"ჩემი შეყვარებულის ძმაკაცმა სიყვარული ამიხსნა"

შარშან ჩვენს სკოლაში ახალი მოსწავლე გადმოვიდა. ის ბიჭი მაშინვე შემიყვარდა, რადგან ყველასგან განსხვავებულია. თავდაპირველად ჩემ მიმართ გულგრილი იყო, ყურადღებას არ მაქცევდა, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა, თანდათან ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს და ბოლოს სიყვარული ამიხსნა. ამ არდადეგებზე კი რაღაცეები შეიცვალა.
სოციალური ქსელით მისი ძმაკაცი გავიცანი, რომელიც კომუნიკაბელური და მხიარული პიროვნება აღმოჩნდა. გაცნობის შემდეგ ხშირად ვწერდით ერთმანეთს, რამდენჯერმე ვნახე კიდეც, მაგრამ ყოველთვის ვახსენებდი, რომ ჩვენი დამაკავშირებელი ხიდი მისი მეგობარი იყო. არდადეგები დაიწყო თუ არა, ჩემი შეყვარებული სოფელში წავიდა დასასვენებლად. მისი ძმაკაცი კი ქალაქში დარჩა და რამდენჯერმე შეხვედრა მთხოვა, მეც დავთანხმდი. ორჯერ კინოშიც გავყევი და ბევრი ვიმხიარულეთ.
მასთან ურთიერთობა იმიტომ უფრო მსიამოვნებდა, რომ ჩემს შეყვარებულზე ბევრს მიამბობდა... რამდენიმე დღის წინ კი სიყვარული თვითონ ამიხსნა. ამან ძალიან დამაბნია. შევახსენე, რომ მისი ძმაკაცის შეყვარებული ვიყავი, მაგრამ ამან არ გაჭრა. ისევ იმეორებს, რომ მას უფრო ვუყვარვარ. მე იგნორირება გავუკეთე და აღარ ველაპარაკები, მაგრამ ის საოცარ რაღაცეებს მწერს. ახლახან მესიჯი გამომიგზავნა, შენი შეყვარებული დაგცინის, არ უყვარხარ, სოფელში იმ გოგოსთან ერთად არის, ვინც მართლა უყვარსო. იმ გოგოს ფოტოებიც გამომიგზავნა.
შეყვარებულს დავურეკე და ვთხოვე, სიმართლე ეთქვა. ეჭვიანობის გამო გამიბრაზდა და აღარ მელაპარაკება. ძალიან ავირიე, აღარ ვიცი, რომელს დავუჯერო. დაქალი მეუბნება, რომ ჩემი შეყვარებულის ძმაკაცი ცუდად იქცევა და ტყუილებს მეუბნება. ამას მეც ვხვდები, მაგრამ ეჭვის ჭია მაინც მიღრღნის გულს. იქნებ ჩემი საყვარელი ბიჭი მატყუებს და მართლაც სხვა გოგო უყვარს?
3 179 ნახვა
29-07-2013, 11:35
GOGA.TV © 2005