7
დრო ვერ კურნავს უშენობას.......
  • დრო ვერ კურნავს უშენობას.......

    შენ ჩემო დიდო ტკივილო,რატომ გამახსენე თავი ზუსტად მაშინ როცა დაგივიწყე გულის კუთხეში მივფალი ის გრძნობა ,მე ეს შევძელი ერთ დროს მაგრამ ეხლა შემახსენა ძველმა ჭრილობებმა თავი,მეგონა არ გიყვარდი და მიგატოვე,წავედი,წავედი და აღარ დავბრუნდი,მაგრამ არ შემიძლია არ გაგიხსენო რაც გავიგე მას შემდეგ,რომ სიგიჯემდე გიყვარვარ,მე შენი ტკივილი და გულის ნაწილი ვარ,მაგრამ ამას არაფერი ეშველება,მე ყველაფერი დავანგრიე ერთი ხელის მოსმით...წარსულს უამრავი მტვერი დაედო მაგრამ შენც ჩემსავით ხრ ასე გითქვამს,არ მიყვარს,მტკივაო, და ამას ეხლა ვიგებ 5წლის შემდეგ , ამის შემდეგ ცუდად ვარ,გული მეფლითება შენს გახსენებაზე,როგორ დაგტანჯე და დავიტანჯე ჩემი თავიც ჩემი სულელური ეჭვების გამო,შენზე ვფიქრობდი და სხვა კაცთან გავიზიარე სარეცელი,დღეს მე მისი ცოლი მქვია,ვალდებული ვარ ბედს შევეგუო,ყველაფერი ჩემი ბრალია,მაპატიე,შენს სიყვარულს სიკვდილამდე ვატარებ გულით ასე ჩუმად და მალულად,ეს არავის ეცოდინება ჩემს მეტს,მაპატიე გთხოვ ყველაფერი,მეც ძალიან ვიტანჯები უშენობით,მინდა სულ შენს მილს ვხედავდე,...........
    ნოსტალგია ისე მომეძალა არ შემეძლო არ დამეწერა,თანაც ეხლა საუკეთესო დროა განმარტოვებისთვის,სახლში ყველას ძინავს,ჩემს პატარა ანგელოზებსაც,მაპატიოს უფალმა,ოჯახმა,და საერთოდ საზოგადოებამ,ვიცი რომ ვცოდავ,ოჯახის სიწმინდეს შევურაცხობ მაგრამ მინდა მეც გამიგოს ვიღაცმ,წარსული მტკივა,აღარ შემიძლია ამის გულში დატევა,ძნელია ყველას მოაჩვენო ისე თავი თითქოს ბედნიერი ხარ,
    ცხოვრებაში უამრავი ბედნიერი დღე მართლაც მხვდება,ეს გამომდინარეობს ჩემი შვილებიდან,ოჯახიდანაც,მაგრამ ის სხვანაირი ბედნიერებაა,ვინც მთელი გულით,მთელი არსებით გიყვარს,გინდა ულ შენთან იყვეს,მაგრამ არა,ის არ ჩნდება,გერიდება,არ უნდა საყვარელ ქალს პრობლემები შეუქმნას,თანაც როგორ გულისტკივილით გითქვამს ვიცი არ ვყვარებივარო და ასე ამიტოც მოიქცაო,მაგრამ დამიჯერე, მინდა გითხრა რომ შენს მეტი არავინ მყვარებია და არც არავინ შემიყვარდება,შენ ჩმი პირველლი და უკანაკნელი სიყვარული ხარ,მუდამ ჩემს გულში იქნები დაუვიწყარო,აუხდენელო,მიუწვდომელო,მტკივნეულო,მიყვარხარ,მიყვარხარ,უზომოდ,წარმოუდგენლად,სიგიჯემდე.მადლობელი ვარ რომ ეს მტანჯველი მაგრამ ნამდვილი გრძნობა განმაცდევინე,შენი თვალები,შენი თითები,შენი თმების სურნელი,ოჰ როგორ მინდა კიდევ ერთხელ განმეორდეს ყველაფერი,კიდევ ერთხელ ჩგიკრა გულში,ჩაგჩურჩულო რომ მე შენ მიიიყყყვარხარ უზომოოოდ,მაგრამ არა,მე ეხლა ოცნებებსჰი გადავესჰვი,ეს არ მოხდება,არა,სჰენ ბედნიერება უნდა იპოვო,მე კი ეს გრძნობა ისევ უნდა დავადუმო ჩემს გულში,დრო ვერ კურნავს შენს დატოვილ იარებს.უშენოდ თითქოს ხანდახან მზე ბნელდება,დღე ღამდება,ბინდი იცავს ირგვლივ ყველაფერს,მაგრამ მე არ მაქ ამის უფლება ასე მოვიქცე.ვიცი აუხდენელი ოცნებები მალე მოძველდება ა გახუნდება თუმცა შენი სიყვარული მუდამ იხასხასებს ჩემს გულში,ამას გპირდები ჩემი სულის ტკივილო,შენი სახე არასდროს დამავიწყდება,მუდამ თვალწინ მიდგას შენი ბავშური ღიმილი,შორს ხარ მაგრამ ამ გრძნობას ხელს ვერც მანძილი უშლის,ვერც წლები.დრო ჩემთვის მკურნალი არაა,პირიქით რაც დრო გადის უფრო ძველდები და ფესვებს იღრმავებ ჩემს.......გულში...
    1 082 ნახვა
    18-02-2014, 07:48