X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ახალი „ფორდ მუსტანგი“ ჩიკაგოს ავტო შოუს რჩეულია
  • ახალი „ფორდ მუსტანგი“ ჩიკაგოს ავტო შოუს რჩეულია

    „ფორდის“ უახლესი „მუსტანგი“ ჩიკაგოს ავტო შოუს საუკეთესო სერიულ ავტომობილად დაასახელეს. გამოკითხვა შოუს ათი დღის განმავლობაში ტარდებოდა. სულ 8 500 მომხმარებელი გამოიკითხა, რომელთა 25 პროცენტმაც საუკეთესოდ უახლესი პონი ქარი აღიარა.
    იმავე გამოკითხვამ, საუკეთესო კონცეპტუალურ ავტომობილად, „კადილაკ ელმირაჟი“ (29%) დაასახელა, საუკეთესო პავილიონი „შევროლეს“ აღმოაჩნდა (20%), „კადილაკისვე“ პლაგ-ინ ჰიბრიდული ELR (32%) საუკეთესო „მწვანე“ ავტომობიად აირჩიეს, გამოკითხულთა უმეტესობამ კი ყველაზე სასურველ ავტომობილად, „ბუგატი ვეირონი“ დაასახელა.
    ყველა კატეგორიაში სულ რვა ფინალისტი შეიყვანეს, რომლებიც საავტომობილო ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ აარჩია. ყველაზე სასურველი ავტომობილის კატეგორიაში, ფინლისტები არ ყოფილა. შოუს დამთვალიერებლებს იმ 1000 ავტომობილს შორის შეეძლოთ ყველაზე სასურველის შერჩევა, რომლებიც შოუზე იყო გამოფენილი.
    გამოფენისას, დამთვალიერებელთა განკარგულებაში, სამი ჭერქვეშა სატესტო პოლიგონი იყო. ამასთან, საგამოფენო კომპლექსის გარეთ, ექვსი სატესტო ხაზი მუშაობდა. ამგვარად, დამთვალიერებლებს თავად შეეძლოთ ავტომობილების გასინჯვა, რაც საუკეთესოს შერჩევაში დაეხმარებოდათ.
    1 255 ნახვა
    21-02-2014, 08:10