X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ნატალი პორტმანს ებრაელები დაუპირისპირდნენ
  • ნატალი პორტმანს ებრაელები დაუპირისპირდნენ

    ებრაული წარმოშობის ჰოლივუდის კინოვარსკვლავს ნატალი პორტმანს თანამემამულეები უპირისპირდებიან.

    იერუსალიმის ცენტრალური რაიონის, ნაჰლაოტის მცხოვრებნი მსახიობს სადებიუტო კინოსურათის იერუსალიმში გადაღების საშუალებას არ აძლევენ.

    პორტმანმა თავისი პირველი ფილმის გადასაღებ მოედნად სწორედ იერუსალიმი შეარჩია, რადგან სიუჟეტი ამ უძველეს ქალაქში ვითარდება. ადგილობრივ მოქალაქეებს ეს იდეა არ მოსწონთ და მეტიც, აცხადებენ, რომ გადამღებ ჯგუფს ნაჰლაოტის ქუჩებში "ფეხს არ დაადგმევინებენ".

    იერუსალიმის მერიაში უკვე შევიდა კოლექტიური განცხადება, სადაც ქალაქის მთავრობის მიერ გადაღებებზე ნებართვის გაცემას აპროტესტებენ. პარალელურად რაიონის ქუჩები საპროტესტო წარწერებითა და გრაფიტებით აჭრელდა.

    ნაჰლაოტი, ძირითადად, ულტრაორთოდოქსი ებრაელებით არის დასახლებული, რომლებიც ძალიან ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან. მათ სახლებში ტელევიზორი და უცხოელი ავტორების წიგნებიც კი არ აქვთ. სტუმრების მოლოდინში ქალებს წინასწარ აფრთხილებენ, რომ მოკრძალებულად ჩაიცვან. მამაკაცების უმრავლესობა სემინარიაში სწავლობს და არასრული სამუშაო გრაფიკით საქმიანობს. სავარაუდოდ, მათი პროტესტის მიზეზიც ესაა - არ სურთ თავინთ უბანში უცხოელები შეიჭრან და სიმყუდროვე ქაოსმა შეცვალოს.

    ნაჰლაოტის მცხოვრებნი უკმაყოფილონი არიან იმითაც, რომ წინასწარ არ გააფრთხილეს მათ სახლებთან, სემინარიასა და სინაგოგასთან ახლოს რომ გადამღები ჯგუფები გამოჩნდებოდნენ. გარდა ამისა
    სცენართან გაცნობას მოითხოვენ, რათა მასში უხამსი სცენები და ფრაზები არ "გაიპაროს".

    ნატალი პორტმანი მამით ებრაელი, დედით კი ამერიკელია. ის გადამღებ ჯგუფთან ერთად იერუსალიმში გასულ კვირას თავისი პირველი ფილმის "თქმულება წყვდიადსა და სიყვარულზე" - გადასღებად ჩავიდა. სცენარი ებრაელი მწერლის ამოს ოზის ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა, სადაც ჯერ კიდევ ისრაელის დაარსებამდე პერიოდის ამბებია მოთხრობილი.
    972 ნახვა
    16-02-2014, 08:32