7
ვიმუშაოთ თუ არა მუსიკის ფონზე
  • ვიმუშაოთ თუ არა მუსიკის ფონზე

    ადამიანი ყოველთვის ქმნიდა მუსიკას. თავის განცდას, ემოციას მასში დებდა. ქმნილებების რიცხვი თანდათან გაიზარდა, გამრავალფეროვანდა და დღეს მუსიკის ბევრი, განსხვავებული მიმდინარეობა არსებობს.
    მუსიკა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. თუ სხვადასხვა კვლევების შედეგებს ვენდობით, მუსიკა დეპრესიას და აღელვებას ხელს უშლის, ადამიანს ამშვიდებს, უკეთებს ხასიათს და მის კოგნიტურ შესაძლებლობებსაც ზრდის. მიუხედავად ამისა, აქამდე არცერთ კვლევას არ დაუდგენია, როდისა არის მუსიკის მოსმენა ყველაზე ეფექტური.
    "Applied Cognitive Psychology"-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ საქმის კეთების დროს, მუსიკა სულაც არ ახდენს დადებით გავლენას ადამიანის პროდუქტიულობაზე. ამასთან სულერთია, ის საყვარელ მუსიკალურ ტრეკს უსმენს თუ არა.
    კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა მონაწილეებს სხვადასხვა საქმის შესრულება ჯერ მათი საყვარელი მუსიკის, შემდეგ ნაკლებ საყვარელი მუსიკის ფონზე, ბოლოს კი სიჩუმეში სთხოვეს.
    აღმოჩნდა, რომ ადამიანის შესაძლებლობა ერთნაირია მიუხედავად იმისა, უსმენს საყვარელ მუსიკას თუ არა. ყველაზე პროდუქტიული თანამშრომელი კი ისაა, ვინც სიჩუმეში მუშაობს. გამოდის, რომ მუსიკა ადამიანს, მხოლოდ გონებას უფანტავს და საქმის ხარისხიანად შესრულებაში ხელს უშლის.



    მოამზადა: თამუნა არჯევანიძემ
    სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.
    1 188 ნახვა
    15-02-2014, 10:06