X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ანეკდოტები
  • ანეკდოტები

    * * *
    მოხუცმა მებადურმა დაიჭირა ოქროს თევზი
    –შენი ცოლი კიდევ ცოცხალია?–ეკითხება თევზი
    –კი...
    –აუ,მაშინ შემწვი და შემჭამე რა bigsmile



    * * *
    აფტიაქში უზარმაზარი რიგია. შედის ჭიჭიკია
    –ხალხნო,იქნებ რიგი დამითმოთ, სახლში ლოგინს მიჯაჭვული ადამიანი მელოდება
    ჭიჭიკია ურიგოდ გაატარეს.
    –5 ცალი პრეზერვატივი თუ შეიძლება bigsmile

    ***
    - გურული ხაარ?
    - კი მარა ვმკურნალოობ bigsmile



    * * *
    სვანი ბაზარში კიტრს ყიდის. მივიდა მოხუცი პენსიონერი ქალი,აიღო კიტრი,ხელში ატრიალა და ამბობს:
    –ვიშ,რა ძალიან პატარაა და რა ძალიან ბებერი......
    –შენ თვითონ რას გავხაარ – შეიბღვიერა სვანმა. bigsmile


    * * *
    – ძვირფასო მოდი 5 საათზე შევხვდეთ ერთმანეთს.
    –კარგი,შევხვდეთ,ოღონდ მითხარი შენ რომელ საათზე მოხვალ bigsmile


    * * *
    დედ–მამა სტუმრად მიდიან.წასვლისას შვილს მოძღვრავენ:
    –მარტო მოგიწევს დარჩენა.იცოდე არ გაბედო კაბინეტში შესვლა,წიგნების კარადის გაღება, მეხუთე თაროდან შავყდიანი წიგნის გადმოღება და მეხუთე გვერდიდან ას გვერდამდე წაკითხვა!!! ჩვენ მალე დავბრინდებით.....ჭკვიანად მოიქეციი !....
    დაბრუნებულები ხედავენ რომ არ გაჭრა მათმა ხრიკებმა.როგორც დატოვეს შვილი კომპიუტერთან ,ისევ ისე იჯდა bigsmile


    შვილი დედას ურეკავს ქალაქიდან:– დედიკო, ცოლი შევირთე, მარა ზანგის ქალია!– მერე, რა, შვილო, მე და მამაშენი რასისტები კი არ ვართ…

    – ოთხი შვილი რომ ჰყავს?

    – კარგია, კარგი… ჩვენც გვიყვარს ბავშვები, მით უმეტეს, ზანგის ბავშვები…

    – დედიკო, საცხოვრებელი რომ არსად გვაქვს?

    – თქვენ იყავით კარგად და ჩვენი ერთოთახიანი ბინა თქვენი არაა?

    – მერე თქვენ?

    – მამაშენს საკუჭნაოში მოვაწყობ, თქვენ ოთახში შედით.

    – და შენ, დედიკო?

    – მეე? მე, შვილო, ახლა ავდგები და დარიშხანი რომ მაქვს შავი დღისთვის გადანახული, იმას დავლევ.

    ***

    – კუკურიჩ, როგორ გაატარე დაბადების დღე?

    – ძალიან გლახათ.

    – რატომ, კაცო?!

    – რატომ და მეორე დღეს სულ არაფერი მახსოვდა და რაც მთავარია, არც მრცხვენოდა.

    ***

    – რა გავიგე! აგერ წიგნში წერია, რომ ამერიკელებს თავიანთი პრეზიდენტი მოუკლავთ.

    – რა ეშმაკი ხალხი ვართ ჩვენ, ქართველები. მაინცდამაინც ამერიკელებს ვეხვეწებით, რაც თქვენ იცით, ჩვენც გვასწავლეთო.

    ***

    – რომელი უნდა მოვკლა? – ეკითხება ქილერი დამკვეთს წვეულებაზე.

    – ეგერ, კუთხეში რომ ვისკის მიირთმევს, ხედავ?

    – კი, ვხედავ… მის ქვრივთან ერთად რომ დგას, ხომ?

    ***

    გამვლელი მტკვრის მოაჯირზე გადაყუდებულ მეთევზეს შეუჩნდა:

    – როდის მოხვედი? კარგი თევზია? რამე დაიჭირე?

    – დავიჭირე, მაგრამ მდინარეში გადავაგდე.

    – რატომ? აა, ალბათ პატარა იყო, არა?

    – არა, შენზე მაღალი იყო და ამდენსაც არ ლაპარაკობდა.

    ***

    ცოლი ქმარს:

    – ერთი ნაკლი მაქვს და ჩვენი ცოლქმრობის ოცი წლისთავზე უნდა გაგიმხილო.

    – რა ნაკლი გაქვს ამისთანა?

    – ბრმა ვარ.

    – ეგ არაფერი, მეც მაქვს ერთი ნაკლი.

    – შენ რაღა ნაკლი გაქვს?

    – ზანგი ვარ.

    ***

    ოსმა ჩინგიზამ ჟიგული იყიდა და ქალაქში გაინავარდა. ინსპექტორმა გააჩერა:

    – ჯარიმა ათი ლარი.

    – რატომ?

    – იმიტომ, რომ ღერძულა ხაზზე გადაიარე.

    – აბა ქვეშ ხომ ვერ გავძვრებოდი?!

    ***

    – ოდესმე ცოლთან განათებულ ოთახში თუ გისექსავია? – ეკითხება ერთი ძმაკაცი მეორეს.

    – არა, მრცხვენია.

    – აბა, სცადე, ძალიან საინტერესოა.

    ხვდებიან მეორე დღეს:

    – ვისექსავე განათებულ ოთახში, – ახარა ერთმა მეორეს.

    – ხომ მოგეწონა?

    – ძალიან კარგი ყოფილა, ბავშვებიც ძალიან გამხიარულდნენ.

    ***

    – მამიი, – ეუბნება მოდებილო სეროჟა, – მარჯვენა და მარცხენა ფეხები ერთმანეთში მერევა.

    – როგორ გერევა?

    – აი, ვერ გამირჩევია, რომელია მარცხენა, რომელი – მარჯვენა.

    – ეე, ტუტუც, კარგა მამისმინე. მარცხენა ფეხზე ცერა თითი მარჯვნივ გაბია, მარჯვენაზე ნააბაროტ, გაიგე?!

    ***

    პაციენტი კბილის ექიმთან მივიდა კბილის ამოსაღებად. სტომატოლოგმა კარგად აათვალიერ–ჩაათვალიერა.

    – მოიცა, მოიცა. შენ ის ინსპექტორი არ ხარ, გუშინწინ რომ 30 ლარით დამაჯარიმე?

    – მგონი, – კბილის წაკწაკით პასუხობს პაციენტი.

    – მდაა, ძალიან კარგი… მოდი, მოდი, ჩამოჯექი სავარძელში და კარგად მოეწყვე.

    ***

    – ეს ვისი სურათია? – ეკითხება სტუმარი მასპინძელს კედელზე ჩამოკიდებულ სურათზე.

    – ეს “წმინდა ოჯახია”.

    – რატომ არიან ზეწრებში შეხვეულები?

    – იმიტომ, რომ სხვა სამოსი არ ჰქონდათ.

    – ფეხშიშველები რაღატომ არიან?

    – არ ჰქონდათ ფული, რომ ფეხსაცმელი ეყიდათ.

    – გადამრევენ ეგენი, ამ სურათის გადასაღები ფული ჰქონდათ და შიშვლები დადიან?

    ***

    პროკოფის ცოლი გარდაეცვალა. სასაფლაოდან რომ ბრუნდებოდნენ, ძმაკაცმა მზრუნველად გადახვია ხელი ახალდაქვრივებულს:

    – ვიცი, ჩემო პროკოფი, ძალიან ძნელია ცოლის სიკვდილი, მაგრამ გაივლის კვირები, თვეები, წელი, შეხვდები ვინმე ლამაზ ქალს და იქნებით ბედნიერი.

    – კვირები… თვეები… დღეს რა ვქნა, დღეს?!
    1 746 ნახვა
    17-02-2014, 09:42