7
****
  • ****

    მინდა რომ მოგიყვეთ ერთი ისტორია
    სევდა ნარევი ცხოვრებისეული
    ახლა სიყვარული ჩემთვის შორია
    ადრე დავდიოდი გადარეული

    მე შემიყვარდა დანახვის წამიდან
    შენი შარმი და თვალების ფერი
    გვერდით შენს გარდა არავინ არ მინდა
    არ მინდა მეტი სხვა არაფერიი

    ასე ბავშვურად ვფიქრობდი იმ დროს
    ჩემი მეგონა მარტო სამყარო
    მე შენ სიყვარულს გიხსნიდი თითქოს
    შენ მიმახვედრე ღირსი არ ხარო

    მერე რატომღაც ჩემთვის დავფქრდი
    ნუთუ სიყვარულის არა ვარ ღირსი
    ხმას არ გავცემ თქო ჩემს თავს დავპირდი
    მაგრამ მე ისევ სიყვარულს გიხსნი

    გიხსნი სიყვარულს არა იმიტომ
    რომ რამეს ველი შენგან პასუხად
    თავს ვერ განებებ მინდა იფიქრო
    გულის ტკივილზე, დარდზე, არ ვწუხვარ

    ტკივილი ცხოვრების თანამგზავრია
    რომელმაც ახლახანს გამომდო ხელკავი
    და ოცნებების გზები ამერია
    ოცნების რომელშიც შენთან ვიყავი,

    როგორც ჩანს მე შენ დაგკარგე უკვე
    და ჩემს ფიქრებშიც არსად არ ჩანხარ
    ჯობია ცხოვრების დინებას მივყვე
    და სხვას ვუთხრა.. მე შენ ................... >

    02:27 17/02/2014
    1 125 ნახვა
    19-02-2014, 08:25