7
ვნებიანი ოპიმისტი თუ კარჩაკეტილი? ტესტი, რომელიც 95%-იანი სიზუსტისაა
  • ვნებიანი ოპიმისტი თუ კარჩაკეტილი? ტესტი, რომელიც 95%-იანი სიზუსტისაა

    ტესტი 90-95%-იანი სიზუსტისაა. ის ამერიკელი ფსიქოლოგებისა და მეცნიერების მიერ არის შედგენილი და ადამიანის თვისებებს ავლენს.
    აირჩიეთ ნახატზე მოცემული გამოსახულებებიდან ერთ-ერთი!

    1. ვნებიანი ოპტიმისტი.
    თქვენ ვნებიანი ხართ. გჭირდებათ ნამდვილი სიყვარული და სულ განიცდით, რომ ვერასოდეს იპოვით ასეთს.
    ოპტიმისტი ჩანხართ, თუმცა გულში არაერთი იარა გაქვთ. გამუდმებით ეძებთ მონათესავე სულს, ადამიანებისგან გაგებას ითხოვთ და თუ იპოვეთ ასეთი, მთელი ცხოვრებით იახლოვებთ.

    2. სტაბილური და ჩაკეტილი.

    თქვენ სტაბილური ადამიანი ხართ. გარეგნულად ბედნიერ და იღბლიანს ჰგავხართ, შინაგანად კი ბევრად არეული ხართ.

    არ ააშკარავებთ თქვენს ჭეშმარით გრძნობებს. საკმაოდ მომწიფებული ხართ და ყოველთვის უწვდით დახმარების ხელს მას, ვისაც ეს სჭირდება.

    3. მოულოდნელი და დაუოკებელი.
    მოულოდნელი, ცოტა შეშლილი და მოუსვენარი ხართ. ყველაზე ნათელი წერტილი ხართ გარშემომყოფებში. ცხოვრების ძრავა ხართ, რომელიც არასოდეს ჩერდება. თქვენ – ადამიანი-იდეა ხართ. თქვენში ყოველთვის იბრძვის ნორმალური ყოფა და კარდინალური ცვლილებები.

    4. ბრძენი და გულღია.
    უდიდეს სიამოვნებას იღებთ კარგი წიგნისგან. გიყვართ ხეტიალი უცხო ქვეყნებში. მოქნილი და ღრმად მოაზროვნე ბრძანდებით, წესიერი და კეთილსინდისიერი ხართ. ყველაზე მთავარი თქვენთვის – არის დარჩეთ ის, რაც ხართ. ჭკვიანი ხართ და დამოუკიდებელი. ამაყი ხართ საკუთარი თავით, თუმცა ამას არასოდეს ამჟღავნებთ.

    5. იღბლიანი.
    თქვენ მოკრძალებული და კეთილი ადამიანი ხართ. ცდილობთ, ამ სამყაროში სულ სიკეთე თესოთ. თქვენთვის აუცილებელია, ყოველი დღე ნაყოფიერი იყოს. შესაძლოა, ვერ გადაატრიალოთ სამყარო, მაგრამ ადამიანების ცხოვრებას ნამდვილად ცვლით. ხშირად ძალიან გიმართლებთ.

    6. პოზიტიური.

    თქვენ პოზიტიური და სასიამოვნო ადამიანი ხართ. ძნელია, არ დაინტერესდე ისეთი მზიანი და ოპტიმისტური ადამიანით, როგორიც თქვენ ხართ. აქტიურად ინტერესდებით თქვენ ირგვლივ არსებული სამყაროთი. სულ მეგობრების სიახლოვეს იმყოფებით და ცდილობთ, ყველა წუთი გაუხალისოთ მათ. იშვიათად ხართ მოწყენილი. იუმორის საოცარი გრძნობა გაქვთ და ყველა გულიანად იცინის თქვენს ხუმრობებზე. ისეთ ადამიანებს იზიდავთ, რომელთაც სიცოცხლით ტკბობა შეუძლიათ.

    7. ენერგიული და წარმატებული.

    გარშემომყოფებს შეიძლება ქაოტურიც მოეჩვენოთ, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სიგიჟის ერთ-ერთი გამოხატულებაა. შესაძლოა, შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე ბურთით იჟონგლიოროთ, თქვენ ხომ კარგად იცით, როგორ იმუშაოთ მრავალმხრივ რეჟიმში. მიზანდასახული და მოტივირებული ხართ. წარმატების წყურვილი გაქვთ და ყოველთვის მისდევთ საკუთარ ოცნებებს.

    8. წესიერი და კეთილსინდისიერი.

    თქვენს საზოგადოებაში ადამიანები ყოველთვის მშვიდად გრძნობენ თავს. ბუნებით მსუბუქი ხასიათი გაქვთ. ერთგული ხართ და ყოველი ადამიანის უნიკალურობას აფასებთ. გიყვართ სიცოცხლე და ყველაფრით კმაყოფილი ხართ. ყოველთვის გულწრფელად გამოხატავთ გრძნობებს. მეგობრები აფასებენ თქვენს სიკეთეს და ეს თქვენთვის საუკეთესო კომპლიმენტია.

    9. კეთილი და გამგებიანი.

    კეთილი, გამგებიანი ხართ და შეგიძლიათ პატიება. წყნარი და მშვიდი ცხოვრების მომხრე ხართ. არ გიყვართ ხმაური და არეულობა. თავისუფალი დრო თქვენთვის ფუფუნებაა და თუ ასეთი დრო მაინც გამოგიჩნდათ, იცით, როგორ გამოიყენოთ ის.

    1 859 ნახვა
    19-02-2014, 10:24