7
ჩვენი სიყვარული...
  • ჩვენი სიყვარული...

    „ისინი, ვინც ჩემ გვერდით არიან, ვერც კი ხვდებიან, რომ შენ მათზე უფრო ახლოს ხარ ჩემთან…
    მათ, ვინც მესაუბრებიან, არც კი იციან, რომ ჩემი გული სავსეა შენგან გამოუთქმელი სიტყვებით…
    ისინი, ვინც ჩემ გვერდით, ჩემსავე ბილიკზე მიაბიჯებენ, ვერც კი წარმოიდგენენ, რომ მე მხოლოდ შენ გვერდით დავდივარ…
    მათ, ვისაც ვუყვარვარ, არ ესმით, რომ მათსავე სიყვარულს შენ მოჰყავხარ ჩემს გულამდე…”
    ხანდახან დავფიქრდები,მაგრამ ვერასოდეს ვერ ვხვდები საით გაიფრინა საუკეთესო წლებმა. ჩვენი სიყვარული ცოტა გაიცრიცა, ცოტა სახე იცვალა.დაღვინდა.
    ყოფითმა საზრუნავმა და პრობლემებმა მტვერი დაადო გრძნობებს და ემოციებს. ჩემი ბრალია, სახლს,რომ გულმოდგინედ ვალაგებ და უფრო მნიშვნელოვანს უყურადღებოდ გტოვებ.
    ხანდახან კარგია მარტო დარჩენა,მანქანაში ჩაჯდომა და ცხრა მთას იქეთ საყვარელ ადამიანთან ერთად გადაკარგვა.
    ხელჩაკიდებული სეირნობა ბუნების მომაჯადოებელ წიაღში
    და ტბაში არეკლილი გედების, ლურჯი ცისა თეთრი ღრუბლების ყურება.
    ხანდახან კარგია,როდესაც მთელი გულით გრძნობ, როგორ გადაიყარა გრძნობებმა მტვერი და კვლავ ძველებურად გაბრწყინდა.
    რა ადვილია და რა ძნელი ერთმანეთთან, მარტო დარჩენა. მხოლოდ ლამაზი ოცნება და ნატვრა სიყვარულზეე.......

    1 442 ნახვა
    21-02-2014, 08:18