X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ვინ უპირისპირდება Justin Bieber-ს?!
  • ვინ უპირისპირდება Justin Bieber-ს?!

    სერიოზულ პრობლემებში გახვეულ Justin Bieber-ზე აზრის გამოთქმა მავანს და მავანს არ ეზარება, მას მერე რაც საჯაროდ მომღერლის მშობლებს რჩევები ამერიკის პირველმა ლედიმ - Michelle Obama-მ მისცა, Sharon Osbourne-ის ჯერიც დადგა. ცნობილი როკერის მეუღლე და ტელეწამყვანი ერთ-ერთ გადაცემაში თინეიჯ სთარზე ალაპარაკდა და იმაშიც გამოტყდა, Justin-ის მენეჯერი რომ ვყოფილიყავი ერთი გზის ბილეთით საგიჟეთში გავუშვებდიო.

    “ჩემი ფეხის მისი უკანალიდან მოსაცილებლად ნამდვილად საავადმყოფოში წასვლა მოუწევდა“ - განმარტა ქალბატონმა, რომელიც თავისი მჭერმეტყველებით და ყველაფრისმცოდნეობითაა განთქმული. “როდესაც კარგ მუსიკას ქმნი, ყველაფერს გაპატიებ, როდესაც კარგი მუსიკოსი ხარ, ბევრს ავიტან, მაგრამ როდესაც რაღაც გაურკვეველ ხმებს გამოსცემ, აქ აღარაფერი მაინტერესებს“ - გამოტყდა Sharon-ი.

    ცნობილი ფაქტია, რომ Sharon-ის მეუღლემ, Ozzy Osbourne-მა ერთ ერთ ინტერვიუში საინტერესო კითხვა დასვა: “ვინ ჯანდაბაა Justin Bieber-ი“ - მუსიკოსის მიმართ დასმული შეკითხვის პასუხი გახლდათ და ფაქტია, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავს Osbourne-ების ოჯახის არც ერთი წევრი არ სწყალობს, მაგრამ Sharon-ის ინტერვიუს ბოლო ნაწილი შედარებით შემწყნარებლური გამოდგა.

    “მას სტუდიიდან იქამდე არ გამოვუშვებდი, სანამ კარგი ალბომით არ გამოვიდოდა, მერე კი მის ფსიქიკას მივხედავდი“ დასძინა ქალმა და ალბათ ეს რომ თავის დროზე J.B.-ს მშობლებს ექნათ, ნახევარ მსოფლიოს მისი დებოშების შესახებ არ მოუწევდა ლაპარაკი.
    1 083 ნახვა
    14-02-2014, 09:17