7
„ფორდ ფოკუსმა“ NHTSA-ს ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა
  • „ფორდ ფოკუსმა“ NHTSA-ს ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა

    „ფორდ ფოკუსი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია და როგორც ჩანს, ამ საპატიო წოდების შენარჩუნების რეალური შანსი ექნბა, რადგან მისი საიმედობა და უსაფრთხოება, კიდევ ერთხელ დადასტურდა ქრეშ ტესტებზე, რომლებიც ამერიკის საგზაო უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) ჩაატარა.
    ქრეშ ტესტები ჩაუტარდა როგორც სედან, ასევე ჰეჩბეკ და ელექტრულ „ფოკუსს“ და სამივე ვერსიამ ხუთვარსკვლავიანი რეიტინგი დაიმსახურა. ამასთან, ტესტები NHTSA-ს უახლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, რომლებიც ავტომობილებს მრავალმხრივ მკაცრ მოთხოვნებს უყენებს.
    ამ სამი ვერსიიდან, ელექტრულმა „ფოკუსმა“ ხუთვარსკვლავიანი შეფასება მიიღო როგორც გვერდიდან დაჯახებაში, ასევე ამოყირავებასა და წინიდან დაჯახებაშიც. გვერდიდან დაჯახებაში ხუთი ვარსკვლავი ბენზინისძრავიანმა „ფოკუსებმაც“ მიღეს. სამაგიეროდ, ამოყირავებასა და წინიდან დაჯახებაში მათ ოთხი ვარსკვლავი დაიმსახურეს, რითაც საერთო შეფასებისას, საერთო რეიტინგი მაინც ხუთი ვარსკვლავის დონეზე შეინარჩუნეს.
    „ფორდის“ განცხადებით, ადმინისტრაციამ განსაკუთრებით მოიწონა ელექტრონული სტაბილურობის სისტემა „ედვანსტრეკის“ (რომელიც ტრექშნ კონტროლის სისტემაშია ინტეგრირებული) და მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის მუშაობა. გარდა ამისა, „ფოკუსი“ თავის მძღოლსა და მგზავრებს ექვსი აირბალიშითაც იცავს.
    განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ NHTSA-ს ტესტებამდე, „ფოკუსმა“ წარმატებით გაიარა საგზაო უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტის (IIHS) მიერ შემოღებული ეგრეთ წოდბული მცირე კუთხით შეჯახების ქრეშ ტესტი, რომელიც ავტომობილის წინა ნაწილის კუთხის უძრავ სხეულთან, ან შემხვედრი ავტომობილის წინა ნაწილის კუთხეზე შეჯახებას ითვალისწინებს. ეს ტესტი ბევრმა პოპულარულმა ავტომობილმა ჩააგდო, „ფოკუსმა“ კი სამივე ვერსიით სასურველი შეფასება დაიმსახურა.
    1 154 ნახვა
    14-02-2014, 05:47