7
ვიქტორია ბექჰემი: "არასოდეს ვიპარსავ ფეხებს"
  • ვიქტორია ბექჰემი: "არასოდეს ვიპარსავ ფეხებს"

    "მე გავრბივარ დღეში ოთხ მილს და არასოდეს ვიპარსავ ფეხებს," – ალბათ არავინ ელოდა ამ სიტყვების ვიქტორია ბექჰემისგან გაგებას, მაგრამ სწორედ ვიკიმ განაცხადა მსგავსი რამ Allure-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. კიდევ რა საიდუმლოებები გაამხილა ვარსკვლავმა?
    წარმატებული ბიზნესლედი, სამაგალითო ცოლი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქალბატონი, ვიქტორია ბექჰემი ხშირად არ იძლევა ინტერვიუებს, მაგრამ მომხიბვლელი დევიდის მეუღლე მარტის Allure-ის სტუმარი გახდა და გულახდილადაც ისაუბრა ინტერვიუში:
    "მე არასოდეს ვიპარსავ ფეხებს, - ამბობს ვიკი და დასძენს, - ჩემმა დაქალმა, ევა ლონგორიამ ერთხელ მირჩია, ლაზერული ეპილაცია მომესინჯა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ბიუთი-რჩევა".




    ინტერვიუში ვიქტორია ბექჰემმა ასევე ისაუბრა, როგორ ასწრებს დედობას და საკუთარი თავის მოვლას და რამდენად რეგულარულად არის დაკავებული სპორტით. იმისათვის, რომ ყველაფერი მოასწროს, ვიკი დილის 6 საათზე დგება. ჯანმრთელი ცხოვრების წესი მის გარეგნობაზე აშკარად აისახება: ვიქტორია მართლაც ბრწყინვალედ გამოიყურება.



    ასევე, ვიკიმ აღიარა თავისი შეცდომა: ათი წლის წინ მან მთელი სამი ზომით გაიდიდა მკერდი, შემდეგ კი გონს მოეგო და იმისათვის, რომ თავისი ზომა – 34A – დაებრუნებინა, რამდენიმე ოპერაციის გადატანა მოუწია.



    39 წლის ვიკი ჟურნალის ყდაზე თავისი საყვარელი მაკიაჟით წარსდგა: Smoky eyes და მუქი წარბები მის თვალებს იდუმალ გამომეტყველებას აძლევდა, nude-ის ტუჩსაცხი კი მის სექსუალურობას უსვამდა ხაზს. სტილისტებმა ვარსკვლავს თმა ჩვეულად დაუყენეს. ერთი სიტყვით, Allure-ის ყდაზე ვიკი ძალიან ბუნებრივად გამოიყურება.

    1 539 ნახვა
    19-02-2014, 10:08