7
ანეკდოტები
  • ანეკდოტები

    –გავიგე ბავშვი შეგეძინა, ბიჭია?

    –არა

    –აბა?..


    ***

    ენაბლუ კახელი მამას ეხვეწება:

    –მმმამმი, მმმობილურრრი მმმიყიდდდე რრრააა!..

    –კარგი რა,სანამ შენ ალოს იტყვი გაგვეყიდება ოჯახი.


    ***

    –ხორცი გაქვთ?

    –არა.

    –ყველი?

    –არა.

    –თევზი?

    –არა.

    –პური?

    –არა.

    –კვერცხი?

    –არა.

    –აბა რად გინდათ ეს მარკეტი ვერ დაკეტავთ?

    –არც გასაღები არ გვაქვს.


    ***

    კაცი აფთიაქში შედის და ფარმაცევტ ქალს მიმართავს:

    –დარიშხანი გაქვთ?

    –რისთვის გინდა?– ეკითხება დაბნეული ფარმაცევტი

    –ცოლი უნდა მოვწამლო.

    –რას ამბობთ, ნამდვილად ვერ მოგცემთ...

    მამაკაცი გულის ჯიბიდან იღებს სურათს,რომელზეც მისი ცოლი და სწორედ იმ ფარმაცევტის ქმართან ერთად საწოლში,საინტერესო პოზაშია გადაღებული.

    დახედა ფოტოს ფარმაცევტმა და თვალები გაუართოვდა:

    –ოჰოო, თქვენ რეცეპტი გქონიათ


    ***

    საბავშვო ბაღის მომვლელი ნახევარი საათი აცმევდა ბიჭს რეიტუზს.როგორც იქნა ჩააცვა და პატარამ ტირილი დაიწყო:

    –ეს არაა ჩემი რეიტუზიიი...

    მომვლელმა ძლივს გახადა რეიტუზი და ეკითხება:

    –აბა სადაა შენი რეიტუზი?

    –სახლში. ეგ ჩემი ძმის რეიტუზია.დედამ ჩემი გარეცხა და ჩემი ძმის ჩამაცვააა.


    ***

    ექიმი ეკითხება პაციენტს:

    –თქვენი მაქსიმალური წონა რამდენი იყო?

    –შარშან ასე, ას კილომდე ვიწონიდი. წელს კი 120-კილომდე ავედი.

    –მდაა... მინიმალური რამდენი იყო?

    –3 კილო და 800 გრამი.


    **

    სვანმა მობილური ტელეფონი დაამტვრია, მენიუში კუბდარი არ იყოო...


    **

    –ალო, ქალიშვილო, თქვენი განცხადება წავიკითხე ,,სიტყვა და საქმეში’’.შეიძლება თქვენთან პაემანზე რომ მოვიდე?

    –კი,ბატონო, შევხვდეთ, მაგრამ როგორ გიცნოთ?

    –დაბალი ვარ ღიპიანი, მელოტი, გაუპარსავი...

    –უი, შე სასიკვდელე!.. თემური ხარ, ხოოო?!.


    **

    ავტობუსი გადაჭედილია.ამოდის მოხუცი ქალი. ავტობუსში მჯდარი ბავშვი თანაგრძნობით ეკითხება:

    –ბებო, ფეხები გტკივა?

    –კი, შვილო, მტკივა.

    –ბავშვობაში მოხუცებს ადგილს უთმობდი?

    –კი, ვუთმობდი.

    –ჰოდა, მაგიტომაც გტკივა.


    **

    ორი გურული ერთმანეთს შეხვდა:

    –რაფერაა, ძამა ქვეყნის საქმე?

    –მაი არაა ჩემი საქმე!

    –რაფერაა შენი საქმე?

    –მაი არაა შენი საქმე!..

    **

    –ბრალდებულო ძაძამია, როგორ მიაყენეთ დაზარალებულს 7 ჭრილობა?

    –მომეცით დანა და გაჩვენებთ!


    **

    რეკლამა

    ,,ჩემი შვილი ხშირად თამაშობს ფეხბურთს მეგობრებთან ერთად და ყოველთვის დასვრილი სანსაცმლით ბრუნდება.რომელი სარეცხოს საშუალება არ ვცადე - არაფერი გამოდის. ბოლოს შემთხვევით მომხვდა ხელში ტყავის ქამარი.. მას შემდეგ, რაც ეს ქამარი გამოვიყენე, ჩემს ბიჭს ყოველთვის სუფტა ტანსაცმელი აცვია.

    ტყავის ქამრები - საუკეთესო საშუალება ტანსაცმლის სუფთად შენარჩუნებისთვის.’’

    სვანი: ვერ ვიძინებ სიბნელეში, იმიტომ რომ ვერ ვიგებ თვალები დახუჭული მაქვს თუ არა.

    ***
    ნარკომანი ტუალეტშია ჩაკეტილი და სარკეში იყურება. რაღაცას ფიქრობს და ვერ იხსენებს. ასეა ერთი სამი საათი. დედამისი დაუძახებს:
    - გია გამო მალე.
    - ა ხო, გია გია ტო…

    ***
    – გუშინ ქარიყლაპია დავიჭირე, 72 კილოს იწონიდა!
    – ეგ რა არის, გუშინ მდინარიდან ბრინჯაოს შანდალი ამოვიღე და რომ ამოვათრიე, სანთლებს ცეცხლი ეკიდა.
    – 40 კილო რომ დავაკლო, სანთლებს ჩააქრობ?

    ***
    - ჭიჭიკია იცი ცოლს რომ ვეყრები? - ეკითხება ბიჭიკია.
    - რა მიზეზით ეყრები ბიჭო?
    - უკვე 6 თვეა არ მელაპარაკება.
    - მერე გაგიჟდი ბიჭო? სადღა იშოვი ეგეთ ცოლს.



    ***
    - ორმოცი ლარი მომპარეს - წუხს გურული.
    - მერე პოლიციაში იყავი?
    - კი ვიყავი და მითხრეს ჩვენ არ მოგვიპარავსო.

    ***
    გურულს ეკითხებიან:
    - უცხო ენა თუ გესმის?
    - მესმის ძამა, ყრუ კი არა ვარ, მაგრამ ვერ ვგებულობ.



    ***
    ლატარეაში მოვიგე ჯეკპოტი და მაშინვე ჩემს უსახლკარო ძმას სახლი ვაჩუქე.
    - ეს იყო ჩემი 165 ინჩიანი ტელევიზორის ყუთი.

    ***
    დავინახე მეზობლის ბავშვი როგორ დარბოდა ეზოში, იქნევდა ჯოხს და თან რაღაც სიტყვებს გამოთქვამდა.
    -დარწმუნებული ვარ გინდა ჰარი პოტერს დაემსგავსო.
    -დიახ ძია. ძალიან მინდა.
    ამიტომაც მე მოვკალი მისი მშობლები და ბავშვი კიბის ქვეშ ჩავკეტე.

    ***
    ექიმი ეუბნება პაციენტს:
    – თქვენთვის კარგი ამბავიც მაქვს და ცუდიც.
    – ცუდი რა არის?
    – გუშინ მარცხენას ნაცვლად მარჯვენა ფეხი მოგაჭერით.
    – ვაიმე, და კარგი?
    – არც მარცხენა ყოფილა მოსაჭრელი…

    ორი მეგობარი საუბრობს:
    – ამასწინათ მაგრად გადავრჩი, ცოლს კინაღამ საყვარლის სახელი დაუძახე. გადავწყვიტე თავი დამეზღვია, კატა ვიყიდე და საყვარლის სახელი დავარქვი.
    – ოჰო, მაგრად მოგიფიქრებია, ხო იცი!
    – ეგ კი კარგია, მაგრამ ერთი კვირის წინ ცოლმა ლეკვი მოიყვანა და კოტეს ეძახის.

    ***
    მარო ეუბნება მიხოს:
    - ადე კაცო, ბავშვს შარვალი დაერხა და სამკერვალოში ჩაიტანე თელავში
    - კვირაა დღეს დედაკაცო, კვირა
    - ადე კაცო გურჯაანში გადაიტანე
    - დაიცა დედაკაცო, გურჯაანში რა ორშაბათი იქნება?

    ***
    სვანი და მეგრელი თამაშობენ ნარდს.
    მეგრელი იძახის: -აბა შაში, აბა შაში.
    სვანი: -მესტიაში, მესტიაში.

    ***
    ოჯახურ თათბირზე დედა შვილს ეუბნება:
    – შვილო! ჩვენ ყველანი ორშაბათიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ! მე მოწევას მივატოვებ, მამა დალევას. შენ რას გააკეთებ?
    – შემიძლია სკოლა მივატოვო…

    ***
    მაღაზიის გამყიდველი:
    - ბიჭუნა დარწმუნებული ხარ რომ დედამ 100გრამი კარტოფილისა და 3კილოგრამი კანფეტის ყიდვა დაგავალა?

    ***
    ქირურგი ბანკეტზე სადღეგრძელოს ამბობს:
    - ჩვენ ექიმებს ბევრი მტერი გვყავს ამ ქვეყანაზე…
    და ხმა მაგიდიდან:
    - იმ ქვეყანაზე კიდევ უფრო მეტი!..

    ***
    -ბაბუაჩემმა ზუსტად იცოდა როდის მოკვდებოდა
    -მკითხავი იყო?
    -არა, მოსამართლემ უთხრა

    ***
    მიხოს ბიჭი დგას კიბეზე და ალუბალს კრეფს.
    - მამიიი, ნახე ღრუბლები რა სწრაფად მიდიან.
    მიხო: ღრუბლები კი არა კიბე გექცევა შენი დედა


    ზაქრო ამთქნარებს, ცოლი ეხვეწება: -ზაქროოვ, პირი მაინც ღია გაქ და ჩვენ სანდრიკაი გადასძახე, პური წამაიღოს.

    1) ტიპი ისეთი გამხდარი იყო რო მერვედან გადმომხტარი მე-16 სართულზე ძლივს დაიჭირეს


    2) ქმარი მივა სახლში, გამოაღებს კარადას და იქ ვიღაც ტიტველი კაცი ზის. ქმარი:
    -აქ რას აკეთებ?
    -მატარებელს ველოდები
    -რომელ მატარებელს?
    -რომლითაც შენ მივლინებაში უნდა წახვიდე


    3) ციხეში ერთი პატიმარი აღვიძებს მეორეს:
    -შენ ახალ წელს რატო არ მილოცავ?
    -რა დროს ახალი წელია ამ შუა ზაფხულში?
    -რატო კაცო, გასაუბრებაზე ვიყავი და ერთი წელი დამიმატეს

    4) ლოთ მამას ეწუწუნებიან შვილები:
    -მამა რამისაა შიმშილით დავიხოცოთ, ცოტა ფული მოგვეცი რა, პურს მაინც ვიყიდით
    -სად მაქვს ფული - თან ბოთლი მოიყუდა
    -ბოთლები მაინც მოგვეცი კაცო, ჩავაბარებთ და იმ ფულით შევჭამთ რამეს
    -აი, აი, აი, მე რო არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ, ალბათ შიმშილით დაიხოცებოდით

    5) მოსამართლე:
    -კაცო, უკვე ორმოცდამეათედ გიჭერენ ჯიბის ქურდობაზე, აღარ ვიცი რა ვქნა
    -იქნებ პატარა იუბილესავით მოგვეწყო რამე?

    6) ბარში შედის კენგურუ:
    -არაყი დამისხი რა ჩემი ძმა
    დაუსხეს, დალია
    -რამდენია ჩემზე?
    -5 დოლარი. ისე, პირველად ვხედავ, კენგურუ რო არაყს სვამდეს - უკვირს გამყიდველს
    -პირველად და უკანასკნელად, მე აქ აღარ შემოვალ, ძაან ძვირია სასმელი - პასუხობს კენგურუ

    7) ოსი გააჩერეს საზღვარზე და მანქანის საბარგულში ცხვრები უპოვეს:
    -სად მიგყავს ეს ცხვრები?
    -მე არსად, ბატონო, დავიძახე, საქართველოში ვინ მოდის-მეთქი და ამათმა მითხრეს, მეეო

    8) ტიპს დაიჭერენ და ჩასვამენ ციხეში. პირველად შეუშვებენ მკვლელების კამერაში. შეეშინდება,
    არაფერი მიქნანო, იჩალიჩებს და გადაიყვანენ სხვა კამერაში, სადაც შავი მენტალიტეტის ხალხი
    ზის. იქაც შეეშინდება და ისევ დაიწყებს ჩალიჩს. გადაიყვანენ კამერაში, სადაც ერთი მოხუცი კაცი
    დახვდება. გაუხარდება:
    -უჰ, როგორც იქნა, კარგია ღვთისნიერ ხალხთან ყოფნა. რაზე ჩაგსვეს ბაბუ?
    -კანიბალობაზე, ჩემო ტკბილო, კანიბალობაზე

    9) პატარა ბავშვები თამაშობენ ექიმობანას ეზოში. საღამოს ერთის მშობელი მიუვარდება მეორეს:
    -მაჩვენეთ ის ყურუმსაღი, რა უქნა ჩემს შვილს
    -რა უქნა ასეთი ქალბატონო?
    -ბრმანაწლავი ამოაჭრა

    10) გაკოტრებულ ოსს ეკითხებიან, თუ რატომ გაკოტრდა:
    -ნაწილი სასმელსი დამეხერძა, ნაწილი ქალებსი, ნაწილით მაშინა სევიძინე, ნაწილი კი, ეეეჰ,
    ოჯახს მოვახმარე

    11) -ეს ბავშვი მიტუასია?
    -კი, რა იყო?
    -არაფერი, უბრალოდ თავისთვის თუ უნდოდა, ცოტა უკეთესი ვერ გააკეთა?

    12) ლოთს ეუბნებიან:
    -დაანებე ამ სასმელს თავი, ხო იცი რო შენი მტერია
    -მერე არ გაგიგია, გიყვარდეს მტერი შენიო?

    13) ორი კაციჭამია ქეიფობს:
    -როგორ მოგწონს ჩემი ცოლი?
    -უჰ, ძალიან მომწონს
    -მერე გადაგეღო კიდევ

    14) ცოლი ქმარს:
    -წაიყვანე კაცო ეს ბავშვი სათევზაოდ
    -არ წავიყან
    -და რატო?
    -წინაზე რო მყავდა, მთელი ჭიაყელები შემიჭამა

    15) ოსს მოში გერმანელები გამოეკიდნენ და დაიმალა ბუჩქებში. გერმანელები დგანან და
    ფიქრობენ:
    -იქნებ ბუჩქებშია?
    -იქნება ხეზე ავიდა?
    -იქნება მოკვდა?
    ოსი ბუჩქებიდან:
    -მოკვდა, მოკვდა, ძალიან მოკვდა სენი წილიმე

    16) ციხეში ჩხუბი ატყდა და ვიღაც ოსი ყვირის:
    -გაჩერდით ეხლავე, თორემ ყველას გაგვყრიან აქედან

    17) მიხო ომში გამწარებული ყვირის:
    -სესტრა!! სესტრაა!!
    -რა გინდა კაცო, ჯერ ხომ არ დაჭრილხარ?
    -რო დავიჭრები სად გნახო მერე! აგე, მამიჯექ გვერდითა...

    18) ქმარი კვდება და ცოლი თავთან უზის. ქმარი:
    -ძვირფასო, მეზობელს ჩვენი 1000 დოლარი აქვს ვალი, არ დაგავიწყდეს
    -არ დამავიწყდება ძვირფასო
    -შენს დეიდაშვილს 700
    -მახსოვს, გენაცვალე
    -ჩემს მამიდაშვილს 900
    -ვიცი, ვიცი საყვარელო
    -დამლაგებელს ამ თვის 5 ლარი მიეცი, არ დაგავიწყდეს
    -ვაიმეეე, კიდევ ბოდავს, საწყალი

    19) -მოიცა, შენ სხვისი თანდასწრებით კრეტინი მიწოდე?
    -მაპატიე, არ ვიცოდი თუ მალავდი

    20) ერთი პატიმარი ეკითხება მეორეს:
    -აქ რამ მოგიყვანა?
    -სასმელის სიყვარულმა
    -მერე ვინ გითხრა, რომ აქ სასმელს ასმევდნენ?
    1 563 ნახვა
    14-02-2014, 09:43