საინტერესო მოვლენებით დატვირთული კვირა გველოდება - 21-27 ნოემბრის სილამაზის კალენდარი

საინტერესო მოვლენებით დატვირთული კვირა გველოდება - 21-27 ნოემბრის სილამაზის კალენდარი

საინტერესო მოვლენებით დატვირთული კვირა გველოდება: 22 ნოემბერს მზე ესტუმრება მშვილდოსნის ზოდიაქოს. ადამიანებში მოიმატებს ოპტიმისტური განწყობა. მოგინდებათ ახალი პროექტების დაწყება, საინტერესო საქმეებში ჩართვა. 24 ნოემბრიდან იუპიტერი დირექტულ სვლაში გადავა, თევზების ზოდიაქოში. თევზებო, უნდა გააქტიურდეთ, რომ სასარგებლოდ წარმართოთ თქვენი ცხოვრება. 24 ნოემბერს კი ახალმთვარეობა გველოდება მშვილდოსნის ზოდიაქოში. კარგი დღეა, შეგიძლიათ ჩამოწეროთ სამომავლო მიზნები, სურვილები. ადამიანებს მეტად მოუნდებათ გრძნობების გამოხატვა.

21 ნოემბერი, ემოციური მთვარე მორიელშია. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.

კარგია კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, მეზოთერაპიის სეანსი.
არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში, აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.

24 ნოემბერი, მთვარე მშვილდოსანშია. ახალმთვარეობაა. მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი. მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას. არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ მოიმოქმედოთ, მეტად დაისვენეთ.

26 ნოემბერი, მთვარე 01:18-ზე გადავა ასკეტურ თხის რქაში. მოიმატებს მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძვლებს. ცუდია კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.

წყარო: marao.ge
63 ნახვა
22-11-2022, 03:51