X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ანეკდოტების კრებული 35
  • ანეკდოტების კრებული 35

    გემი ჩაიძირება. ერთადერთი გადარჩენილი კაცი ხის ნამტვრევს ეპოტინება. უცებ წყლიდან ოქროს ბაყაყი ამოხტება და კაციც დაიჭერს. ბაყაყი, რა თქმა უნდა, შესთავაზებს:
    -გამიშვი და ერთ სურვილს შეგისრულებ.
    სასოწარკვეთილი კაცი გაუშვებს და შეეხვეწება:
    -ოღონდ ხიდი გამიკეთე და მეტი აღარ მინდა არაფერი.
    ბაყაყიც ადგება, თავაზიანად ხიდზე გადავა და წყალში გადახტება

    ***


    სტუმრობისას სიდედრი სიძეს წვნიანს მიართმევს. სიძეც დაეჭვდება და პირველი კერძს იქვე მყოფ კატას გაასინჯებს. კატა შეჭამს, ერთ-ორ ნაბიჯს გადადგავს და ფეხებს გაფშეკს. გამწარებული სიძე დაიჭერს სიდედრს, მაგრად სცემს და ფანჯრიდან გადააგდებს. უცებ კატა წამოხტება, ფანჯრიდან გადაიხედება და მიაძახებს:
    -ჩაძაღლდი ხო მაინც შე ბებერო !!!

    ****


    ლიფტში მოხუც ბებოსთან ერთად სიმფატიური ახალგაზრდა ბიჭი გაიჭედება. უცებ ბებო უხერხულ კითხვას სვამს:
    -თქვენ ჩემი გაუპატიურება გინდათ?
    -არა ქალბატონო როგორ გეკადრებათ !!!
    ბებო უცებ ჯიბიდან იარაღს იღებს და ბიჭს ისევ მიმართავს:
    -გინდა შვილო, გინდა !!!

    ***


    შინაბერების საუბრიდან:
    -გოგო ამ ჩვენს მეზობელს რა ბედი აქვს: ქმარი ხო ყავს, საყვარელი ხო ყავს. გუშინ კიდე დახვედრილან და გაუუპატიურებიათ

    ***

    - მომწყინდა ამდენი ერთფეროვნება, მინდა რამე ისეთი გავაკეთო, რაც არასდროს გამიკეთებია- წუწუნობს ცოლი
    -შარვალი გამიუთოვე- გაიბადრა ქმარი

    ****

    - ალო სასტუმროა?
    -დიახ ბატონო.
    -თუ შეიძლება ჩემს ცოლს დამაკავშირეთ.
    -ნომერი მითხარით.
    -ირანის შაჰი კი არ ვარ შე კაცო ცოლები დანომრილი რომ მყავდეს.


    ***

    -მე და ჩემი და ორივე 70 წლის ვართ - ეკეკლუცება ქალი საქმროს
    -საწყალი შენი და, კიდო სოსკას წოვს ხომ?

    ****

    ტურისტი ცოლქმარი ნატვრის ჭას მიადგა. ჩაიფიქრა ქმარმა სურვილი და ჩააგდო მონეტა, ახლა ცოლმა ჩაიფიქრა, დაააპირა მონეტის ჩაგდება, დაუცდა ფეხი და ჭაში ჩავარდა
    - რა მალე ამისრულდა .-გაუხარდა ქმარს


    ***


    ჰარი ეკითხება ჰერმიონას:
    - ჰერმიონა, რას ნიშნავს \"ორმაგი გრძნობა”?
    - მმმ.. ორმაგი გრძნობაა ჰარი, როცა ხედავ რომ აბრიჯი მოახტება შენს \"ელვას” და მთელი სისწრაფით შეეჯახება მტარვალ ტირიფს…

    ***

    - \"მომაშორე ძაღლი! უკვე ტილები ამაცოცდნენ!” – ყვირის სნეიპი
    - \"სირიუს, გამოეცალე სნეიპს, მას ტილები ჰყავს” – წყნარად ამბობს ჰარი
    2 383 ნახვა
    4-09-2011, 14:00