7
ნინი ბადურაშვილი: ვფიქრობ, კარგად მოვერგე დედის ამპლუას

ნინი ბადურაშვილი: ვფიქრობ, კარგად მოვერგე დედის ამპლუას

მომღერალი ნინი ბადურაშვილი საკუთარი ქალიშვილის ხასიათით კმაყოფილია. Hot.ge-სთან ინტერვიუში მომღერალმა დედობრივი ბედნიერების და ყოფილი მეუღლის ირაკლი კუტალაძის შესახებაც ისაუბრა.
„მე ვფიქრობ, რომ კარგად მოვერგე დედის ამპლუას. ჩემთვის ძალიან უცნაური იყო თავიდან ამ ყველაფერთან შეგუება, მაგრამ იმდენად სასიამოვნოა და იმდენად ბედნიერი ვარ დღეს, რომ პირიქით. არანაირი საქმე აღარ მახსოვს. ვარ დაკავებული ბავშვის აღზრდით. ალბათ ყველა ქალისთვის და ჩეთვისაც ყველაზე სასიამოვნო შრომა არის ეს“, - ამბობს ბადურაშვილი.
ახალგაზრდა დედამ პატარა ელენეს გარეგნობასა და ხასიათზეც ისაუბრა.
„სხვამ უნდა შეაფასოს, მაგრამ მგონი ძალიან კარგი ხასიათის გოგოა და არ გვაბრაზებს. რაც შეეხება იმას, თუ ვის ჰგავს, მგონი თავის თავს. ასე, გამოკვეთილად არავის ჰგავს, თუმცა მეც მამსგავსებენ, მამამისსაც. კარგად ძინავს, არ გვაბრაზებს. კარგად ჭამს და ყველანაირად ხელს გვიწყობს“, - აღნიშნავს მომღერალი.
რაც შეეხება პატარა ელენეს მამას, როგორც ნინი ბადურაშვილი ამბობს, ირაკლი კუტალაძე საკუთარ ქალიშვილს ფოტოებიდან იცნობს და სავარადუდოდ, თბილისში ჩამოვა და პირადად გაიცნობს.
„ეს თემა იმდენად ყელში მაქვს ამოსული, იმდენად ამომადინეს, რომ არ მინდა ამაზე საუბარი, მაგრამ ალბათ ჩამოვა და თავის შვილს ნახავს“, - ამბობს ნინი ბადურაშვილი.
2 113 ნახვა
25-08-2013, 05:26
GOGA.TV © 2005