X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ექსპერიმენტი: რას იზამთ, თუ თოვლიან ზამთარში ავტობუსის გაჩერებაზე ნახავთ პატარა ბიჭს ქურთუკის გარეშე
  • ექსპერიმენტი: რას იზამთ, თუ თოვლიან ზამთარში ავტობუსის გაჩერებაზე ნახავთ პატარა ბიჭს ქურთუკის გარეშე

    ექსპერიმენტი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ჩაატარეს. 11 წლის ბიჭი თოვლიან ამინდში ავტობუსის მოლოდინში გაჩერებაზე მაისურის ამარა იჯდა.

    ექსპერიმენტის იდეა ინტერნაციონალური ქველმოქმედების ცენტრს გაუჩნდა. კამპანიის მიზანი იყო, საზოგადოებისთვის სირიელი ბავშვების დახმარება მოეწოდებინა.

    ,, ადამიანებმა სირიელ ბავშვებზე სწორედ ისე უნდა იზრუნონ, როგორც – პატარა ბავშვს გაუწოდეს დახმარების ხელი,“- ამბობს ცენტრის პიარ სამსახურის უფროსი. მან ისიც აღნიშნა, რომ ექსპერიმენტში მონაწილე ბავშვი მოხალისე იყო და ამ როლს სიამოვნებით ასრულებდა.
    1 684 ნახვა
    20-02-2014, 08:23