2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი ტყუპისთვის

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი ტყუპისთვის

კურ­დღლის წელ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ. უნდა იბ­რძო­ლოთ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის და თუ მო­ინ­დო­მებთ, მი­აღ­წევთ კი­დეც. წლის ბო­ლოს კი კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბით სა­კუ­თა­რი თა­ვით, მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით. აქ­ტი­უ­რო­ბის პლა­ნე­ტა მარ­სი შუა იან­ვრამ­დე თქვენს ნი­შა­ნი­შია და ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა არ გე­მუქ­რე­ბათ, მაგ­რამ გაფრ­თხილ­დით, რომ არ გა­და­იწ­ვათ. გაფრ­თხილ­დით სა­ჭეს­თან, არ გირ­ჩევთ სპორ­ტის ექ­სტრე­მა­ლურ სა­ხე­ო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი, არ გა­რის­კოთ. მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტი გარ­შე­მო მყო­ფებ­ში. კარ­გი წე­ლია ბიზ­ნე­სის და­სა­წყე­ბად, საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ახა­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბის და­სა­ნერ­გა­ვად. სტა­ბი­ლუ­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ, ფული არ გაფ­ლან­გოთ. თუ ყო­ველ­დღი­ურ შო­პინგს არ მო­ი­წყობთ და ფუ­ლის შე­ნახ­ვას ის­წავ­ლით, დე­კემ­ბრის ბო­ლოს­თვის საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თან­ხას და­აგ­რო­ვებთ. მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მეთ ჯან­მრთე­ლო­ბას. მცი­რე უსი­ა­მოვ­ნე­ბა დიდი საფრ­თხე­ში რომ არ გა­და­გე­ზარ­დოთ, დრო­უ­ლად ჩა­ი­ტა­რეთ გა­მოკ­ვლე­ვე­ბი.

რას გიმ­ზა­დებთ იუ­პი­ტე­რი 2023 წელს
გა­მარ­ჯვე­ბი­სა და დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი და­გეხ­მა­რე­ბათ, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­გობ­რებ­თან, ოჯა­ხის წევ­რებ­თან. მო­გე­ცე­მათ წარ­მა­ტე­ბის და წინსვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუ გვერ­დით სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნი გე­ყო­ლე­ბათ. თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად და­ი­წყეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ჩა­ერ­თეთ სა­ზო­გა­დო აქ­ტი­უ­რო­ბა­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვი­საც თუ გა­ერ­თი­ან­დე­ბით. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, გა­აზ­რე­ბუ­ლად გა­დად­გით თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი და ყვე­ლა საქ­მე­ში ხელი მო­გე­მარ­თე­ბათ. იუ­პი­ტე­რი მო­გიყ­ვანთ ახალ გავ­ლე­ნი­ან მე­გობ­რებს, უცხო­ე­თი­დან ან უცხო­ე­ლებ­საც. და­გეხ­მა­რე­ბათ საქ­მე­ე­ბის სა­უ­კე­თე­სოდ მოგ­ვა­რე­ბა­ში. მი­ი­ღებთ პერ­სპექ­ტი­ულ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს. გა­ა­ფორ­მებთ სარ­ფი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს. შეძ­ლებთ შეკ­რათ მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი და ერ­თად იმოქ­მე­დოთ. მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გა­მო­ი­კე­თებთ გან­წყო­ბას. გახ­შირ­დე­ბა მხი­ა­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი და წვე­უ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა ინი­ცი­ა­ტო­რიც თქვენ იქ­ნე­ბით. სამ­სა­ხურ­ში კი ნამ­დვი­ლი ლი­დე­რი გახ­დე­ბით. და­უ­ახ­ლოვ­დე­ბით გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც და­გეხ­მა­რე­ბი­ან პი­რა­დი საქ­მე­ე­ე­ბი მოგ­ვა­რე­ბა­ში. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი კა­რი­ე­რის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, და­სა­წი­ნა­უ­რებ­ლად. დე­კემ­ბერ­ში სა­ოც­რად კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბით თქვე­ნი მიღ­წე­ვე­ბით. თქვენ აღ­სავ­სე იქ­ნე­ბით ოპ­ტი­მიზ­მით, გუ­ლუხ­ვო­ბით, ენ­თუ­ზი­აზ­მით და იუ­მო­რის გრძნო­ბით. გვერ­დით გე­ყო­ლე­ბათ გავ­ლე­ნი­ა­ნი ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი. ისი­ნი მუდ­მი­ვად მზად იქ­ნე­ბი­ან თქვენს და­სახ­მა­რებ­ლად.

რას გიმ­ზა­დებთ სა­ტურ­ნი 2023 წელს
აკ­რძალ­ვე­ბის, შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი კა­რი­ე­რის სახ­ლში გყავთ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოთ მო­მარ­თუ­ლი, რომ მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას, და­წი­ნა­ურ­დეთ. იყა­ვით ყუ­რა­დღე­ბით წვრილ­მა­ნე­ბი­სად­მი. თქვენ­ში მო­ი­მა­ტებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და ბევ­რის­თვის სა­მა­გა­ლი­თო გახ­დე­ბით. მო­ე­რი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას ასა­კით ან თა­ნამ­დე­ბო­ბით უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მას­თან. მათ­თან კონ­ტაქ­ტი­სას მეტი თავ­და­ჭე­რა გმარ­თებთ. ზო­გი­ერთ სფე­რო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია შე­ზღუდ­ვა, აკ­რძალ­ვა. შე­იძ­ლე­ბა გრა­ფი­კით მო­გი­წი­ოთ მუ­შა­ო­ბამ სა­სურ­ველს რომ მი­აღ­წი­ოთ. ნუ ელო­დე­ბით სხვის­გან შე­ქე­ბას, თა­ვად შე­ა­ქეთ სა­კუ­თა­რი თავი მიღ­წე­ვე­ბის­თვის. იყა­ვით მომ­თხოვ­ნი პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ და მერე გარ­შე­მო მყო­ფე­ბი­სად­მი. მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გმარ­თებთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი. და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი არას­დროს მი­ა­ტო­ვოთ, და­ას­რუ­ლეთ. მშვი­დად მო­ის­მი­ნეთ რჩე­ვე­ბი, მი­თი­თე­ბე­ბი. ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი სა­სარ­გებ­ლო აღ­მოჩ­ნდეს.

2023 წლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი
თუ ოც­ნე­ბობ­დით, 2023 წელს ნამ­დვილ სიყ­ვა­რულს შეხ­ვდე­ბით. გახ­შირ­დე­ბა რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი, ფლირ­ტი. გა­ი­ცა­ნით ადა­მი­ა­ნე­ბი, და­უ­მე­გობ­რდით, გა­ერ­თეთ და ნუ იჯ­დე­ბით 24 სა­ა­თი ოფის­ში, საქ­მე­ებ­ში ჩაფ­ლუ­ლი. თე­ბერ­ვალ­ში, აგ­ვის­ტო­სა და ნო­ემ­ბერ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით იმა­ტებს სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბის შან­სი. შე­მოდ­გო­მა­ზე შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან შე­გიყ­ვარ­დეთ თქვე­ნი ყო­ფი­ლი. მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა რომ არ გა­გირ­თულ­დეთ, იყა­ვით მე­ტად მზრუნ­ვე­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე მის მი­მართ. ერ­თად გა­ემ­გზავ­რეთ სა­მოგ­ზა­უ­როდ, შვე­ბუ­ლე­ბა­ში, უქ­მე­ე­ბი რო­მან­ტი­კუ­ლად გა­ა­ტა­რეთ. ზოგ­ჯერ სუ­ლი­ე­რი სი­ახ­ლო­ვე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ინ­ტი­მუ­რი.

2023 წლის ფი­ნან­სუ­რი პროგ­ნო­ზი
გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი. შეძ­ლებთ ყო­ველ­თვი­უ­რად ფუ­ლის გა­და­ნახ­ვას. ხან­და­ხან ფული შე­იძ­ლე­ბა სა­ჩუქ­რა­დაც კი მი­ი­ღოთ. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა ფული მო­ი­გოთ ან მსხვი­ლი თა­ნა­ხა იპო­ვოთ კი­დეც. მი­ი­ღებთ ფულს ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­თვის. ოქ­ტომ­ბრი­დან მე­ტად თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი უნდა გახ­დეთ ფუ­ლის ფლან­გვი­სას. ფული შე­იძ­ლე­ბა უცხო­ე­თი­და­ნაც მი­ი­ღოთ ან და­ი­წყოთ უცხო­ე­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა.

2023 წლის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი
მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის პლა­ნე­ტა ურა­ნი მო­გა­ნი­ჭებთ მეტ ინ­ტუ­ი­ცი­უ­რო­ბას, შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­ში მა­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბიც კი აღ­მო­ა­ჩი­ნოთ. და­ინ­ტე­რეს­დე­ბით სა­ი­დუმ­ლო ცოდ­ნის - მე­დი­ტა­ცია, ოკულ­ტიზ­მი, პა­რაფ­სი­ქო­ლო­გია - მი­ღე­ბით; იმით, რაც ადრე სა­სა­ცი­ლოდ მი­გაჩ­ნდათ. ურა­ნი და­გეხ­მა­რე­ბათ, გა­ა­ხა­ლი­სოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა, მო­ი­ცი­ლოთ ზედ­მე­ტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და უსარ­გებ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბიც კი გა­უშ­ვათ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან. ზო­გი­ერ­თი და­ინ­ტე­რეს­დე­ბით შე­მოქ­მე­დე­ბით და შე­იძ­ლე­ბა გე­ნი­ა­ლუ­რი იდე­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მო­სინ­ჯოთ თქვე­ნი ძა­ლე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში.

2023 წელს სად იპო­ვით შთა­გო­ნე­ბას
თა­ვი­დან შე­გიყ­ვარ­დე­ბათ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა, ჰობი, რაც მაქ­სი­მა­ლურ სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ და მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­საც გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, გა­და­წყვი­ტოთ ახა­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბის ათ­ვი­სე­ბა. სა­კუ­თარ თავ­ში ახალ ნიჭს, ტა­ლანტს აღ­მო­ა­ჩენთ. მო­გინ­დე­ბათ არა მარ­ტო თქვე­ნი, არა­მედ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის ცხოვ­რე­ბის გა­ლა­მა­ზე­ბაც, გა­ხა­ლი­სე­ბა. ზოგს რჩე­ვით და­ეხ­მა­რე­ბით და ზოგ­საც მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, მაგ­რამ ამ უკა­ნას­კნელ­თან ფრთხი­ლად. მო­ი­მა­ტებს ინ­ტე­რე­სი ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი, გა­გიჩ­ნდე­ბათ რა­მის კე­თე­ბის სურ­ვი­ლი და ნამ­დვილ შე­დევ­რებს შექ­მნით. სულ უფრო ხში­რად მო­უს­მენთ კლა­სი­კურ მუ­სი­კას.

2023 წლის ჯან­მრთე­ლო­ბა
ფსი­ქი­კუ­რი და ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა ერ­თმა­ნეთ­თან მჭიდ­რო კავ­შირ­ში რო­მაა ეს ფაქ­ტია, ამი­ტომ, თუ ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დის მო­პო­ვე­ბას შეძ­ლებთ, ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი არ გე­ლო­დე­ბათ. პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე ყოფ­ნა იმუ­ნი­ტეტ­საც კი აგი­მაღ­ლებთ. გირ­ჩევთ, ახა­ლი წლი­დან ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყოთ, და­ი­ცა­ვით დღის რე­ჟი­მი. ზო­მი­ე­რე­ბა გმარ­თებთ მუ­შა­ო­ბი­სას და ნუ და­ი­ვი­წყებთ დას­ვე­ნე­ბას. აუ­ცი­ლებ­ლად აი­ღეთ შვე­ბუ­ლე­ბა და პა­სი­უ­რად და­ის­ვე­ნეთ. მო­ე­რი­დეთ ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას. თუ რამე შე­გა­წუ­ხებთ, თვით­მკურ­ნა­ლო­ბას და უფრო მე­ტიც, გა­ტა­რე­ბას არ გირ­ჩევთ, მი­მარ­თეთ ექიმს.

წყარო: ambebi.ge/astrology/
51 ნახვა
19-11-2022, 13:45