7
სოფო ნიჟარაძე მასზე გამოქვეყნებულ სკანდალურ ფაქტებს პასუხობს - ''ვაი, თქვენს პატრონს…''
  • სოფო ნიჟარაძე მასზე გამოქვეყნებულ სკანდალურ ფაქტებს პასუხობს - ''ვაი, თქვენს პატრონს…''

    დღეს, გაზეთ ''ვერსიაში'' უფლებადამცველთა გაერთიანების თავჯდომარე ნიკოლოზ მჯავანაძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. სტატიის სათაური ''მარინა ბერიძე, სტეფანე, კახა ცისკარიძე, ზუმბა და სოფო ნიჟარაძე შესაძლოა დაკითხვაზე დაიბარონ'' ნამდვილად სკანდალური გახლავთ.

    მასალაში მოყვანილია დოკუმენტები, რომელის საშუალებითაც მჟავანაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ საკააშვილისდროინდელ სქემა, რომელსაც კორუფციის სუნი ასდის, ოდიშარიას მინისტრობის დროსაც წარმატებით მუშაობს.

    ''ფულის შოვნაში'' კი მარინა ბერიძესთან ერთად, მოადგილე ბადრი გრუზინსკიცაა ჩართული. ილუსტრაციისთვის კი წლევანდელი საახალწლო კონცერტი აქვთ მოყვანილი.

    აღნიშნული დოკუმენტებში ფიგურირებს მომღერალი სოფო ნიჟარაძის სახელი და გვარი. მასალაში 2009 წლის საახალწლო კონცერტის და სოფოზე დახარჯული თანხები ცალკე გამოყოფილი.

    2009 წლის საახალწლო კონცერტის თანხები და სოფო ნიჟარაძის კლიპები

    1) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ ბათუმში, ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებაზე გამოყო 1 300 000 ლარი.

    2) 2009 წლის 31 დეკემბერს, 2010 წლის 1 და 2 იანვარს ქ. ბათუმში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ეკრანების მონტაჟსა და მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებით, გამოიყო 94 996 ლარი და 62 თეთრი.

    3) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შპს "საყვირს" შორის დაიდო ხელშეკრულებები: "ქალაქ ქუთაისის საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადებაზე, სიმღერა "თეთრი ვარდების" შემსრულებელი სოფო ნიჟარაძე. სახელშეკრულებო თანხა - 114 815 ლარი.

    კურორტ ანაკლიის საიმიჯო მუსიკალური ვიდეოკლიპის გადაღება-დამზადებაზე, შემსრულებელი სოფო ნიჟარაძე. სახელშეკრულებო თანხა - 129 900 ლარი.

    სოფო ნიჟარაძე სტატიას საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდიდან გამოეხმაურა და შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა:

    ''დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც იგნორირება ყველაზე კარგი საშუალება მეგონა იმისა, რომ ხალხს ეს მარაზმი არ დაეჯერებინა, ამ სტატიის ავტორს, რესპოდენტს ვეუბნები პირდაპირ: "ვაი, თქვენს პატრონს"…

    რა მარაზმია? ეს რა ხდება? ვისაც რა უნდა, იმას ლაპარაკობს?

    რა გონიათ, რომ ამდენი თანხები თუ იხარჯებოდა, მე სახლში მიმქონდა? ყველას გიწვევთ ჩემს სახლში, ვისაც არ გჯერათ და ნახავთ რა მაქვს წაღებული!

    მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არასდროს ჩემი ქვეყნის ჰიმნის შესრულებაში და ბევრ სხვა სადღესასწაულო კონცერტში ჰონორარი არ ამიღია, "ვერის უბნის მელოდიების" და "ქეთო და კოტეს" ჰონორარი იყო 500 ლარი, ხოლო რაც შეეხება ამ ბოლო საახალწლო კონცერტს, მისი ანაზღაურება იყო 1500 ლარი!

    კლიპები და საახალწლო კონცერტები ჩემთვის კი არა, ქვეყნის წინსვლისთვის, ჩვენი საერთო საქმისთვის, კულტურული ცხოვრების წინსვლისთვის კეთდებოდა და იქ მარტო მე არ ვყოფილვარ ჩართული, როგორც მონაწილე!

    თუ ასეთი ზღაპრების გვჯერა, მაშინ მართლა რთულია პროგრესულობაზე ვილაპარაკოთ და ვიყოთ ასე, როგორც ვართ, ეს ყოფილა ჩვენი "სამართლიანობის აღდგენა", მთავარია, რომ "თავისუფლად ვსუნთქავთ" და ვინ რა სიცრუეში გვაცხოვრებს, რა მნიშვნელობა აქვს!''
    1 112 ნახვა
    17-02-2014, 09:37