დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის "საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ რომანტიკული პაემნებით"

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის "საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ რომანტიკული პაემნებით"

დე­კემ­ბე­რი თქვენ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის თვეა. ყვე­ლა­ფე­რი თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვა­რე­ბე­ბა. გე­ლო­დე­ბათ და­ფა­სე­ბა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. მო­გე­ცე­მათ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ახ­ლობ­ლე­ბი ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბით გა­ა­ნე­ბივ­როთ; დღე­სას­წა­ულს ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბა­ზე შეხ­ვდეთ. და­გეგ­მეთ წვე­უ­ლე­ბე­ბი და მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი. დე­კემ­ბერ­ში მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა გმარ­თებთ ნა­თე­სა­ვე­ბის, მე­გობ­რე­ბის და კო­ლე­გე­ბის მი­მართ. თუ ვინ­მეს­თან გა­ბუ­ტუ­ლი იყა­ვით, ახლა უნდა შე­უ­რიგ­დეთ. ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გა­უმ­ჯო­ბე­სოთ პარტნი­ო­რებ­თა­ნაც. მო­გე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩა­ერ­თოთ ახალ პრო­ექ­ტებ­ში, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ახა­ლი იდე­ე­ბი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ჩა­ე­წე­რე­ბით ახალ სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე.

ბიზ­ნე­სი, სამ­სა­ხუ­რი
მო­ინ­დო­მეთ, რომ წლის ბოლო თვე­ში და­ას­რუ­ლოთ საქ­მე­ე­ბი, პა­ტი­ოს­ნად შე­ას­რუ­ლოთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. ჩა­ე­წე­რეთ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებ­ზე, უმ­ჯო­ბე­სია, სპე­ცი­ა­ლის­ტის­გან მი­ი­ღოთ ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია, რჩე­ვა, რაც ხელს შე­გი­წყობთ საქ­მი­ა­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბა გა­და­წყვი­ტოთ. სხვა­თა შო­რის, სახ­ლის საქ­მე­ე­ბიც თქვე­ნი მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი გახ­დე­ბა. წარ­მა­ტე­ბუ­ლი წელი გე­ლო­დე­ბათ, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან, ან­ტიკ­ვა­რი­ატ­თან.

სიყ­ვა­რუ­ლი
მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი შარ­მი და უც­ნო­ბებ­საც კი მო­ხიბ­ლავთ თქვე­ნი დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რე­ბით, სა­უბ­რით. ზო­გი­ერ­თი თვის და­სა­წყი­სი გაც­ნო­ბილ ადა­მი­ან­თან გა­ა­ბამთ რო­მანს. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბულ პარტნი­ორ­თან. გა­ა­ნე­ბივ­რეთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბით, მო­უ­წყვეთ რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ემ­ნე­ბი. შუა თვი­დან მო­ი­მა­ტებს სტა­ბი­ლუ­რო­ბის სურ­ვი­ლი. ეცა­დეთ, მეტი დრო გა­ა­ტა­როთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით, სა­ღა­მო­ე­ბი ერ­თად და რო­მან­ტი­კუ­ლად, ჰარ­მო­ნი­უ­ლად გა­ა­ტა­რეთ. გახ­შირ­დე­ბა შინ მე­გობ­რე­ბის მი­პა­ტი­ჟე­ბა და მათ­თან ერ­თად წვე­უ­ლე­ბებ­ზე სი­ა­რუ­ლიც. მე­უღ­ლეს­თან ერ­თად შე­თან­ხმე­ბუ­ლად შე­ას­რუ­ლეთ ოჯა­ხუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. აუ­ცი­ლებ­ლად იზ­რუ­ნეთ ასა­კით უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­ზე. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ასა­კით უფ­როს და უმ­ცროს ოჯა­ხის წევ­რებს ერ­თმა­ნეთ­თან და­ა­ახ­ლო­ებთ.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა
სტა­ბი­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა გაქვთ, უფრო მე­ტიც, ენერ­გი­ის მო­მა­ტე­ბა­საც იგ­რძნობთ. ახალ წლამ­დე ჩა­ი­ტა­რეთ სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა, რათა და­იც­ვათ თავი მომ­დევ­ნო გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან. მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა გმარ­თებთ ჯან­მრთე­ლო­ბის მი­მართ, თუ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­წუ­ხებთ. მო­საფრ­თხი­ლე­ბე­ლია ძვლო­ვა­ნი სის­ტე­მა. ეცა­დეთ, არ გა­და­იტ­ვირ­თოთ, ფი­ზი­კუ­რად. შე­ამ­ცი­რეთ მა­რი­ლი­ა­ნი საკ­ვე­ბი. ჩა­იც­ვით ამინ­დის შე­სა­ბა­მი­სად, ახლა გა­ცი­ვე­ბა არა­სა­სურ­ვე­ლია.

8 დე­კემ­ბრის შემ­დეგ და­ფიქ­რდით, რას მი­აღ­წი­ეთ წელს და რას გსურთ, რომ მი­აღ­წი­ოთ მო­მა­ვალ თვე­ში, უკვე ახალ წე­ლი­წად­ში. და­ი­სა­ხეთ უფრო ამ­ბი­ცი­უ­რი მიზ­ნე­ბი. გა­და­ხე­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბებ­საც, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ დე­ტა­ლებ­საც, რაც უნდა გა­მო­ას­წო­როთ ან მო­ი­ცი­ლოთ.

23 დე­კემ­ბრის შემ­დეგ მე­ტად უნდა იზ­რუ­ნოთ სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ოჯა­ხის წვრებ­თან. მო­გინ­დე­ბათ ბი­ნის მე­ტად კე­თილ­მო­წყო­ბა, ნა­თე­სა­ვე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. თუ აპი­რებ­დით სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თის შეც­ვლას, ეს ახალმთვა­რე­ო­ბა სა­უ­კე­თე­სო დროა.

წყარო: ambebi.ge/astrology/
66 ნახვა
20-11-2022, 10:12