7
როგორ მოვხიბლოთ გოგონა ერთ დღეში
  • როგორ მოვხიბლოთ გოგონა ერთ დღეში

    ქალბატონის მოხიბვლისთვის მთავარი სამი რამ არის: ქარიზმა, სექსუალური მიმზიდველობა და ნდობა. როგორც ცნობილია ქარიზმა გარეგნულ მონაცემებთან არაფრით არ არის დაკავშირებული. ამ მახასიათებელს საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები ფლობენ, რომლებმაც კარგად იციან თუ რა სურთ. ქალბატონთან ურთიერთობისას უნდა იყოთ მომთხოვნი და მეტად მომხიბვლელნი – რთულია რაიმეზე უარი უთხრას ქალმა მამაკაცს, რომელიც დაჟინებით ილტვის მისკენ.

    გახდე სექსუალურად მიმზიდველი არცთუ ისე რთულია. ისწავლეთ ქალის მოსმენა, არ გაუსვათ ხაზი მის ნაკლოვანებებს და ეცადეთ გრძნობის გამომხატველი ქმედებებისა და ჟესტების შესწავლას. თითქმის ვერცერთი ქალი ვერ იტყვის იმ კაცზე უარს, რომელსაც მოსმენის უნარი აქვს. თავად რაც შეიძლება ცოტა ისაუბრეთ და დიდი ინტერესი გამოავლინეთ იმ ისტორიისადმი, რასაც ქალი ყვება. ადამიანები, რომლებიც ვინმესგან ინტერესსა და ყურადღებას გრძნობენ, მსმენელისადმი დადებითი გრძნობებით განიმსჭვალებიან.

    სოციალური გამოკითხვები იუწყებიან, რომ ქალბატონების 80 პროცენტი მამაკაცის შეფასებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას მის თვალებს ანიჭებს. აქედან გამომდინარე, მამაკაცს ძალიან მარტივად შეუძლია ქალის მოხიბვლა საკუთარი გამომეტყველებით.

    ექიმი რეიჰოლდის კვლევებმა დაადგინეს, რომ მამაკაცის თვალის გუგები ლამაზი ქალის დანახვისას ფართოვდება. იმისათვის რომ სექსუალური გამომეტყველება მიიღოთ, თავიდან ქალს თვალი მოაცილეთ რამდენიმე წამით, შემდეგ კი თქვენც ჩახედეთ თვალებში. გუგები თავად გამოამჟღავნებენ თქვენს დამოკიდებულებასა და სურვილს, რასაც ქალი აუცილებლად შეამჩნევს.

    აღსანიშნავია, რომ შინ მომზადებული ვახშამი, რომანტიკულ გარემოსა და სანთლების შუქზე, ნებისმიერ ძვირადღირებულ რესტორანზე უფრო ეფექტურად მუშაობს. ქალი, რომელიც შინ გესტუმრებათ, უკვე გენდობათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ მისთვის სულერთი არ ხართ. ქალბატონზე დიდი გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ მამაკაცმა იცის მომზადება და შესწევს რაღაცის ორგანიზების ძალა.



    მოამზადა: თამუნა არჯევანიძემ
    სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.
    1 560 ნახვა
    16-02-2014, 14:29