7
"მისტერ –ვალენტინი "–ღირსეული  გამარჯვებული?!
  • "მისტერ –ვალენტინი "–ღირსეული გამარჯვებული?!

    ჟიურის წევრებს ე.წ. "ჩაწყობაში" ადანაშაულებენ. ფოტოხელოვანი გიორგი ტატანაშვილი ამბობს, რომ "მისტერ ვალენტინის" გამარჯვებული და საპრიზო ადგილის მფლობელი ბიჭების ვინაობა წინასწარ იყო ცნობილი. ფოტოხელოვანი ჰყვება, რომ "მისტერ ვალენტინის" წლევანდელმა ორგანიზატორებმა, კახი ხაბეიშვილმა და თათა ლემონჯავამ კონკურსისთვის ფოტოებისა და აქსესუარების დამზადება შესთავაზეს, კონკურსამდე რამდენიმე დღით ადრე კი უარი უთხრეს. ამ ყველაფერზე გია ჯაჯანიძე პასუხობს :ბრალდებები სასაცილო და უსაფუძვლოა, რადგან გამარჯვებულის ვინაობა არა თუ რამდენიმე დღით ადრე, არამედ კონკურსის წინა დღესაც არ ყოფილა ცნობილი. "ბარალდებები სასაცილოა და უსაფუძვლო. არანაირ ჩაწყობას ადგილი არ ჰქონია. ჩვენთვის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი კონკურსის დასრულების დღეს გახდა. მე არ ვიცი ვინ არის ეს ბიჭი, რომელიც ბრალდბებს გვიყენებს, ან რა უნდა. იქნებ დაასახელოს ვინ , ვის გადაუხადა ფული. ეს ბიჭი ვინც "მისტერ-ვალენტინი" გახდა, არც კოჭლი ყოფილა და არც შეუსაბამო გარეგნობა არ ჰქონია და რატომ გადაწყვიტა ამ ფოტოგრაფმა , რომ ის არ იმსახურებდა "მისტერ-ვალენტინის" ტიტულს ? იცით რა - მე მართლა არ მესმის რაზე ლაპარაკობს ეს ადამიანი. გამარჯვებულების ვინაობა არა თუ რამდენიმე დღით ადრე, არამედ იმ დღესაც არავინ იცოდა. მე პირიქით სულ ვამბობ ხოლმე, იმისთვის , რომ არ იყოს კონკურსის დასკვნით დღეს ქაოსი, იქნებ წინა დღეს ჩამოვყალიბდეთ-თქო, მაგრამ ესეც კი არ მომხდარა. იმიტომ, რომ ბოლო წუთებში ვწყვეტთ და სულ ყოველთვის ქაოსია, დროში ვერ ვეტევით და სულ გვთხოვენ დავაჩქაროთ გამარჯვებულის ვინაობის გამოცხადება. მე უფრო მგონია, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ პიარის ამბავია და მეტი არაფერი,"-განაცხადა გია ჯაჯანიძემ "პირველ რადიოსთან" საუბრისას.


    ავტორი ნ,.ჩ
    სპეციალურად gogaggg-სთვის
    1 000 ნახვა
    17-02-2014, 09:10