7
ვინ იყო წმინდა ვალენტინი?
  • ვინ იყო წმინდა ვალენტინი?

    ახლოვდება ყველაზე რომანტიკული დღე, როდესაც ყველას უნდა გააკეთოს რაიმე რომანტიკული და სასიამოვნო. მორთოს დღე სიყვარულით საყვარელი ადამიანისთვის – ეს არის ვალენტინობის დღის საუკეთესო საჩუქარი. 14 თებერვალს ვალენტინობის (სიყვარულის) დღე აღინიშნება. 14 თებერვალი მღვდელი ვალენტინის მოსახსენებელი დღეა, რომელიც შეყვარებულებს ჩუმად აუღლებდა.

    ვინ იყო ვალენტინი? -რომაელი მღვდელი ვალენტინი, რომელიც კლავდიუს II-ის მეფობის დროს, 269 წელს ეწამა. პირობითად მისი წამების თარიღად 14 თებერვალი იქნა აღიარებული. ეპისკოპოსი ვალენტინი სიკვდილით დასასჯელად ჯერ რომში ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ კი ტერნში გამოასალმეს სიცოცხლეს. წამების შემდეგ მას თავი მოკვეთეს, 469 წელს რომის პაპმა გელასიუსმა 14 თებერვალი ვალენტინის ხსენების დღედ დააწესა. ვინაიდან მისი ცხოვრება არ იძლევა ცნობებს, რომელთა მიხედვითაც, იგი შესაძლოა არშიყობისა და შეყვარებულთა მფარველი ყოფილიყო, თუმცა, მოგვიანებით, ხალხური გადმოცემების მიხედვით, მღვდელი ვალენტინი (და არა ეპისკოპოსი) შეყვარებულთა მფარველად და მეოხად მიიჩნეოდა.

    ტრადიციის მიხედვით კლავდიუს II-მ (გოთიკუსმა), რომელიც ომებს აწარმოებდა, ჩათვალა რა, რომ დაოჯახებული მეომრები ცუდად იბრძოდნენ, რომის იმპერიაში აკრძალა ახალგაზრდების დაქორწინება. მღვდელი ვალენტინი კი შეყვარებულ წყვილებს ჯვარს სწერდა. იგი ქრისტიანი მოწამეების დახმარებისა და ჯვრისწერების აღსრულებისათვის შეუპყრიათ და სასტიკად უცემიათ.ლეგენდის მიხედვით, ციხეში ყოფნისას იგი დამტყვევებლის ბრმა ქალიშვილს დაახლოვებია და კიდევაც შეჰყვარებია. სიკვდილის წინ მისთვის სასიყვარულო ბარათი მიუწერია, რომელიც ასე მთავრდებოდა: „შენი ვალენტინისაგან“. ალბათ, აქედან მომდინარეობს ევროპული ხალხური ტრადიცია, რომლის მიხედვით, ვალენტინობას გაგზავნილი ბარათით ვაჟი თავისი რჩეულის ვალენტინი ხდება, ხოლო გოგონა კი ვალენტინა.როგორც ვთქვით, მოგვიანებით ვალენტინი შეყვარებულების მფარველ წმინდანად მიიჩნეოდა. დღემდე ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს უგზავნიან შეყვარებულები ერთმანეთს.

    "ვალენტინობას" უკავშირებენ სხვადასხვა წარმართულ დღესასწაულებსა და ხალხურ ჩვეულებებს. ერთ-ერთი ვერსიით, იმ დღეეებში რომში პატივს მიაგებდნენ ქალღმერთ იუნონას (შეყვარებულ წყვილთა მფარველს) და შეყვარებულები ერთმანეთს სასიყვარულო ბარათებს გადასცემდნენ.

    არსებობს სხვა ლეგენდებიც ამ დღესასწაულის წარმოშობის შესახებ. თუმცა, ისტორიკოსთა ცნობით, ეს ტრადიცია ინგლისში გაჩნდა. სწორედ ამ ქვეყანაში XV საუკუნიდან დაიწყეს კავალერებმა ქალბატონებისთვის სასიყვარულო ლექსების გაგზავნა.

    "აჩუქეთ შეყვარებულს დღესასწაული, მოუყევით მას თქვენ გრძნობებზე, თანაც ყოველდღე და არა მხოლოდ 14 თებერვალს",-ასეთ დარიგებას იძლეოდა წმინდა ვალენტინი.
    7 532 ნახვა
    14-02-2014, 06:56