7
პირველი ავტომობილი და პირველი ავტოკატასტროფა
  • პირველი ავტომობილი და პირველი ავტოკატასტროფა

    1769 წელი – ნიკოლას კაგნოტი

    ყველაზე პირველი, თვითმავალი ავტომობილი ფრანგმა ინჟინერმა, ნიკოლას კაგნოტმა 1769 წელს ააწყო, მოდელი ორთქლის საშუალებით მოძრაობდა. აღნიშნული ტრანსპორტი პარიზში ააწყვეს და მას ფრანგული არმია იყენებდა, იარაღის გადასაზიდად. თვითმავალს სამი საბურავი და საქვაბის მსგავსი ძრავი ჰქონდა.

    1771 წელი – პირველი საავტომობილო კატასტროფა

    ნიკოლას კაგნოტმა, რომელმაც პირველი ავტომობილი დააპროექტა, ორი წლის შემდეგ სხვა სატრანსპორტო საშუალებაც შექმნა. გადმოცემით ცნობილია, რომ ავტომობილი საკმაოდ კარგი სისწრაფით მოძრაობდა და სწორედ ამ მოდელით დაფიქსირდა მსოფლიო ისტორიაში პირველი საავტომობილო კატასტროფა.



    მოამზადა: თამუნა არჯევანიძემ
    სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.
    3 166 ნახვა
    16-02-2014, 14:14