დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის "ახლა დაწყებული საქმეები მომავალში შეიძლება რამდენჯერმე გადააკეთოთ"

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის "ახლა დაწყებული საქმეები მომავალში შეიძლება რამდენჯერმე გადააკეთოთ"

თქვე­ნი გა­დაღ­ლი­ლო­ბა და უხა­სი­ა­თო­ბა გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვი­საც შე­სამ­ჩნე­ვია. წლის ბო­ლომ­დე არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ და­გეგ­მოთ. და­ას­რუ­ლეთ უკვე და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. მეტი დრო და­უთ­მეთ სა­ჩუქ­რე­ბის შე­ძე­ნას, დღე­სას­წა­უ­ლის მომ­ზა­დე­ბას, ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და მათ­თვის ოჯა­ხუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის მი­წყო­ბას. გა­და­ხე­დეთ გან­ვლი­ლი 11 თვეს, რას მი­აღ­წი­ეთ, რისი გა­კე­თე­ბა გსურ­დათ?.. თუ და­ფიქ­რდე­ბით, მიხ­ვდე­ბით, რომ კარ­გი შე­დე­გი გაქვთ. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ გან­მარ­ტო­ე­ბით, პა­სი­უ­რად და­ის­ვე­ნეთ. იზ­რუ­ნეთ იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბა­ზე, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. არ გირ­ჩევთ პრე­ტენ­ზი­უ­ლო­ბას ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ. მო­ე­რი­დეთ მათ­თან უსი­ა­მოვ­ნე­ბას.

ბიზ­ნე­სი, სამ­სა­ხუ­რი
არ გა­და­ი­ღა­ლოთ სამ­სა­ხურ­ში. ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნით, რომ თქვენ მიერ გა­კე­თე­ბულ საქ­მეს შე­დე­გი სა­ერ­თოდ არ მო­აქვს. ამი­ტომ შე­ამ­ცი­რეთ დატ­ვირ­თუ­ლო­ბა. ახლა ფი­ზი­კუ­რად, გო­ნებ­რი­ვად და მო­რა­ლუ­რად დას­ვე­ნე­ბის დროა. ახლა და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ა­კე­თოთ და უფრო მეტი ენერ­გია და­ხარ­ჯოთ, ამი­ტომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ. 6 დე­კემ­ბრის შემ­დეგ მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა. მო­ი­მა­ტებს საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, კო­მუ­ნი­კა­ცია. ნუ გა­და­ვარ­დე­ბით ილუ­ზი­ებ­ში. იყა­ვით მე­ტად რე­ა­ლის­ტუ­რი. მო­გი­წევთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მოს­ვლა, სე­მი­ნა­რებ­სა და პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ზე დას­წრე­ბა.

სიყ­ვა­რუ­ლი
მარ­ტო­ხე­ლე­ბის­თვის მსუ­ბუ­ქი ფლირ­ტი და რო­მან­ტი­კუ­ლო­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მაგ­რამ სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ გა­და­იზ­რდე­ბა. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბი გა­ემ­გზავ­რეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად, უცხო­ეთ­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ, თუნ­დაც ქა­ლაქ­გა­რეთ. გა­თა­ვი­სუფ­ლდით ში­შე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან და დატ­კბით საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბით. თუნ­დაც ის მი­უ­ღე­ბე­ლი იყოს თქვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბის­თვის. აის­რუ­ლეთ სურ­ვი­ლე­ბი, მო­ი­ნა­ხუ­ლეთ რო­მან­ტი­კუ­ლი ად­გი­ლე­ბი. გა­ი­ნე­ბივ­რეთ თავი გემ­რი­ე­ლო­ბით. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი იზ­რუ­ნებს თქვენ­ზე და თა­ვა­დაც უნდა გახ­დეთ მზრუნ­ვე­ლი. აავ­სეთ სა­ჩუქ­რე­ბით, მო­უ­წყვთ მას რო­მან­ტი­კუ­ლი სი­ურპრი­ზე­ბი.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა
აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ნა­ხეთ დრო დას­ვე­ნე­ბის­თვის. წე­სად აქ­ცი­ეთ, რომ მუ­შო­ბა დრო­უ­ლად და­ას­რუ­ლოთ, გვი­ა­ნო­ბამ­დე სამ­სა­ხურ­ში ნუ გა­ჩერ­დე­ბით. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შუ­ა­დღეს ერთ სა­ათს პა­სი­უ­რად გა­ა­ტა­რებთ. თუ რამე შე­გა­წუ­ხებთ, თვით­მკურ­ნა­ლო­ბას არ გირ­ჩევთ, მი­მარ­თეთ სპე­ცი­ა­ლისტს. მი­ი­ღებ ვი­ტა­მი­ნე­ბის კომ­პლექ­სი. ივარ­ჯი­შეთ, მაგ­რამ ზო­მი­ე­რად. იკ­ვე­ბეთ რე­გუ­ლა­რუ­ლად და ჯან­სა­ღად. ისე­თი საქ­მე­ე­ბი შე­ას­რუ­ლეთ, რაც ნერ­ვებს და­გიმ­შვი­დებთ.

8 დე­კემ­ბრის შემ­დეგ და­ას­რუ­ლეთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და ფრთხი­ლი საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის, ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს. გან­სა­კუთ­რე­ბით თუ აა­ლე­ბად, მჭრელ საგ­ნებ­თან გაქვთ შე­ხე­ბა. მზი­ან ამინ­დში აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­სე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე. ნუ მი­აქ­ცებთ ყუ­რა­დღე­ბას ჭო­რებ­სა და ინ­ტრი­გებს, თქვენ ხომ იცით, რომ მარ­თა­ლი ხართ.

23 დე­კემ­ბრის შემ­დეგ მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბი შე­ას­რუ­ლეთ. ნუ და­ხარ­ჯავთ დრო­სა და ენერ­გია ტყუ­ი­ლად. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მე­ტად იზ­რუ­ნებთ სა­კუ­თარ თავ­ზე, ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, სა­კუ­თა­რი მა­ნე­რე­ბის დახ­ვე­წა­ზე, გა­ნათ­ლე­ბა­ზე.

წყარო: ambebi.ge/astrology/
50 ნახვა
23-11-2022, 06:23