7
სილამაზე თუ...?
  • სილამაზე თუ...?

    პლასტიკური ქირურგია ყოველთვის არ არის გზა ახალგაზრდობის დასაბრუნებლად. ცნობილი ადამიანები მას ხშირად მიმართავენ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი გალამაზების ნაცვლად უარეს შედეგს იღებს, რაც პაპარაცების ყურადღების მიღმა არასდროს რჩება.
    პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლები გახდნენ: მსახიობი ნიკოლ კიდმანი, მელანი გრიფიტი, მომღერალი მადონა, მოდელი კარლა ბრუნი, მოდს სახლის მფლობელი დონატელა ვერსაჩე და ასე შემდეგ.
    პლასტიკური ოპერაციების და სხვა მსგავსი პროცედურების ჩატარება ჩვევად ექცათ პოპულარულ ქართველებსაც.ბევრი მათგანი პლასტიკური ქირურგიის ცენტრებს უკვე სისტემატურად სტუმრობს. მათი ნაწილი გარეგნობაში შეტანილ ცვლილებებს მალავს და ამბობს, რომ არაფერი გაუკეთებია, ბევრი ცნობილი სახე კი გულახდილობას ამჯობინებს და ბოტოქსის მუდმივ გამოყენებას არ უარყოფს.

    სილამაზე თუ...?


    მოამზადა: თამუნა არჯევანიძემ
    სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.
    1 449 ნახვა
    16-02-2014, 13:47