7
უშენოდ...
  • უშენოდ...

    უშენოდ ცხოვრება ჩემთვის გაძნელდა
    მიჭირს შევეგუო ღამეებს უძილოს
    ბოლო დროს რატომღაც ცუდი ზნე დამჩემდა
    მივექანები უფრსკლულს უძიროს.

    მინდა რომ აგიხსნა ყველა ქმედება
    რაც ჩავიდინე შენს მიმართ ბრალული
    მინდა ღმერთს ვთხოვო ამისთვის ვედრება
    მე ვიტანჯები ცხადად თუ მალული

    შენზე ფიქრებში ღამე მათენდება
    სუსხიანი და ყინვა ნარევი
    და ჩემი გული ტანჯვას არ ნებდება
    თუგინდ არ გამითენდეს დილა ნათელი

    შენ თუ მაპატიებ შეცდომებს ჩადენილს
    არ დავიჯერებ მე შენს სიყვარულს
    მე ცოდვებისთვის სასჯელს მოველი
    და საუკუნოდ ვიტოვებ სინანულს

    მე სამუდამოდ ტანჯვა წილად მხვდა
    რომ შემიყვარდი თავდავიწყებით
    ნუთუ ყველაფერი ისე დამთავრდა
    უბრალოდ მორჩა მორჩა და ............

    დ/კაცაძე
    1 076 ნახვა
    20-02-2014, 07:15