7
ვინ უჩივის „მისტერ ვალენტინს“ - „მადლობა უნდა თქვას ჩემს გვერდით რომ იდგა პოდიუმზე“
  • ვინ უჩივის „მისტერ ვალენტინს“ - „მადლობა უნდა თქვას ჩემს გვერდით რომ იდგა პოდიუმზე“

    13 თებერვალს, საზეიმო ვითარებაში „მისტერ ვალენტინი 2014“ ჟიურის 15 კაციანმა ჯგუფმა გამოავლინა, თუმცა ეს ყველაფერი სულ აღმოჩნდა საზეიმო თორნიკე ტყემალაძესთვის. „იმიჯცენტრის“ მოდელი და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი კრიტიკისა და ბრალდებების ქარ-ცეცხლში გაეხვია.

    კონკურსის ჩაწყობაზე ალაპარაკდა ერთ-ერთი კონკურსანტის, გიორგი მასხულიას დედა. როგორც ამბობენ, დასახელდა თუ არა გაარჯვებული, ყვირილი აუტეხავს, ტყემალაძემ ჩააწყო ყველაფერი, ათი ათასები დაუჯდაო.

    კონკურსის ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს არაობიექტურობაში ადანაშაულებს ფოტოგრაფი გიორგი ტატანაშვილიც, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ამ კონკურსის ერთ-ერთი ყოფილი ორგანიზატორია. ერთი სიტყვით, შეკითხვები დაგროვდა გამარჯვებულის მისამართით და თორნიკეს ამ ყველაფერზე კომენტარი ვთხოვეთ.

    - თორნიკე, ვინ არის გიორგი ტატანაშვილი და რა კავშირი აქვს „მისტერ ვალენტინთან“?
    - გიორგი ტატანაშვილი არის ერთი პატარა ბიჭი, რომელმაც იყიდა ციფრული კამერა და გაუჩნდა ამბიცია, რომ არის პროფესიონალი ფოტოხელოვანი.
    - კონკურსთან რა კავშირი აქვს, ჩაწყობებზე რატომ ალაპარაკდა?
    - „მისტერ ვალენტინის“ ორგანიზატორებს სთხოვა, მისივე პიარისთვის იქნებ რაიმე პრიზი გადაეცა საკუთარი რჩეულისთვის. ბუნებრივია მას არანაირი ინფორმაცია არ ექნებოდა გამარჯვებულის შესახებ, რადგან ამას კონკურსის ჟიური წყვეტს.
    - როგორ გგონია, რა ინტერესი აქვს ფოტოგრაფს, რატომ გდებს ბრალს კონკურსის ჩაწყობაში?
    - არ ვიცი, ალბათ თავის გაპიარებას ცდილობს ასეთი სკანდალური განცხადებებით. ჩემი რჩევა იქნება, თავი ფოტოებით დაგვამახსოვროს და არა სკანდალური განცხადებებით. მისსავე ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, გამარჯვებული მესამე ადგილის მფლობელი უნდა გამხდარიყო.
    - ანუ ნიკა შერმაზანაშვილი?
    - ჰო, ნიკა ძალიან მიყვარს. ჩვენ ყოველდღე ვუმტკიცებდით ერთმანეთს, არა შენ გახდები გამარჯვებული, არა, შენო. ძალიან გამიკვირდა ნიკას მესამე ადგილი, მეტს იმსახურებდა. თვითონ ნიკა არაფერს ამბობს, ჩემი გამარჯვება არ სწყენია.
    - როგორც გავიგე, კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი მასხულიაც უკმაყოფილოა შედეგით...
    - გიორგი მასხულია არის ადამიანი, რომელიც სოფელს გამოექცა და სოფელმა არ მიატოვა იგი. საერთოდ ვერ ვხვდები ამ ბიჭს რა უნდოდა კონკურსზე. იმან ამოიღო ხმა, ვისაც მადლობა უნდა ეთქვა, რომ ჩემთან ერთად იდგა პოდიუმზე.

    Rating

    - იმასაც ამბობენ, რომ შენმა ოჯახმა გადაიხადა ფული „მისტერ ვალენტინის“ ტიტულში. რამდენი დაგიჯდათ?
    - (იცინის) თუ მასხულიას და დედამისს დავუჯერებთ ათი ათასები დაგვიჯდა.
    - მართლა ასეთი შეძლებული ოჯახიდან ხარ? ამბობენ ძვირადღირებული მანქანით დადიხარ...
    - არ გვიჭირს... გიორგი მასხულიას ურჩევნია გიორგი ნაზღაიძეს უჩივლოს და იმას მოუწყოს სკანდალები. ხმა მომივიდა, რომ მის ყოველ გამოსვლაზე ღადაობდა.
    - მასხულია გიჩივის?
    - არ ვიცი, შოუს მერე, როცა მე „ბექ სთეიჯში“ ვიყავი, დედამისს უყვირია, ტყემალაძემ ჩააწყო, ათი ათასები დაუჯდაო. იქიდან დაიწყო ყველაფერი.
    - მოკლედ ფული, მისტერ ვალენტინის ტიტულში არ გადაგიხდია?
    - მეცინება ამ შეკითხვაზე. რა თქმა უნდა, არა.

    1 582 ნახვა
    19-02-2014, 10:11