7
"დიდებული საუკუნის" ვარსკვლავს მერიემ უზერლის გოგო შეეძინა
  • "დიდებული საუკუნის" ვარსკვლავს მერიემ უზერლის გოგო შეეძინა

    31 წლის მსახიობს მერიემ უზერლის პირველი შვილი შეეძინა. გოგონა 10 თებერვალს დაიბადა და მას სახელად ლარა დაარქვეს. ბავშვი ბერლინში, მერიემის სახლში გაჩნდა. მერიემმა მოგვიანებით ბავშვის გაჩენის შესახებ ახალი ამბავი "ფეისბუქით" გაავრცელა და თავის გვერდზე ბავშვის ხელის ფოტოც დადო.

    "კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში ლარა უზერლი. ღმერთის მადლობელი ვარ, რომ შენი თავი გამომიგზავნა და  რომ ამ ქვეყანას ჯანმრთელი მოევლინე. მადლობა უზენაესს, რომ შემწევს ძალა შენზე ვიზრუნო სიცოცხლის პირველივე დღიდან. მადლობელი ვარ ჩემი მეგობრის, ანასი, რომელიც მშობიარობის დროს ჩემთან ერთად იყო. მადლობას





    ვუხდი ჩემს ახლობლებს და თქვენ ყველას - ადამიანებს, ვინც სიყვარულს მჩუქნიდით", - დაწერა მსახიობმა თავისი "ფეისბუქის" გვერდზე.

    "დიდებული საუკუნის" ვარსკვლავს მერიემ უზერლის გოგო შეეძინაბავშვის მამა თურქი ბიზნესმენი ჯან ატეშია. მან მერიემი მას შემდეგ მიატოვა, რაც გაიგო, რომ მსახიობი ფეხმძიმედ იყო, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ბავშვს გვარს მისცემდა  და მასზე იზრუნებდა კიდეც.

    1 828 ნახვა
    15-02-2014, 07:40