X

სად დავდგათ ნაძვის ხე და როგორ მოვრთოთ ბედნიერებისა და ფულის მოსაზიდად

აღ­მო­სავ­ლუ­რი ჰო­როს­კო­პის მი­ხედ­ვით, 2023 წლის მმარ­თვე­ლი წყლის შავი კურ­დღე­ლი იქ­ნე­ბა. სწო­რედ ეს ცხო­ვე­ლი და წლის ტენ­დენ­ცი­ე­ბი გვკარ­ნა­ხობს, რო­გო­რი დე­კო­რა­ცი­ე­ბით უნდა მოვ­რთოთ სა­ა­ხალ­წლოდ ნაძ­ვის ხე, ბინა სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა რომ მოგ­ვი­ტა­ნოს 2023-მა წელ­მა.

სად დავ­დგათ ნაძ­ვის ხე?
პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ჭი­რო ად­გი­ლის მო­ნახ­ვა, სა­დაც ნაძ­ვის ხეს დად­გამთ. წელს ნაძ­ვის ხე უნდა გან­თავ­სდეს სა­ო­ჯა­ხო სექ­ტორ­ში - ანუ ოთა­ხის აღ­მო­სავ­ლეთ სექ­ტორ­ში. თა­ვად ნაძ­ვის ხე უნდა იყოს მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი - რო­გორც ზო­მით, ასე­ვე დე­კო­რა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით. იდე­ა­ლურ შემ­თხვე­ვა­ში, შე­გიძ­ლი­ათ გა­ნა­თავ­სოთ ორი პა­ტა­რა ნაძ­ვის ხე - ოჯა­ხის ზო­ნა­ში და სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ქორ­წი­ნე­ბის ზო­ნა­ში, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს სახ­ლის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ სექ­ტორ­ში.

2023 წლის მთა­ვა­რი ფერი შა­ვია, მაგ­რამ შავ სა­თა­მა­შო­ებს ვერ ჩა­მოვ­კი­დებთ ნაძ­ვის ხეზე. გვაქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა წლის სტი­ქია: ამი­ტომ, სა­თა­მა­შო­ე­ბის ფე­რე­ბი უნდა იყოს: ლურ­ჯი, ცის­ფე­რი, ფი­რუ­ზის­ფე­რი. შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ ვერ­ცხლის­ფე­რიც.

სა­თა­მა­შო­ე­ბის ზომა და ფორ­მა:
სა­თა­მა­შო­ე­ბის ზომა უნდა იყოს სა­შუ­ა­ლო. ნაძ­ვის ხეზე ჩა­მო­კი­დეთ, სახ­ლი­სა და ოჯა­ხის თე­მის სა­თა­მა­შო­ე­ბი. კურ­დღელს უყ­ვარს ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვი, ასე რომ შე­გიძ­ლი­ათ ნაძ­ვის ხე ნამ­დვი­ლი გირ­ჩე­ბით მორ­თოთ. ხოლო ინ­ტე­რი­ე­რი - ნამ­დვი­ლი ნაძ­ვის ტო­ტე­ბით.

არ უნდა იყოს ნაძ­ვის ხეზე:
ნაძ­ვის ხეზე არ ჩა­მო­კი­დოთ ვე­ფხვის, დრა­კო­ნის, გვე­ლის (მათ წელ­ში რომ იყოთ და­ბა­დე­ბუ­ლი მა­ინც არ გირ­ჩევთ), დათ­ვის ფორ­მის სა­თა­მა­შო­ე­ბი. აი, სა­თა­მა­შო­ე­ბი კურ­დღლის, ბა­ჭი­ის ან ფი­სო­ე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით კი გა­მოდ­გე­ბა.
145 ნახვა
10-12-2022, 16:36