7
ეს ერთი ქალი
  • ეს ერთი ქალი

    ნუთუ ვერ ხვდებით რომ მიყვარს ქალი,
    არ გადამიდგეთ გავხდები ავი,
    მხრებზე სატანა თუ შევაღვიძე,
    გაგითენდებათ დღეები შავი.
    უფალო ღმერთო დალოცე ქალი,
    ვინც გამომიღო ცხოვრების კარი,
    შემაგრძნობინა სიკვდილთან ზღვარი,
    არ მიმატოვოს დამწერე ჯვარი.
    თანდათან მოვალ მე ყოველ ღამით,
    სანთლებს დავანთებ მუხლებზე მდგარი,
    მარტო ამას გთხოვ ყველაზე მეტად,
    შენ დაიფარე ეს ერთი ქალი

    ავტორი: ანამარია ღვალაძე
    1 140 ნახვა
    14-02-2014, 06:55