7
ვალენტინობა
  • ვალენტინობა

    რა უცებ მორჩა...
    როგორ მალე დაეშვა ბინდი მთაწმინდის სერზე და მის შუქჩადგმულ თვალებში, მისი უნაზესი თითები, რაღაცნაირი მსუბუქი მოძრაობით განშორდა ჩემს ხელს და სიცივეში გაუჩინარდა.
    მისი ანაბეჭდი წვავს კანს..
    მისი თვალები მახსენებს ჩემს ნამდვილ არსს, ისე მოულოდნელად მომანათებს ხოლმე ორ გიშრისფერ ბირთვს, რომ სული ქაოსში ეფლობა, ძლივს ვაკავებ შინაგან ამბოხს.

    ყოველი ფიქრი რაღაც წერტილში წყდება და თავისთავად უერთდება ჩემ ნაზ არსებას, უკვე ვხვდები, რომ უმისოდ აღარაფერი აღარ არსებობს ჩემს ცხოვრებაში. მისი თბილი სუნთქვა, ოხ ეს სურნელი გაზაფხულივით მღელვარე და თოვლივით ცივი, როგორ მიბნევს გონებას, როგორ მაგიჟებს მის ციცქნა გულის ცემა.
    მისი ღიმილიი....
    ჩემი ხსნა და ყველა ტკივილის დავიწყება.
    დღე მილიაა, ახლა მართობს გახსენება ყოველი წუთის, რომლებიც სამუდამოდ ჩასახლდნენ ჩემს თავში, მხოლოდ ერთს ვნანობ რომ მთელი ძალით არ ჩავეხუტე განშორებისას და ხმამაღლა არ უთხარი, რომ სიგიჟემდე მიყვარსსს, სულ მასზე ვფიქრობ და ბედნიერი ვარ ამ საოცარ დღიის, რომელმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა სიცოცხლის მშვენიერებაში.
    1 169 ნახვა
    17-02-2014, 07:56