7
თვითმკვლელობა
  • თვითმკვლელობა

    ქარის ბუნდოვანმა სისინმა და აღუწერელმა სიცივემ გამომაფხიზლა.დილის 4 საათი იყო.შიშველი ფეხი იატაკზე დავდგი...აქ ყველაფერი თეთრი იყო.საგიჟეთი დიახ,დიახ ეს საგიჟეთია ჩემი აშენებული,ჩუმ მარტოობაში და პირქუშ ნოსტალგიაში.ფანჯრები დავაღე .ქარის სიცივემ უფრო გამათბო რაღაცნაირად...ახლა მსურდა ... მინდოდა დასასრული უბრალოდ ყველაფრის დასასრული:სიმარტოვის,ტანჯვის,ცოცხლი სიკვდილის,განცდების,გრძნობების,სიამაყის...ხელში დანა მეჭირა. ვუცდიდი დრო როდის მოიტანდა სიკვდილს.როდის შემეძლებოდა თეთრი,ტანჯული,გაფითრებული კანი წითლად შემეღება მიმენიჭებინა მისთვის ახალი სიცოცხლე.გული საშინლად მიცემდა.1,2,3 დროა.ეს იყო სასიკვდილო განაჩენი.ჩემივე ჩემი სხეულისთვის გამოტანილი.დროა .დანა ხელში მაგრად ჩავბღუჯე.გულთან ახლოს მივიტანე.კარზე ზარია.წამოვდექი არავინ იყო.მცირე დროით ადგილზე გავშეშდი.მხოლოდ ვფიქრობდი.დანა მოვისროლე,თითქოს რაღაც გადაწყვეტილება მივიღე...უცნაური....ჩემი გონებისთვის შეუცნობელი და უფრო შემზარავი ვიდრე სიკვდილი.... ტანჯვის გაგრძელება.საწოლში შევწექი და ამ თეთრ ღამეში თეთრი სიზმრებით დავიძინე.
    1 244 ნახვა
    15-02-2014, 07:06