7
რატომ მიატოვა სამხედრო სამსახური პრინცმა Harry-მ?!
  • რატომ მიატოვა სამხედრო სამსახური პრინცმა Harry-მ?!

    სამეფო ოჯახის ვალდებულებების გამო ბრიტანეტის მმართველი ოჯახის ძალიან ბევრ წევრს მოუწია საკუთარ ოცნებებსა და სურვილებზე თქმა - რითია მათზე მეტი პრინცი Harry? წითურმა Harry-მ ცოტა ხნის წინ სამხედრო ვალდებულება მოიშორა და ოჯახური საქმეების მოგვარებას შუედგა. ეს ყველაფერი კი იმის მიუხედავად, რომ თავისი საქმიანობით თავად ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი გახლდათ.

    ყველაფერი ორი მიზეზის დამსახურებაა - პირველი ისაა, რომ დედოფალი Elisabeth-ი თავს შეუძლოდ გრძნობს და აპირებს სამეფო მოვალეობები ოჯახის წევრებს გადაუნაწილოს - ყველაზე მნიშვნელოვანი, საგარეო ვიზიტები და შეხვედრები Charles-სა და William-ს დაევალებათ, თუმც, საქმე რა საკვირველია, Harry-სთვისაც გამოიძებნება.

    ზოგი ჭირი მარგებელიას პრინციპით, Harry-ს სამხედრო საქმიანობის მიტოვება პირად ურთიერთობებშიც წაადგება - ბოლო პერიოდში ხომ მისი და Cressida Bonas-ის რომანი საკმაოდ რთულ პერიოდს გადის - გოგონა იმაზე წუწუნებს,რომ Harry საკმარის დროს არ უთმობს. ეს ყველაფერი კი იმის მიუხედავად, რომ უცმროსი რძლის კანდიდატი Elisabeth-მა გადასარევად მიიღო და სანდრინჰემის სასახლეში ვახშამზეც კი დაპატიჟა.

    ზოგადად, Harry-სა და Cressida-ს ყოველთვის საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდათ - წყვილმა უკვე რამდენჯერმე მოასწრო დაშორება და შერიგება - საბოლოოდ ულამაზეს მოდელს Harry-ს საცოლის სტატუსიც ეღირსა, თუმცა, ბიჭი იმდენადაა გართული თავისი კარიერული ამბებით, Bonas-ი თავს მარტო გრძნობს. მართალია მისი ჯარიდან წამოსვლა ერთი შეხედვით კარგი ამბავია, თუმცა, არაა გამორიცხული ვორქჰოლიზმმა Harry-ს ახლა სამეფო ოჯახის საქმეების მოგვარებისას შეუტიოს.
    1 180 ნახვა
    15-02-2014, 07:39