X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
გიგი გაჩეჩილაძე სალომე ჭაჭუას ჯვრისწერაზე - ''არც ერთი ფოტო არ მინახავს''...
  • გიგი გაჩეჩილაძე სალომე ჭაჭუას ჯვრისწერაზე - ''არც ერთი ფოტო არ მინახავს''...

    სალომე ჭაჭუას და გიორგი ვარდოსანიძის სიყვარულის ისტორია ჯვრისწერით გაგრძელდა. მართალია, წყვილმა გადაწყვიტა ცერემონიალი პრესისთვის საიდუმლოდ დარჩენილიყო, მაგრამ არ გამოუვიდათ.

    ნანუკა ჟორჟოლიანი გვპირდებოდა, რომ მათ ჯვრისწერას ექსკლუზიურად მის გადაცემაში ვნახავდით, მაგრამ სოციალური ქსელი და სხვადასხვა ინტერნეტ სააგენტოები უკვე მეორე დღეა სალომე და გიორგის ქორწილის ფოტოებმა დაიპყრო და ცეკვის ვიდეოებიც კი გავრცელდა.

    Rating

    მკითხველს ახსოვს, რამდენ წელს ითვლიდა გიგი გაჩეჩილაძესა და სალომე ჭაჭუას სიყვარულის ამბავი. ამიტომ გიგის ტელეფონზე დავურეკეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

    - გიგი, სალომეს და გიორგის ქორწილი რომ ჰქონდათ, ალბათ გაიგეთ?
    - კი, მაგრამ მე რა შუაში ვარ? მე და სალომე როცა შეყვარებულები ვიყავით, მაშინ რომ სვამდით ჩვენს შესახებ კითხვებს, გასაგები იყო, მაგრამ ახლა მათ თავიანთი ოჯახი აქვთ და წარმატებები მათ.
    - ვნახე, რომ ''ფეისბუქზე'' მათი ქორწილის ფოტოები მოწონებული გქონდათ. გიორგი ვარდოსანიძესაც ბევრი თქვენი ფოტო ჰქონდა მოწონებული...
    - მე გიორგი და სალომე არ მყავს მეგობრებში. ჩემი სახელით ბევრია დარეგისტრირებული ''ფეისბუქზე'' და მათ ფოტოებს ალბათ ისინი იწონებენ.
    - მათი ჯვრისწერის ფოტოები თქვენც რომ გქონდათ მოწონებული, ვიფიქრე, ქორწილშიც ხომ არ იყო-მეთქი.
    - კი, ქორწილშიც ვიყავი და მეჯვარედაც ვიდექი (იცინის). როგორც ჩანს, გიორგი ვარდოსანიძეც ბევრია და ერთ-ერთი მოიწონებდა ჩემს ფოტოებს. ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს, არც მათ ფოტოებს ვალაიქებ. მათი ქორწილის არც ერთი ფოტო არ მინახავს. უბრალოდ გავიგე, რომ ქორწილი ჰქონდათ და მათ ბედნიერებას ვუსურვებ.

    3 324 ნახვა
    17-02-2014, 09:39