7
რატომ ვარ მარტო?
  • რატომ ვარ მარტო?

    ,,რატომ ვარ მარტო?"

    გააჩნია, თქვენ რას ეძახით ამ სიმარტოვეს.
    ჩატეხილ ხიდს, თუ არარსებულ ბედნიერებას თუმცა სიმარტოვე გაცილებით მეტი ღირს ვიდრე ის ფანტაზია,რომელშიც ცხოვრობთ.
    სიყვარულია! კი ნამდვილად სიყვარულია ეს მარტოობა, ბნელი ქუჩები... ყალბი ღიმილიც სიმარტოვეა! მოჩვენებითი სიყვარულიც სიმარტოვეა და ნამდვილი სიყვარულიც რომელსაც არ აფასებენ. კაპიკებად ყიდიან...
    მე შემიძლია ვიყო მარტო, შემიძლია არ ვიყო.
    თუმცა რა აზრი აქვს,მე მაინც მარტო ვარ.
    ჩემი ყველა სიტყვა,წინადადება მარტოა, მიტოვებულია. მისი ფასი ისეთივე გამქრალია,როგორიც დღეს სიყვარულის...
    ვინც მარტო არ არის.?
    ვუსურვებ არც იყვნენ.
    ვუსურვებ მარადიულ ბედნიერებას თუმცა არა მოჩვენებითს.
    დიახ, მოჩვენებითს,ყალბს.
    განა ამად ღირს ეს თქვენი სიყვარული? რაში გარგებთ მოჩვენებითი სიცილი, და ცარიელი სიტყვები, ,,ჩემო ცხოვრებავ"...
    ვალენტინობას ნაჩუქარი ერთი ვარდი, და მაინც ნაწყენი სახე, ,,სხვას ხომ ბევრი აქვს"...
    როდის დავაფასებთ გრძნობებს,როდის ვიარსებებთ მისით. როდს შევძლებთ უყველაფროდ ბედნიერებას... როდის დავინახავთ შავ ცაზე ვარსკვლავს,რომელიც არ ჩანს თუმცა მაინც ანათებს! როგორ დავუჯერო იმ სიყვარულს რომელსაც ვხედავ. ?

    და მაინც მეკითხებით...
    ,,რატომ ხარ მარტო?"
    1 281 ნახვა
    16-02-2014, 06:32