X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
შავი ვარდები..
  • შავი ვარდები..

    - რა ფერი გიყვართ?- იყო შეკითხვა, რამაც გააოცა..
    - შავი..- დაუბრუნა პასუხი და გზა განაგრძო..
    - რა ყვავილი გიყვართ?- ისევ წამოეწია უცნობი, თავისი იდუმალებით..
    - ვარდი..- ისევ მოკლე პასუხით შემოიფარგლა და ისევ გზა განაგრძო..
    - ფერი?! ყველანაირი ფერის ვარდი არსებობს ქვეყანაზე..- ისევ წამოეწია უცნობი, რომელიც უკვე თავს აბეზრებდა..
    - შავი..- გაუმეორა პასუხი, და გზა გადაკვეთა..
    - კი, მაგრამ.. თქვენ ყველაფერი შავი გაქვთ?- უცნობბმა გაოცებით შეითვალიერა მისი ტანი, და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
    - დიახ, მაქვს..- გოგონა შედგა და უცნობ მამაკაცს თვალებში ჩახედა, რომელიც კუპრივით შავი იყო.. გააცია.
    - ახლაც შავებში ხართ გამოწყობილი..- უთხრა უცნობმა და ერთი ნაბიჯი მისკენ გადაგა.
    - დიახ, სხვა ფერის ტანსაცმელი არ გამაჩნია..- უთხრა გოგონამ, რომელიც მისი საქციელებით განცვიფრებულიყო.
    - მიზეზი რა გახლავთ? - ჰკითხა უცნობმა და გოგონას დანისნულ თვალებში ჩახედა, რომელიც არაფერს უებნევოდა..
    - არ მაქვს უფლება ჩემი ცხოვრება, გავაფერადო..- იყო პასუხი..
    შემდეგ?! შემდეგ ორივეს გზა გაიყო, არც უცნობს შეუჩერებია გოგონა, და არც გოგონას უცნობი.. ეს დაახლოებით ექვსი წლის წინათ იყო..
    ექვსი წლის შემდეგ..
    - გამარჯობათ, მე თქვენ საიდანღაც მეცნობით..-თქვა გაოცებულმა უცნობმა, გოგონას დანახვის შემდეგ..
    - ალბათ წარსულიდან- იყო პასუხი, რაც უცნობს ღიმილი მოჰგვარა..
    - დიახ, მე ის უცნობი-ცნობისმოყვარე გახლავართ, რომელმაც თავი ასე მოგაბეზრათ ექვსი წლის წინათ..- უთხრა უცნობმა და როგორც ექვსი წლის წინათ, მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა..
    - დიახ, მეც მახსოვს ის უცნაური დღე- შეჰღიმა გოგონამ, რომლის თვალები და ტანისამოსის ფერი შეცვლილიყო..
    - თქვენში ცვლილებაა- ძლივს გაუბედა უცნობმა, თქმა..
    - დიახ, იმ უცნაური დაკითხვის შემდეგ, გავბედე..-თავი დახარა გოგონამ, რომელსაც ცრემლები თვალს უწვავდა..
    - იცით.. მიხარია-უთხრა უცნობმა და თავი ააწევინა გოგონას..
    - მეც მიხარია.. სასიამოვნო იყო თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა..-უთხრა გოგონამ და გზა გადაკვეთა..

    ორი წლის შემდეგ..
    - მინდა გითხრათ, რომ.. პირველად შეხვედრა დამთხვევაა, ხოლო მეორეჯერ და მესამეჯერ- ბედი..- უთხრა უცნობმა თავისი გაცისკროვანებული თვალებით გოგონას..
    - გეთანხმებით.. იცით, თქვენშიც ვამჩნევ ცვლილებას..- უთხრა გოგონამ და მის გაღიავებულ თვალებს დააკვირდა..
    - მართალია, ჩემმა თვალებმა ფერი შეიცვალეს, რაც სიყვარულის ბრალია..- უთხრა უცნობმა და გოგოს ხელი ჩაჰკიდა..
    - კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ძალიან გამახარა თქვენმა ნახვამ..- უთხრა გოგონამ ოღონდ ამჯერად აღარ წასულა..

    ამ დღის შემდეგ კი.. უბრალოდ იყო ბედნიერება, შეცვლილი ცხოვრება-ფერებით, და სხვა არაფერი..
    1 555 ნახვა
    15-02-2014, 07:06