X

როგორ სახლში ცხოვრობენ ზოდიაქოს ნიშნები

სახ­ლში თავი კომ­ფორ­ტუ­ლად რომ იგ­რძნოთ, ას­ტრო­ლო­გი­უ­რი რჩე­ვე­ბი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ბი­ნის კე­თილ­მო­სა­წყო­ბად. ცე­ცხლი­სა და წყლის ნიშ­ნე­ბი ერთ ოთახ­ში დიდ­ხანს ვერ გაძ­ლე­ბენ. მათ სხვა­დას­ხვა გა­რე­მო სჭირ­დე­ბათ. იცით, რო­გო­რი ბინა შე­გე­ფე­რე­ბათ თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე?..

ვერ­ძის ოთა­ხი არ უნდა იყოს გა­დატ­ვირ­თუ­ლი ნივ­თე­ბით, მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ავე­ჯით გა­წყო­ბი­ლი. ცე­ცხლო­ვან ნი­შანს ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი ინ­ტე­რი­ე­რი მო­ე­წო­ნე­ბა.

კურო არ დად­გამს ოთახ­ში ისეთ ნივთს, რო­მე­ლიც უფუნ­ქცი­ოა. მის­თვის მთა­ვა­რი პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა და მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბაა.

ტყუპს ოთახ­ში ისე­თი ნივ­თე­ბი უნდა ჰქონ­დეს, რომ­ლებ­საც სურ­ვი­ლი­სა და გან­წყო­ბის მი­ხედ­ვით მარ­ტი­ვად გა­და­ად­გი­ლებს. აქ­სე­სუ­ა­რებ­მა კი გან­წყო­ბა უნდა შე­უქ­მნან.

კირჩხი­ბის­თვის ყვე­ლა ნივ­თი სა­სი­ა­მოვ­ნოდ ხელ­შე­სა­ხე­ბი უნდა იყოს. ამი­ტო­მაც აქვს ოთახ­ში პლუ­შის პლე­დი და ბა­ლი­შე­ბი, ხის ავე­ჯი და სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თე­ბი...

ლომს მდიდ­რუ­ლი ინ­ტე­რი­ე­რი მო­ე­წო­ნე­ბა, სა­დაც კედ­ლებ­ზე ჩარ­ჩო­ი­ა­ნი სარ­კე­ე­ბი და ტი­ლო­ე­ბია გა­მო­ფე­ნი­ლი. ავე­ჯი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის აქვს.

ქალ­წულს ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ავე­ჯი უნდა ჰქონ­დეს. უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს ჰენდ მე­ი­დის აქ­სე­სუ­ა­რებს. ფე­რე­ბიც მშვი­დი ურ­ჩევ­ნია.

სას­წორს სიმ­ყუდ­რო­ვე და სივ­რცე უყ­ვარს. ოთახს არ გა­და­ჭე­დავს ავე­ჯით. დახ­ვე­წი­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბიც ღია, რბილ ფე­რებ­ში ექ­ნე­ბა.

მო­რი­ე­ლი ორი­გი­ნა­ლურ დი­ზი­ანს აფა­სებს. მის­თვის მთა­ვა­რია ავე­ჯიც და აქ­სე­სუ­ა­რე­ბიც მიმ­ზიდ­ვე­ლი იყოს, პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა მის­თვის მე­ო­რე ად­გილ­ზეა.

მშვილ­დო­სანს მოგ­ზა­უ­რო­ბა უყ­ვარს და ინ­ტე­რი­ერს მუ­დამ ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებს მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ნივ­თე­ბით.

თხის რქას ოთა­ხი მა­სი­უ­რი ავე­ჯით უნდა ჰქონ­დეს გა­წყო­ბი­ლი. ნივ­თე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად ხა­რის­ხი­ა­ნი უნდა იყოს. ინ­ტე­რი­ერს არ­ტე­ფაქ­ტე­ბი­თა და ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტით გა­ა­ფორ­მებს.

მერ­წყუ­ლის ოთახ­ში უამ­რავ არა­ორ­დი­ნა­რულ ნივთს აღ­მო­ა­ჩენთ. კონ­სტრუქ­ცი­ულ ელე­მენ­ტებს, მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ ავეჯ­სა და დე­კორს.

თევ­ზე­ბი მსუ­ბუქ და ელე­გან­ტურ ინ­ტე­რი­ერს ამ­ჯო­ბი­ნებს. მოს­წონს მრგვა­ლი ნივ­თე­ბი და ნაზი ფე­რე­ბი. ოთა­ხის მო­სარ­თა­ვად კი დი­ზა­ი­ნე­რულ აქ­სე­სუ­ა­რებს გა­მო­ი­ყე­ნებს.
99 ნახვა
9-12-2022, 14:30