7
მეგობრობა თუ მეტი?
  • მეგობრობა თუ მეტი?

    ბავშვობაში საპირისპირო სქესთან ურთიერთობას მეგობრობას ვეძახით, რასაც ეჭქვეშ არავინ აყენებს, თუმცა წლებთან ერთად გულწრფელ მეგობრობას მიზიდულობის თვისება ემატება.
    როდესაც ჩვენ ვეძებთ პარტნიორს, ვცდილობთ ჩვენი მსგავსი თვისებების მატარებელი ვიპოვნოთ, ერთმანეთს კარგად რომ გავუგოთ. როდესაც ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთგაგებაა, სიახლოვეც შესაბამისად მეტია, არა და-ძმური, არამედ ქალვაჟური. ჩნდება ბუნებრივი მოთხოვნა, ერთმანეთი რაც შეიძლება ხშირად ვნახოთ. ასეთი ურთიერთობა კი დამეთანხმებით, მეგობრობა ნამდვილად არაა.
    ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად: "ერთ-ერთ კუნძულზე სიცოცხლე გაქრა, მხოლოდ და-ძმა გადარჩა, რამდენიმე წლის შემდეგ კი კუნძულმა არსებობა მთლიანად შეწყვიტა.
    მეორე ლეგენდის თანახმად ამავე კუნძულზე მხოლოდ ბავშვობის მეგობარი გოგონა და ბიჭი დარჩნენ, რამდენიმე წლის შემდეგ კი ამ კუნძულზე სიცოცხლე ჰყვაოდა".



    მოამზადა: თამუნა არჯევანიძემ
    სპეციალურად:GOGAGGG.COM-სთვის.
    1 067 ნახვა
    17-02-2014, 09:10