხში­რად ისე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე ფე­ხით. ჩა­ი­ტა­რეთ დრო­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა, ის­წავ­ლეთ სწო­რად კვე­ბა.

წყარო: ambebi.ge/astrology/
54 ნახვა
18-11-2022, 13:28