7
კანადის ქალაქ ტორონტოს პოლიციაში ქართველი კრიმინალების წინააღმდეგ საბრძოლველად ცალკე ჯგუფი გამოიყო
  • კანადის ქალაქ ტორონტოს პოლიციაში ქართველი კრიმინალების წინააღმდეგ საბრძოლველად ცალკე ჯგუფი გამოიყო

    კანადის ქალაქ ტორონტოს პოლიციაში ქართველი კრიმინალების წინააღმდეგ საბრძოლველად ცალკე ჯგუფი გამოიყო. ამ დროისთვის უკვე დადგენილია, რომ, მინიმუმ, 550 სახლია გაძარცვული სწორედ ქართველების მიერ.

    კანადის პრესა წერს, რომ დანაშაულებრივ სინდიკატში ჩართული არიან კანადაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები, რომელთა უმრავლესობამ ტორონტოში არალეგალური გზით ჩააღწია. ამასთან, დანაშაულებრივ საქმიანობაში ფიგურირებენ ქალებიც, რომლებიც სახლებში დამლაგებლად იწყებენ მუშაობას, ხოლო შემდეგ ე.წ. ნაკოლებს აძლევენ ქართველ კრიმინალებს.

    ტორონტოს პოლიციამ უკვე დააკავა ბინების ქურდობაში ეჭვმიტანილი 10 ქართველი, „შავ სიაში“ კიდევ 100 კაცამდეა, რომელთა ძებნა დაწყებულია.

    ავტორი ნ,.ჩ
    სპეციალურად gogaggg–სთვის
    1 251 ნახვა
    19-02-2014, 05:18