დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის "პირად ცხოვრებაშიც გელოდებათ საინტერესო მოვლენები, მაგრამ კარიერა უფრო მნიშვნელოვანი გახდება"

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის "პირად ცხოვრებაშიც გელოდებათ საინტერესო მოვლენები, მაგრამ კარიერა უფრო მნიშვნელოვანი გახდება"

ნა­ყო­ფი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი თვე გე­ლო­დე­ბათ. ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ. და­სა­ხულ მიზ­ნებს იო­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ, დრო­უ­ლად და­ას­რუ­ლებთ და­წყე­ბულ პრო­ექ­ტებს. დე­კემ­ბერ­ში ცოტა უნდა გა­რის­კოთ, თუ მო­გე­ბა გსურთ. გა­აქ­ტი­ურ­დით, წარ­მა­ტე­ბა თქვენს მხა­რე­საა. თუ პი­რა­დი ბიზ­ნე­სის მფლო­ბე­ლი ხართ, მი­ი­ღებთ სარ­ფი­ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, მო­გე­ბას. თუ ოფი­სის თა­ნამ­შრო­მე­ლი ხართ, გე­ლო­დე­ბათ შე­ქე­ბა კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­თვის, და­წი­ნა­უ­რე­ბა. გა­მო­ნა­ხავთ ახალ ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებს, გა­ა­ფორ­მებთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან კონ­ტრაქ­ტებს, რაც გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას. პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც გე­ლო­დე­ბათ სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბი, მაგ­რამ კა­რი­ე­რა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა თქვენ­თვის. დე­კემ­ბე­რი და­გა­მახ­სოვ­რებთ თავს, რო­გორც წლის ერთ-ერთი აქ­ტი­უ­რი თვე. თქვე­ნი მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი გახ­დე­ბა სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც. ოჯა­ხის წევ­რებ­თან არ გირ­ჩევთ კონ­ფლიქტს, მათ­თვის შე­ნიშ­ვნე­ბის მი­ცე­მას და რჩე­ვე­ბის - როცა არ გე­კი­თხე­ბი­ან.

ბიზ­ნე­სი, სამ­სა­ხუ­რი
უცხო ადა­მი­ა­ნებ­თა­ნაც კი შეძ­ლებთ გა­სა­უბ­რე­ბას და არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, უბ­რა­ლო გამ­ვლე­ლი მო­მა­ვალ­ში ერ­თგულ ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რად გა­ი­ხა­დოთ. მო­ი­მა­ტებს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და არა­ფე­რი შე­გიშ­ლით ხელს, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბი რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. 6 დე­კემ­ბრი­დან კო­ლე­გებ­თან, ერთ ჯგუფ­ში მუ­შა­ო­ბა უფრო მეტ შე­დეგს მო­გი­ტანთ, ვიდ­რე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი მე­გობ­რებ­თან ან თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად გა­ერ­თი­ან­დეთ სა­ზო­გა­დო საქ­მე­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, ჩა­ერ­თოთ საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ებ­ში. გახ­შირ­დე­ბა სა­ხალ­ხო გა­მოს­ვლე­ბი, საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი. და­გეგ­მეთ პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, სა­რეკ­ლა­მო აქ­ცი­ე­ბი, სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბი. ყვე­ლას გა­უ­ზი­ა­რებთ თქვენს იდე­ებს და თა­ვა­დაც იხე­ი­რებთ და სხვებ­საც მო­უ­ტანთ სი­კე­თეს. მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტი გარ­შე­მო მყო­ფებ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით ნა­ყო­ფი­ე­რი თვე გე­ლო­დე­ბათ, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პე­და­გო­გი­კას­თან. აგ­რეთ­ვე, წარ­მა­ტე­ბით გა­ა­ფორ­მებთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს უცხო­ე­ლებ­თან.

სიყ­ვა­რუ­ლი
საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი და­გეხ­მა­რე­ბათ, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ კა­რი­ე­რა­ში, პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში. თუ სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ხართ, და­გეხ­მა­რე­ბათ, რომ იშო­ვოთ. თუ მარ­ტო­ხე­ლა ხართ, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, სამ­სა­ხურ­ში ან საქ­მი­ა­ნო­ბის დროს შეხ­ვდეთ თქვენს მო­მა­ვალ მე­ო­რე ნა­ხე­ვარს. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ პი­ა­რის ან წვე­უ­ლე­ბე­ბის მო­წყო­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობთ. ან შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბათ ასა­კით ან თა­ნამ­დე­ბო­ბით თქვენ­ზე უფ­როს ადა­მი­ან­თან. 10 დე­კემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა მე­გობ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი, წვე­უ­ლე­ბებ­ზე დას­წრე­ბა. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი უმი­ზე­ზოთ და ხში­რად გა­გა­ნე­ბივ­რეთ ხოლ­მე. გაქვთ შან­სი, რომ წვე­უ­ლე­ბა­ზე ან ელი­ტურ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ა­ბათ რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა, მო­ი­მა­ტებს ფლირ­ტი. ზო­გი­ერთ თევ­ზე­ბის­თვის ერთი ნახ­ვით მო­წო­ნე­ბა და­უ­ვი­წყარ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­იზ­რდე­ბა.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა
ერ­თა­დერ­თი რჩე­ვაა, რომ არ გა­და­ი­ღა­ლოთ. იმ­დე­ნად აქ­ტი­უ­რი ხართ დე­კემ­ბერ­ში, რომ გაფრ­თხილ­დით, არ "გა­და­იწ­ვათ". ახალ წელს გა­დაღ­ლი­ლი რომ არ შეხ­ვდეთ, გა­მო­ნა­ხეთ დას­ვე­ნე­ბის სა­ა­თე­ბი და დღე­ე­ბი. უქ­მე­ებ­ზე მე­გობ­რებ­თან, შვი­ლებ­თან ან/და საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რეთ მთის კუ­რორ­ტებ­ზე; ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ ჯდო­მა კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. მი­ი­ღეთ ვი­ტა­მი­ნე­ბის კურ­სი, იზ­რუ­ნეთ იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბა­ზე. ეცა­დეთ, სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნებ­თან მეტი იკონ­ტაქ­ტოთ, პე­სი­მის­ტებს კი სა­მუ­და­მოდ და­ემ­შვი­დო­ბოთ. გაფრ­თხილ­დით, თუ გა­წუ­ხებთ ქრო­ნი­კუ­ლი ან მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ ისი­ნი არ გა­გიმწვავ­დეთ დე­კემ­ბერ­ში.

8 დე­კემ­ბრის შემ­დეგ მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა გმარ­თებთ ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ. აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თეთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. და­ი­ცა­ვით ბა­ლან­სი მუ­შა­ო­ბა­სა და დას­ვე­ნე­ბას შო­რის, სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებს შინ ნუ მო­ი­ტანთ.

23 დე­კემ­ბრის შემ­დეგ შე­გეც­ვა­ლოთ სა­მე­გობ­რო, ზო­გი­ერ­თი და­შორ­დეთ ადა­მი­ანს, ვის­თა­ნაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­გობ­რობ­დით. გა­გიჩ­ნდე­ბათ ინ­ტე­რე­სის ახა­ლი სფე­რო, იდე­ე­ბი, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­გინ­დე­ბათ.

წყარო: ambebi.ge/astrology/
47 ნახვა
23-11-2022, 06:26