7
დაპირისპირება მომღერლებს შორის - ''ყველა კაცი ყ..ა, ვინც ქალს როგორც მონას, ისე უყურებს''
  • დაპირისპირება მომღერლებს შორის - ''ყველა კაცი ყ..ა, ვინც ქალს როგორც მონას, ისე უყურებს''

    მომღერალი გიორგი ერგემლიძე ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ბორის ბედიას ინტერვიუს გამოეხმაურა. ინტერვიუში, რომლის კითხვისას ერგემლიძემ დრო დაკარგა, ბორისი ასეთ ფრაზას ამბობს - ''კაცი, რომელიც იტყვის, რომ გენდერული თანასწორობის მომხრე ვარო, ჩემგან ერთ ადგილას დიდ პანღურს მიიღებს''. სწორედ ეს ფრაზა დაწერა გიორგიმ თავის გვერდზე და კოლეგას, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო კონტექსტში მიმართა, - ''სუნიანო ყ..ო, მოდი, აბა, ამომარტყი''.
    რასაკვირველია, გიორგის მისი გაღიზიანების მიზეზი პირადად ვკითხე.

    - გიორგი, შენი სტატუსი ვნახე ბორის ბედიასთან დაკავშირებით, რამ გაგამწარა?
    - ''კაცი, რომელიც იტყვის, რომ გენდერული თანასწორობის მომხრე ვარო, ჩემგან ერთ ადგილას დიდი პანღურს მიიღებს'', - აი, ამან! აი, ასეთი ტიპების ბრალია, ტრაკში რომ ვართ. ვითომ ქართველი ვაჟკაცი, ტრადიციული ტიპია, ამ დროს ვიცი, ეგეთებს რაც ჰქვიათ. მე გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ და მისმა დამოკიდებულებამ გამაღიზიანა. ყველა კაცი ყ..ა, ვინც ქალს როგორც მონას, ისე უყურებს.
    - მაგრამ ყველა ადამიანს თავისი შეხედულება აქვს ამა თუ იმ საკითხზე.
    - კი, ასეა და ამიტომაც იყოფიან ადამიანები განვითარების შესაბამის ფენებად.
    - შენ რომელ ფენას მიეკუთვნები?
    - ეგ ჩემს მსმენელს ჰკითხეთ.
    - ბორისის შემოქმედებას იცნობ?
    - კი, საკმაოდ კარგად, სამწუხაროდ (იცინის).

    ბორის ბედიასაც დავუკავშირდი და გიორგის სტატუსის შესახებ ვუთხარი. საუბრის დაწყებამდე ბევრი იცინა.

    - ეს რა ჯანდაბაა, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ეტყობა, თვითონ არის სუნიანი და ყველა ასეთი ჰგონია.
    - თვითონ გენდერული თანასწორობის მომხრეა და ამიტომაც გააღიზიანა შენმა ფრაზამ. პირადად იცნობ გიორგის?
    - კარგი რა, რატომ უნდა ვიცნობდე ვიღაც ლოხს. ახლა უკრაინაში ვარ, გამალებული გულაობა მიდის. ვიღაც ლოხებზე სალაპარაკოდ ნამდვილად არ მცალია.

    1 524 ნახვა
    18-02-2014, 09:29