7
როგორ ეხმაურება ალინა არველაძე მეუღლის ლანძღვა-გინებას
  • როგორ ეხმაურება ალინა არველაძე მეუღლის ლანძღვა-გინებას

    უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული თითქმის ყველა ცნობილი ადამიანი სტატუსებით გამოეხმაურა. მათ შორის გახლავთ ტელეკომპანია ''იმედის'' ყოფილი დირექტორი გიორგი არველაძე.

    ''არავის ეწყინოს, მაგრამ უკრაინელი გმირი ხალხის შემხედვარეს მრცხვენია, რომ იმ ერის შვილი ვარ, რომელიც იმიტირებულ ''ქრონიკაზე'' ეროვნულ პანიკაში ჩავარდა და ფართხა-ფურთხით გაიქცა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებისკენ... ბოდიში'' - წერს არველაძე.

    ყოფილი პოლიტიკოსის სტატუსი ინტერნეტსაიტებმა გამოაქვეყნეს, რასაც არველაძის მისამართით ლანძღვა-გინების კომენტარები მოჰყვა.

    ''კაცი - პროვოკაცია'', ''ყველაზე ნაძირალა კადრი ''ნაციონალურ მოძრაობაში'', ''ვაი, მართლა შენს პატრონს'', ''ცოტა იუმორი რომ გქონდეთ, მიაძახებდით, პრეზიდენტი რომ გაგირბოდა, მაშინ არ გრცხვენოდა-თქო'', ''ეს არაკაცები, ერთუჯრედიანი პარაზიტები, ტკიპებივი ჩაეკვრებიან ხოლმე ხელისუფლებას და წოვენ რაც შეუძლიათ. მერე პირს გააშვებინებენ, მოდგებიან და ერს აგინებენ. დაახვიე, თუ ეს ქვეყანა არ მოგწონს და იცხოვრე უკრაინაში''... - წერენ სოციალურ ქსელში.

    მეუღლის ლანძღვა-გინებას ''ფეისბუქზე'' ალინა არველაძე გამოეხმაურა:

    ''ყველა მძრეველს, უსაქმურს, წარუმატებელ ბიჭს ვულოცავ ''ფეისბუქის'' არსებობას. ეს საშუალება რომ არ იყოს, თავისი ბირჟის იქით ვერავინ გაიგებდა მაგათ აზრს და ჩემი ქმრის ლანძღვას. სხვათა შორის პირადი შეხვედრის დროს მაგათი აზრი იჭედება ზუსტად იმ ადგილას, რითაც ფიქრობენ ხოლმე'', - წერს ალინა არველაძე.
    1 713 ნახვა
    19-02-2014, 10:06