X

4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი


ვერძი

ამ დღეს იმდენად დამაჯერებელი ხართ, რომ საკუთარ სიმართლეში ნებისმიერი ადამიანის დარწმუნებას მოახერხებთ. თქვენი ენთუზიაზმი იმდენად გადამდებია, ყურადღებას არავინ აქცევს, ფაქტებს რომ აზვიადებთ და ნაჩქარევი დასკვნები გამოგაქვთ.

დღეს თქვენი იდეა რაც უფრო ფანტასტიკური იქნება, მით უფრო მეტი თანამოაზრე გეყოლებათ. სიზუსტე და ლოგიკა კი შეგიძლიათ რომელიმე სხვა, უფრო მოსაწყენ დღეს გამოიყენოთ.

კურო

დროდადრო თავში საინტერესო იდეები მოგდით, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, მათი განხორციელება არ სცადოთ.

თქვენს ოცნებას საცხოვრებელი სახლის იერი აქვს. ჭერის მოხატვა, კედელში აკვარიუმის ჩაშენება, ვერანდაზე სარწეველა სავარძელი - ეს თქვენი გეგმების მხოლოდ ნაწილია. ჯერჯერობით ამის გაკეთება არ ღირს, თუმცა შეიძლება, ოდესმე გეგმის განხორციელების დროც დადგეს.

ტყუპები

ემოციებით სავსე დღეა, განწყობა ყოველ წუთს გეცვლებათ. თქვენთან გამკლავება უახლოეს ადამიანებსაც კი უჭირთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენი ბობოქარი ემოციები თავზე ატყდებათ.

თუ თავის ხელში აყვანას შეძლებთ, ეს თქვენი იარაღი გახდება, რაც დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - მოსალოდნელია შეცდომები. არ არის გამორიცხული, რომ რომელიღაც საკითხის მოსაგვარებლად არასაკმარისი ინფორმაცია გაქვთ.

თქვენი რეპუტაცია და საფულე რომ არ დაზარალდეს, ნუ შეეჭიდებით საქმეს, რომელშიც ვერ ერკვევით. სადავო საკითხებზე სასურველია, კონსულტაცია პროფესიონალებთან გაიაროთ.

ლომი

ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ - გამორიცხული არ არის, რომ სასურველი რეალობად აღიქვათ.

თავში ბრწყინვალე იდეა მოგივიდათ? მშვენიერია, მაგრამ სანამ მის განხორციელებას შეუდგებით, რამდენიმე დღე უნდა დაიცადოთ.

სხვა მხრივ, მშვენიერი დღეა. შეგიძლიათ ცხოვრებით დატკბეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვა დროისთვის შეინახოთ.

ქალწული

შესაძლოა, თქვენს უფროსს მოეჩვენოს, რომ არასაკმარისად ხართ დატვირთული და ახალი მოვალეობები დაგაკისროთ ან კოლეგებმა გადაწყვიტონ, რომ მათ ნაცვლად, საქმე თქვენ უნდა აკეთოთ.

დროა, სიმტკიცის გამოვლენა და „არა“-ს თქმა ისწავლოთ, სხვა შემთხვევაში, ვიღაც თქვენს გამოყენებას აუცილებლად მოახერხებს.

სასწორები

ამ დღეს ვიღაც თქვენს ცდუნებას ცდის. შეიძლება მიმზიდველი შეთავაზება მიიღოთ ან მომხიბვლელი ადამიანი გაიცნოთ. გამორიცხული არ არის, რომ რაღაც აკრძალულის გაკეთების სურვილი გაგიჩნდეთ.

ვარსკვლავები გირჩევენ გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ.

მორიელი

სიტუაციამ თქვენგან შეიძლება პროფესიული უნარების სრულად გამოვლენა მოითხოვოს. სავარაუდოდ, გარშემო მყოფებისთვის რაიმე საკითხში საკუთარი კომპეტენციის დამტკიცება მოგიწევთ. საჭირო ცოდნა და უნარები არ გაკლიათ, ამიტომ ნებისმიერ დავალებას გაუმკლავდებით.

მშვილდოსანი

შესანიშნავ განწყობაზე ხართ და ნებისმიერ საქმეს ადვილად უმკლავდებით. ძველი პრობლემა, რომელიც დიდი ხანია, ტვირთად გაწევთ, თავისთავად მოგვარდება.

გარდა ამისა, შესანიშნავი დღეა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად - ამ დღეს თქვენს მომხიბვლელობას ვერავინ გაუძლებს.

თხის რქა

თქვენი წარმატების გასაღები სიფრთხილეა. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც ახლობელმა თქვენი არაინფორმირებულობით ისარგებლოს და მოგატყუოთ ან ინიციატივა წაგართვათ.

ახლა წინდახედულობა და ორმაგი სიფხიზლე გმართებთ. ნუ გახდებით საეჭვო სქემების მონაწილე, რომელშიც თქვენს ჩათრევას ეცდებიან.

მერწყული

ვარსკვლავები მერწყულს ჰარმონიულ დღეს და სიყვარულს ჰპირდებიან. შესაძლებელია, რომ ამ დღემ მარტოხელა მერწყულს რომანტიკული სიურპრიზი ან პერსპექტიული ნაცნობობა მოუტანოს.

თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, გირჩევთ ეს დღე ერთად გაატაროთ.

თევზები

გირჩევთ ამ დღეს ახალი საქმის ან პროექტის დაწყებას ერიდოთ. ეს დღე უბრალო ცხოვრებისეულ სიამოვნებებს უნდა დაუთმოთ. ახლა ყველაფერი გაღიზიანებთ, რაც სამსახურს და მეტ-ნაკლებად შრომატევად საქმეებს უკავშირდება.

ვარსკვლავები გირჩევენ, ის აკეთოთ, რაც ყველაზე კარგად გამოგდით - ცხოვრებით დატკბეთ და არაფერზე იფიქროთ.
1.8К ნახვა
29-01-2023, 14:21